კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

IFC-მა და კანადის მთავრობამ, ენერგოეფექტიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით, კომპანია „M2 უძრავი ქონება“ 14 მილიონი ამერიკული დოლარით დააფინანსა

კომპანია „M 2 უძრავი ქონება“ საქართველოში უკვე დიდი ნდობითა და პოპულარობით სარგებლობს. იგი 2006 წელს დაარსდა და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე. კომპანიის წარმატებას განაპირობებს კარგად აწყობილი მენეჯმენტი‚ ხარისხზე ორიენტირებულობა და გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი. 

კომპანიამ – „M 2 უძრავი ქონება“ წარმატებით განახორციელა სამშენებლო პროექტი ჩუბინაშვილის ქუჩაზე. ამ დროისთვის მიმდინარეობს მეორე ანალოგიური სამშენებლო პროექტი – „M 2 იპოდრომზე“‚ რომელიც 2014 წელს დასრულდება.

ახალ პროექტს იწყებს „M 2 უძრავი ქონება“, რომელიც საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრმა 14 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა. „M 2უძრავი ქონება“ საქართველოში ენერგოეფექტიან‚ ხელმისაწვდომ და მაღალხარისხიან საცხოვრებელ სახლებს ააშენებს. 

ირაკლი ბურდილაძე  (M 2 უძრავი ქონების“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე): ჩვენი კომპანიის წარმატებას განაპირობებს სანდოობა და კლიენტების რაოდენობა. ჩვენი მიზანია‚ მომხმარებელს შევთავაზოთ ხელმისაწვდომი‚ ხარისხიანი და თანამედროვე საცხოვრებელი ბინები. ეს დაფინანსება კი კომპანიას დაეხმარება თბილისის ცენტრში სამი ახალი პროექტის განხორციელებაში და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებაში. მინდა აღვნიშნო‚ რომ პროექტი ითვალისწინებს ისეთი შენობების დაპროექტებას‚ რომლებიც ხელს შეუწყობს ენერგიის‚ წყლისა და მასალების ეფექტიან გამოყენებას და გარემოზე მავნე ზემოქმედების შესუსტებას. კანადის მთავრობის ქმედითი წვლილი უზრუნველყოფს ფინანსური პაკეტის სიცოცხლისუნარიანობას. კანადის გარემოს დაცვის მინისტრმა‚ ბატონმა პიტერ კენტმა‚ ამ პროექტთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა: „ეს პროექტი არის მაგალითი კანადის მცდელობისა‚ რეაგირება მოახდინოს კლიმატის გლობალურ ცვლილებაზე. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა შექმნის სამომავლო შესაძლებლობებს მსოფლიოს მასშტაბით გარემოს დაცვის გასაუმჯობესებლად“. 

კონფერენციას ესწრებოდა IFC-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში თომას ლუბეკი‚ რომელმაც ისაუბრა IFC-ის კანადის კლიმატის ცვლილების რეაგირების პროგრამაზე და კომპანიის მიღწევებზე საერთაშორისო ბაზარზე.

თომას ლუბეკი: IFC‚ მოგეხსენებათ‚ მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია‚ განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტი‚ რომელიც ექსკლუზიურად კერძო სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენ ვეხმარებით განვითარებად ქვეყნებს‚ მიაღწიონ მდგრად განვითარებას ინვესტიციებით. საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე კაპიტალის მობილიზების და მეწარმეებისა და მთავრობებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გზით, 2012 ფინანსურ წელს ჩვენმა ინვესტიციებმა ყველაზე მაღალ მაჩვენებელს – 20 მილიონ დოლარს მიაღწია. ჩვენმა საქმიანობამ ხელი შეუწყო კერძო სექტორს სამუშაო ადგილების შექმნაში‚ ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და მსოფლიოში განვითარების ყველაზე მწვავე პრობლემის მოგვარებაში. რაც შეეხება ამ კონკრეტულ პროექტს‚ ეს არის IFC-ის პირველი ინვესტიცია საქართველოში ბინათმშენებლობის  განვითარებისთვის‚ რომელიც მიზნად ისახავს ახალი‚ მაღალხარისხიანი სახლების მშენებლობას და, შედეგად – ოჯახების ცხოვრების დონის ამაღლებას. ამ ინვესტიციის მეშვეობით, ჩვენ მხარს ვუჭერთ რესურსების ეფექტიან გამოყენებას‚ ასევე‚ სამუშაო ადგილების შექმნასა და ინვესტორთა ნდობის ამაღლებას. ამისთვის მადლობა როგორც კანადის‚ ასევე, საქართველოს მხარეს. ვიმედოვნებთ‚ რომ აღნიშნული პროექტი წარმატებით განხორციელდება და ქმედით წვლილს შეიტანს სამშენებლო სექტორის განვითარებაში.

скачать dle 11.3