კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა დალიოთ წამალი, რომ ორგანიზმზე სწორად იმოქმედოს

წამლის დალევა არც ისე მარტივი საქმეა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სანამ დანიშნული პრეპარატის მიღებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაეცანით მის ინსტრუქციას, რადგან ყველა წამალს თავისი უკუჩვენება და მიღების წესი აქვს.

ტკივილგამაყუჩებლებსა და არტერიული წნევის დამწევ აბებს ორგანიზმი უკეთ შეითვისებს, თუ დაამტვრევთ ან დაღეჭავთ და ისე გადაყლაპავთ; ანტიალერგიული პრეპარატები უკეთესია, ჩაწუწნოთ; ასპირინი წყალში უნდა გახსნათ; გააქტიურებული ნახშირი უნდა დაფხვნათ და ისე მიიღოთ; კაფსულის ან გრანულის ფორმის წამალი კი მთლიანად, ანუ დაუნაწევრებლად უნდა დალიოთ.

წამლის მიღების საუკეთესო საშუალებაა წყალი. ერთ გრამ წამალს ასი მილილიტრი წყალი მაინც უნდა მიაყოლოთ. წვენების, ჩაის და სხვა სითხეების წამალთან ურთიერთქმედებას, შეიძლება, გაუთვალისწინებელი ქიმიური რეაქციები მოჰყვეს.

პრეპარატებს, რომლებიც კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს, რძე უნდა მიაყოლოთ, მაგალითად, ასპირინს. ციტრამონის მიღება რეკომენდებულია ტუტე ხსნარით, ანუ ბორჯომით. იგივე ითქმის სტრეპტოციდზეც, ოღონდ, ამ პრეპარატის მიღების პერიოდში რაციონიდან გამორიცხეთ გოგირდისა და ფოლიუმის მჟავის შემცველი პროდუქტები: კვერცხი, პარკოსნები, პომიდვრის საწებელი, ღვიძლი და ასე შემდეგ.

არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ რამდენიმე სახის წამალი ერთდროულად. მათი მიღების შუალედი მინიმუმ ათი წუთი მაინც უნდა იყოს.

წყლულისა და გასტრიტის საწინააღმდეგო პრეპარატები ცუდად შეიწოვება, როცა მათ ანტიბიოტიკებთან ერთად იყენებენ. არც ანტიბიოტიკები შეგერგებათ, თუ მათ კალციუმის, ალუმინისა და რკინის შემცველ პრეპარატებთან ერთად დალევთ.

 

რომელი პროდუქტები არ უნდა ჭამოთ ძილის წინ

დიდი მნიშვნელობა აქვს, რას ჭამთ საუზმეზე. კარგია, თუ დილით ბრინჯის ფაფას მიირთმევთ, რადგან, ის მდიდარია სახამებლით, რომელიც ორგანიზმს ეხმარება საკვების უკეთ გადამუშავებაში. ასევე, მას აქვს თვისება, გამოიმუშაოს სეროტონინი, რომელიც აუმჯობესებს განწყობას. სეროტონინის გამომუშავების შემდეგ გამოიყოფა ძილის ჰორმონი, რასაც, ასევე, ხელს უწყობს შემდეგი პროდუქტები: ბანანი, პური, მაკარონი, ხახვი, ნიორი, თბილი რძე და ასე შემდეგ. თუ ამ პროდუქტებს ერთ ფინჯან ყავასაც მიაყოლებთ, თავს უფრო მხნედ იგრძნობთ.

ფიზიკური აქტივობა და სპორტი ენერგიის გამოცლასა და დაღლას იწვევს, მაგრამ ძილს მაინც არ მოგგვრით. დაძინებამდე სამი საათით ადრე უარი თქვით ყველანაირ ვარჯიშზე. ასევე, ეცადეთ, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაწვეთ დასაძინებლად და ძილის წინ არ იფიქროთ საქმეებზე.

საღამოს საათებში ნუ შეჭამთ შემწვარ ხორცს, სოსისსა და შებოლილ პროდუქტებს, რადგან ეს საკვები კუჭ-ნაწლავის გადატვირთვას იწვევს და ღამით მშვიდი და ნორმალური ძილის საშუალებას არ მოგცემთ. ძილის წინ ნურც შოკოლადს, ყავას, ჩაისა და ტკბილ, გაზიან სასმელს მიირთმევთ, რადგან ეს პროდუქტები კოფეინს შეიცავს, რაც ორგანიზმის აგზნებას იწვევს.

 

რატომ არის საშიში უეცარი გულის წასვლა და რომელი დაავადება იწვევს მას

გულის უეცარი წასვლა ცნობიერების დაკარგვაა. მისი საფუძველი თავის ტვინის მწვავე, მაგრამ მცირე ხნით განვითარებული სისხლნაკლებობაა. ეს კი, როგორც წესი, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებით არის განპირობებული. გულის წასვლა ვითარდება ნერვული გადაძაბვის, შიშის, გადაღლის, სისხლის დაკარგვის დროს. ასევე, გულის დაავადებების, მწვავე სისხლდენის, შიმშილის, ჩახუთულ ჰაერზე ყოფნის დროსაც. ზოგჯერ გულის წასვლა აღინიშნება ფეხზე დგომისას, ან ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში უეცარი გადასვლის დროს. ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ფერს კარგავს, ოფლიანობს, ვითარდება ჰიპოთერმია, ანუ სხეული ცივდება, სუნთქვა ნელდება, არტერიული წნევა ქვეითდება.

ამ დროს აუცილებელია, გულწასული ადამიანის დაწვენა. ტვინის სისხლმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სასურველია, მას ფეხები ააწევინოთ, რომ სისხლმა თავისკენ დაიწყოს სვლა. გახანგრძლივებული გულის წასვლის დროს, შესაძლოა, განვითარდეს ტვინის ინფარქტი, ამიტომ დროზე უნდა დაეხმაროთ ადამიანს.

ზოგჯერ, გულის წასვლას თან ახლავს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, გულმკერდის არეში ტკივილი. ეს გულის იშემიურ დაავადებაზე მეტყველებს, გულის ფრიალი კი შესაძლოა, არითმიამ გამოიწვიოს. დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ენიჭება სისხლის წნევის გაზომვას. ასევე, მნიშვნელოვანია გულის წასვლისგან სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული თავბრუხვევის, კერძოდ, ჰიპოგლიკემიის, ეპილეფსიური გულყრის, ისტერიკული გულის წასვლის გარჩევა. ამ დროს არტერიული წნევა და გულისცემა ნორმის ფარგლებშია. ადამიანს არ აქვს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ოფლიანობა და სიფერმკრთალე.

ხშირი გულის წასვლის დროს, აუცილებელია, ჭარბი მარილის შემცველი საკვების მიღება და ვიტამინოთერაპია.

თუ მისი გამომწვევი მიზეზი რაიმე სერიოზული პათოლოგიაა, მაგალითად, გულის მანკი, გულის იშემიური დაავადება და სხვა, მაშინ საჭიროა ამ ძირითადი დაავადებების მკურნალობა. გაფრთხილებთ, აუცილებლად მიაქციეთ ჯანმრთელობას სათანადო ყურადღება – თუ უეცრად გული წაგივიდათ, ჩაიტარეთ სათანადო გამოკვლევები.

 

ცისტიტი შარდ-სასქესო ორგანოების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა

ცისტიტი შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთება შარდ-სასქესო ორგანოების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. განასხვავებენ მის სამ ფორმას: მწვავეს, რეციდიულსა და ქრონიკულს. წარმოშობის მიხედვით კი არსებობს: ტოქსიკური, ალერგიული, არაინფექციური ცისტიტი. ანთება, შესაძლოა, გამოიწვიოს: კენჭებმა, ტრავმამ, აუტოიმუნურმა დაავადებამ, შარდის ბუშტის კიბომ, რადიაციულმა პათოლოგიამ, ქიმიოთერაპიულმა მკურნალობამ, უბრალოდ, გაციებამ და ასე შემდეგ. მიზეზი კი, უმთავრესად, ინფექცია ხდება. ყველაზე ხშირად მისი გამომწვევია ნაწლავის ჩხირი, იშვიათად – სტაფილოკოკი. ცისტიტის მიზეზად შეიძლება იქცეს სასქესო ინფექციები – ქლამიდიოზი, სოკოვანი დაავადებები.

შარდის ბუშტში მოხვედრილი ინფექცია ყოველთვის არ იწვევს ანთებას. ინფიცირების დროს პროცესში ერთვება ორგანიზმის იმუნური სისტემა, როგორც თავდაცვითი მექანიზმი.

მწვავე ცისტიტის განვითარებისთვის აუცილებელია დამატებით-მაპროვოცირებელი ფაქტორები, მაგალითად: გაციება, ქირურგიული ჩარევა, სქესობრივი აქტი, ურეთრის კათეტერიზაცია. ასევე, არსებობს ფაქტორები, რომლებიც ორგანიზმს ცისტიტის მიმართ განაწყობს. ასეთებია შარდის ბუშტის ევაკუატორული ფუნქციის მოშლა, ინფექციების მიმართ ორგანიზმის გამძლეობის დაქვეითება, ავიტამინოზი, გადაღლა და ასე შემდეგ.

ცისტიტსა და ჰორმონულ ფონს შორის პირდაპირი კავშირია. ასევე, მენოპაუზისა და იმ დაავადებების დროს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს, ცისტიტის განვითარების რისკი მეტია. შარდის ბუშტის მწვავე ანთება მოულოდნელად იწყება და აღინიშნება შარდვის გახშირება, ტკივილი შარდვის დროს, ზოგჯერ შარდში ჩნდება სისხლის მინარევი, მწვავე ცისტიტის დროს კი იმატებს ტემპერატურა.

თუ ანთებითი პროცესი შარდის ბუშტის სფინქტერზე გადავიდა, ვითარდება შარდის შეუკავებლობა. აღინიშნება ტკივილი წელის ქვედა არეში, მუცლის ქვემოთ.

ქრონიკული ცისტიტი უფრო ხშირად ვითარდება შარდის ბუშტის, თირკმელებისა და სასქესო ორგანოების სხვა დაავადებათა ფონზე.

ცისტიტის დროს აუცილებელია სქესობრივი აქტის შეზღუდვა, იმუნოთერაპიის ჩატარება და ჰიგიენური ფაქტორების ზედმიწევნითი დაცვა. ცისტიტისკენ მიდრეკილმა ადამიანებმა კი დაავადების გამწვავების თავიდან ასაცილებლად უნდა გაითვალისწინონ შემდეგი: ერიდონ გაციებას, ყურადღება მიაქციონ ჰიგიენას, ჩაიცვან თბილად. ცისტიტის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე ნუ დალევთ ანტიბიოტიკებს, რადგან ეს სიმპტომებს აქრობს, მაგრამ, ცისტიტს ვერ კურნავს.

 

შოკოლადი ორგანიზმს სტრესისგან იცავს და ებრძვის კიბოს განვითარებას

შოკოლადის შემცველობაში შემავალი მაგნიუმი ებრძვის დეპრესიას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ორგანიზმს სტრესის მიმართ უფრო გამძლეს ხდის და იმუნიტეტზეც დადებითად აისახება. ამიტომ, ძალიან კარგია, თუ მას პროფილაქტიკისთვის სისტემატურად მიირთმევთ, ოღონდ, განსაზღვრული რაოდენობით. ვინც ყოველდღიურად დაახლოებით 25-30 გრამ სუფთა შოკოლადს ჭამს, ის არც კიბოთი და არც წყლულოვანი დაავადებით არ ავადდება – ეს ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო.

შოკოლადი ინფარქტისა და ინსულტისგანაც გვიცავს, რადგან მისი რეგულარული მოხმარება სისხლის ფირფიტების, ანუ თრომბოციტების ფუნქციის ნორმალიზებას ახდენს. მასში შემავალი ფლავონოიდების ჯგუფის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები თრომბოციტებს ერთმანეთთან შეწებების საშუალებას არ აძლევს,  ხელს უშლის გულისა და ტვინის სისხლძარღვებში თრომბის წარმოქმნას. ამ მხრივ შოკოლადი ასპირინს ჰგავს, თუმცა მისგან სასიამოვნო გემოთი და უკუჩვენებების არქონით განსხვავდება. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავადმყოფებს, რომლებსაც სისხლის გამათხელებელი პრეპარატები დაუნიშნა ექიმმა, შეუძლიათ ისინი შოკოლადით ჩაანაცვლონ. მაგრამ, ვინც ჯანმრთელია და სურს, მომავალში არ იავადმყოფოს, მისთვის შოკოლადი კარგი დამხმარეა.

შოკოლადი სისხლძარღვებს ათეროსკლეროზისგანაც იცავს. ამ მოქმედებას მეცნიერები კაკაოს მარცვლებში განსაკუთრებული ნივთიერების, კერძოდ, პროციანიდების არსებობით ხსნიან, რომლებიც ანტიმჟანგავების ჯგუფს მიეკუთვნება და ორგანიზმს არასასურველი ზემოქმედებისგან იცავს.

დღეში დაახლოებით 30-40 გრამი შოკოლადის ჭამა ისეთივე სასარგებლოა, როგორც ერთი ჭიქა წითელი ღვინო. ის ამაგრებს სისხლძარღვებს, აიძულებს გულს, იმუშაოს თანაბარი რიტმით, არეგულირებს არტერიულ წნევას. შავი შოკოლადი უფრო მდიდარია A და B ვიტამინებით, კალიუმით, ფოსფორითა და რკინით, ვიდრე ვაშლი, იოგურტი და ყველი. მწარე შოკოლადი წვავს ცხიმებს, შეიცავს კოფეინს და ცოტა ცხიმს. ის თრგუნავს მადას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას და ზღუდავს თავისუფალი რადიკალების მოქმედებას.

თუ გსურთ, ჯანმრთელი კბილები შეინარჩუნოთ, მიირთვით მწარე შოკოლადი. მასში შემავალი კაკაო კბილებს თხელ დამცავ ფენად ედება და კბილზე ქვების წარმოქმნას უშლის ხელს.

შოკოლადი ეროტიკულ გრძნობებსაც აღძრავს. ამიტომ, მისი ჭამა აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სქესობრივი ცხოვრების მხრივ აქვთ პრობლემები.

скачать dle 11.3