კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეძებს ალმა-ატაში მცხოვრები კაცი მამას, რომელიც მას არასდროს უნახავს

45 წლის არტურ ედუარდის ძე სოტნიკოვი (დედის გვარზეა) ეძებს: დაახლოებით 65 წლის ედუარდს (გვარი და მამის სახელი უცნობია).

ისტორია: ვეძებ მამაჩემს, დაახლოებით 65 წლის ედუარდს (გვარი და მამის სახელი უცნობია). მე მამაჩემი არასდროს მინახავს. მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ ის ქართველია და თბილისში ცხოვრობდა. მაქვს მამის ფოტო. ძალიან მინდა მისი პოვნა. თქვენი დიდი იმედი მაქვს, იქნებ მშობლის მოძებნაში დამეხმაროთ. პირადად მე, ალმა-ატაში ვცხოვრობ, აქ დავიბადე და გავიზარდე. მამაჩემი, სავარაუდოდ, დღემდე თბილისში უნდა ცხოვრობდეს.

– როგორ მოხდა, რომ მამა არასდროს გინახავთ, გვიამბეთ თქვენი ისტორია.

– დედაჩემმა – ლუდმილა ვიქტორის ასულმა სოტნიკოვამ მამაჩემი ალმა-ატაში გაიცნო. მამა იქ დროებით იყო ჩამოსული. მაშინ ისინი ახალგაზრდები იყვნენ. მამა დაახლოებით 19-20 წლის იქნებოდა, დედა კი 18 წლის იყო. დედას შეუყვარდა ედუარდი და შედეგად მე დავიბადე. მამაჩემი თავის სამშობლოში დაბრუნდა. მან არ იცის ჩემი არსებობის შესახებ. 45 წელია უკვე გასული მას შემდეგ, რაც ეს ისტორია მოხდა, მაგრამ მამა ალმა-ატაში, როგორც ჩანს, აღარ ჩამოსულა და დედასთანაც არანაირი კავშირი აღარ ჰქონია. ამჟამად მას, ალბათ, ოჯახი აქვს და არც ის არის გამორიცხული, ბაბუა იყოს. თავად მე უკვე ორი შვილი მყავს და ძალიან მინდა, ისინი საკუთარ ბაბუას იცნობდნენ. დედის გვარზე ვარ. ისე გავიზარდე, მამა არასდროს მინახავს. სულ მაინტერესებდა, როგორია, რა ხასიათის ადამიანია. დედის მონაყოლიდან მხოლოდ ის ვიცი, რომ მას ედუარდი ერქვა და თბილისიდან იყო.

– აქამდე თუ ეძებდით მამას ან მისი მოძებნა ახლა რატომ გადაწყვიტეთ?

– მამის ნახვა და გაცნობა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა, მომეძებნა. ბევრს ვფიქრობ, პოვნის შემთხვევაში რას ვეტყვი ან როგორი იქნება მისი რეაქცია. მან ხომ ჩემი არსებობის შესახებ არაფერი იცის. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, გადავწყვიტე განაცხადის გაკეთება „ჟდი მენიას“ სამძებრო საიტზე. იმ მოკლე ინფორმაციით, რასაც მე ვფლობ, მისი მოძებნის შანსი „ჟდი მენიას“ საშუალებით ნულია, მაგრამ მას შემდეგ, რაც თქვენი რუბრიკის შესახებ შევიტყვე, იმედი მომეცა. მამის ფოტო ჩემი ერთადერთი იმედია, ძალიან მინდა, რომ გამომეხმაუროს.

– როგორ ფიქრობთ, თქვენი არსებობის შესახებ რომ გაიგებს მამა, რა რეაქცია ექნება მას, ან მის ოჯახს?

– დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემ გამოჩენას ყველანი მშვიდად მიიღებენ. მე მამისგან არაფერი მინდა, გარდა იმისა, რომ გავიცნო და ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვნახო. მესმის, რომ ჩემი გამოჩენა, შეიძლება, შოკის მომგვრელიც კი იყოს მისთვის, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი  ხდება. რაც მთავარია, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა იმისთვის, რომ რაღაც არ გააკეთო და შემდგომ ძალიან ინანო. მე, მაგალითად, მამის პოვნა მინდა, მაგრამ თუკი მას ამის სურვილი არ ექნება, ამასაც გაგებით მოვეკიდები. იმას ხომ მაინც გავიგებ, როგორია და ისიც გაიგებს, რომ ალმა-ატაში შვილი ჰყავს.

– დედამ თუ იცის, რომ მამას ეძებთ და რა რეაქცია აქვს ამასთან დაკავშირებით?

– დედაჩემს ჩემი იდეა თავიდანვე არ მოსწონდა, ამბობს, რომ ედუარდს, ალბათ, უკვე დიდი ხანია, თავის ცხოვრება აქვს და ამიტომ, ჩემი გამოჩენა უადგილო იქნება. მაგრამ, მას შემდეგ, რაც მე არაერთხელ ავუხსენი, თუ რა მნიშვნელოვანია ჩემთვის ის ფაქტი, რომ მამა გავიცნო, მას წინააღმდეგობა აღარ გაუწევია, მხოლოდ იმას განიცდის, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს. ედუარდის სურათიც მან მომცა, დიდი ხვეწნის შემდეგ. ფოტოს ის ჩემთვის ინახავდა. როდესაც გავიზარდე, მაშინ მანახა და მითხრა: აი, ეს კაცია მამაშენიო. მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი გავხდი, მამის მოძებნა ჩემი ერთ-ერთი ოცნება გახდა.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3