კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იყო სახიფათო მიხეილ ჭიაურელის კინოშემოქმედებაში და ვინ ასოცირდება სტალინთან ფილმში „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“

„გიორგი სააკაძე”, „ოთარაანთ ქვრივი”, „დიადი განთიადი”,   „რაც გინახავს ვეღარ ნახავ,” „ფიცი”, „ბერლინის დაცემა”... დიდი ნაწილი ფილმებისა მიხეილ ჭიაურელმა საქართველოსთვის ყველაზე მძიმე პერიოდებში გადაიღო, როცა „საბჭოთა ქამარი” ადამიანებს სულის შეხუთვამდე უჭერდა და ცხოვრების პირობები ძალიან დაბალი იყო. შესაბამისად, არ იყო ისეთი მატერიალური ბაზა, კინოტექნიკა, რომელიც გადაღებებს გააადვილებდა და ფილმს ბევრად ეფექტურ სახეს მისცემდა. სამაგიეროდ, იყვნენ რეჟისორები, ვისაც ბელადისგან დიდი დაფასება ჰქონდათ და ერთ-ერთი ასეთი გახლდათ სწორედ მიხეილ ჭიაურელი – სტალინის ცნობილი კინომითის შემქმნელი და საყვარელი თამადა.

მიხეილ ჭიაურელი თბილისში 1894 წლის 25 იანვარს დაიბადა. 1912 წლს დაამთავრა თბილისის ფერწერისა და ქანდაკების სკოლა. 1915 წლიდან მუშაობდა თბილისის, ქუთაისის და ბათუმის თეატრებში როგორც მსახიობი, რეჟისორი და მხატვარი. 1921 წელს დააარსა სატირის თეატრი. 1925-1927 წლებში იყო მუშათა თეატრისა და „წითელი თეატრის” რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. დღეს ამ არაჩვეულებრივი ფილმების რეჟისორის ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდს გაგაცნობთ, რომელიც ვფიქრობ, ძალიან დაგაინტერესებთ.

                  ***

ვერიკო ანჯაფარიძე და მიხეილ ჭიაურელი საგარეჯოში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც საფრანგეთიდან დაბრუნებულ გიორგი ჯაბადარს თეატრალური სტუდია ჰქონდა გახსნილი. იქ, მოსკოვიდან ჩამოსული ვერიკოც დადიოდა… ის შეხვედრა მრავლისმომცველი იყო. ალბათ, ასეთ წუთს ჰქვია „სამუდამო ტყვეობა” – 24 წლის მიხეილ ჭიაურელს ვერიკოს სახელის ხსენებაზე გული აუჩქროლდა, მანამდე არ ჰყავდა ნანახი. ამ შეხვედრას თავად ჭიაურელი ასე იხსენებს: „მოდიოდა ქალი დიდი ნაბიჯებით. ეცვა აბრეშუმის გრძელი კაბა. ვერ გაიგებდი, თვალებით ვის უყურებდა, ოდნავ მოზრდილი ცხვირი, უწესრიგოდ, ფაფარივით გადმოყრილი თმა... ყველას მოგვესალმა და მე მომეჩვენა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მე შემომხედა. მე მას პირველად ვხედავდი... და ვხედავდი მხოლოდ მას. ეზოში, მწვანეზე ჩამოვსხედით ყველანი. მოხდა ისე, რომ ვერიკო ჩემთან ახლოს დაჯდა. რა ბედნიერებაა! – ბედნიერებას განვიცდიდი და არ მესმოდა, რას ნიშნავდა ეს... ჯაბადარმა ახალგაზრდა მსახიობს სთხოვა, რამე წაეკითხა. ვერიკომ სასტიკი უარი განაცხადა. სთხოვდნენ ჩვენი მსახიობებიც... „ვთხოვ, იქნებ, დამიჯეროს” – გავიფიქრე და თითქმის ჩურჩულით ვთქვი: მეც გეხვეწებით-მეთქი. მან ერთი შემომხედა და დაუყოვნებლივ დაიწყო... რატომ დაიწყო მაინცდამაინც მაშინ, როცა მე ვთხოვე? არ ვიცი... რა ახლოს იყო მისი ხელი დაბლა... ვერაფერს ვგრძნობდი... მე ტაში არ დავუკარი, დავიხარე და ხელზე ვაკოცე...” იმ დღიდან მათ შორის დიდი გრძნობა გაჩნდა. თუმცა, გარკვეული დროის მერე, ერთმაც შექმნა ოჯახი და მეორემაც, კაციც ძალიან ცნობილი გახდა და ქალიც. ცალ-ცალკე ყოფნის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს იმ „ცეცხლის” ჩაქრობა, შორიდან რომ სწვავდა ორივეს. დიდხანს ვერ ბედავდნენ ოჯახიდან წამოსვლას... ბოლოს, გაწყდა იქ, სადაც მოთმინების ძაფი ყველაზე წვრილი იყო, – „დაე, ილაპარაკონ! რაც უნდათ, ის თქვან, მე შენ მიყვარხარ!” – უთხრა კაცმა ქალს, ხელი მოჰკიდა და ნაზად, ძალიან ნაზად ეამბორა. იმ ადგილიდან, სადაც შეხვდნენ და ერთმანეთს აკოცეს, თბილისის ულამაზესი ხედი იშლებოდა. პაემნის ადგილი ჭიაურელისთვის ყველაზე წმინდა ადგილად იქცა – აქ, ფიქრის გორაზე, მათ ხომ ერთმანეთს სიყვარული შეჰფიცეს. ჰოდა, ამაზე ორგინალური რაღა უნდა მოეფიქრებინა ხელოვანს, თუ არა, სახლის აშენება?! და მართლაც, ცოტა ხანში, ფიქრის გორაზე აშენდა სახლი, სადაც ორმა დიდმა ხელოვანმა ერთად დაიდო ბინა... 

მანამდე კი... მანამდე ორივეს საკმაოდ რთული ბარიერი ჰქონდათ გადასალახი. მოსკოვიდან ჩამოსულ ვერიკოს სახელოვანი შალვა ამირეჯიბი ეტრფოდა – გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწე, ეროვნულ-დემოკრატი, პოეტი და ჟურნალისტი. იგი 11 წლით უფროსი იყო ვერიკოზე. მათი ურთიერთობა გახმაურდა და ჭიაურელიც გვერდზე გადგა, ოჯახი შექმნა, – ეგებ დავივიწყოო ვერიკო, მაგრამ სიყვარული როდის ეგუება მოვალეობის ჩარჩოებს?! ის მალევე ცოლად გაჰყვა გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეს, ეროვნულ-დემოკრატს, პოეტსა და პუბლიცისტს – უკომპრომისობით განთქმულ შალვა ამირეჯიბს… ჯვარი ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლის პირდაპირ მდებარე პატარა ეკლესიაში დაიწერეს, საქორწილო სუფრაც ყიფიანების ეზოში გაიშალა, მაგრამ ჯვრისწერიდან გამოსულ ვერიკოს გული შეუღონდა. მას ხომ უსაზღვროდ უყვარდა მიხეილ ჭიაურელი, რომელსაც უკვე ცოლ-შვილი ჰყავდა. ამბობენ, სიკვდილის წინ მამამ სთხოვა ქალიშვილს, გაჰყოლოდა ცოლად ამირეჯიბს. ვერიკომაც შეასრულა მისი თხოვნა, მაგრამ მათი ურთიერთობა თავიდანვე განწირული იყო – ვერიკოს გული სხვას ეკუთვნოდა. მიუხედავად განშორებისა, შალვა ამირეჯიბს ვერიკო უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უყვარდა. მას ემიგრაციაში წასულსაც აღარ შეურთავს მეორე ცოლი.

გოგი გვახარია: „ომის დამთავრების შემდეგ რეჟისორები დაიბნენ – აღარ იყო მტერი და არ იცოდნენ რაზე გადაეღოთ ფილმები. ვერ ხვდებოდნენ, რა უნდოდა სტალინს, ხშირად ეგონათ, რომ რაღაც მოეწონებოდა, მაგრამ ფილმებს რატომღაც კრძალავდნენ. ჩვენი თანამემამულე მიხეილ ჭიაურელი ბევრად უფრო ნიჭიერი აღმოჩნდა, ვიდრე სხვები, მან დანარჩენებზე უკეთ იგრძნო კონიუქტურა, მიხვდა, რა მოეწონებოდა ბელადს. „ბერლინის დაცემაში“ ნაჩვენებია ბელადი ბერლინში – მაშინ სტალინი ბერლინში არ ჩასულა. ეს სცენა კარგად მიიღეს, არავინ იგრძნო უხერხულობა. არადა, სოცრეალიზმის ეპოქაში თითქოს თითოეულ დეტალს აკვირდებოდნენ. როცა სტალინის გარდაცვალების შემდეგ პიროვნების კულტი დაგმეს, მიხეილ რომმა, ადამიანმა, რომელიც იღებდა ფილმებს სტალინის მონაწილეობით, ასეთი რამ გააკეთა – სტუდიაში ღამით შეიპარა, დარაჯს არაყი მისცა და თავის ყველა ფილმში სტალინის სცენები ამოჭრა. თანაც, ეს ყველაფერი ძალიან ოსტატურად გააკეთა. ამ დროს მიხეილ ჭიაურელს აუკრძალეს კინოს გადაღება და სვერდლოვსკში გადაასახლეს, სადაც გადაიღო მულტფილმი – „როგორ ასაფლავებენ თაგვები კატას“. ჭიაურელი ბოლომდე სტალინის ერთგული დარჩა – მან სტალინის დასაფლავება გადაიღო, სადაც ცეკას ჩინოვნიკები თაგვებად გამოიყვანა, სტალინი კი კატად. უფრო მეტიც, 60-იან  წლებში, როცა უკვე აღარავინ ლაპარაკობდა სტალინიზმზე, ის იღებს ყველასათვის ნაცნობ ფილმს, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, სადაც ჩნდება აკაკი ხორავას პერსონაჟი, რომელიც ქმნის ასოციაციებს სტალინთან… ქართველმა რეჟისორმა პირველად მოიპოვა საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი – 1946 წელს ვენეციის კინოფორუმზე „ვერცხლის ლომი” გადასცეს მიხეილ ჭიაურელს მონუმენტური კინოფრესკისთვის „ფიცი”. ევროპასა და შეერთებულ შტატებში ვენეციის ფესტივალის ჟიურის ამ გადაწყვეტილებას „სკანდალი” უწოდეს, საბჭოთა კავშირში კი ლამის მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას შეადარეს… დღეს, „ფიცის” პრემიერიდან 60 წლის შემდეგ, ჭიაურელის ფილმს ხელახლა აჩვენებენ დასავლეთის ქვეყნების კინომუზეუმებში და ყოფილ საბჭოთა კავშირშიც. მიხეილ გელოვანის მიერ განსახიერებული სტალინის დანახვაზე ვიღაცას ეცინება, ვიღაცას კი წარსულის ნოსტალგია უჩნდება… „დიადი განთიადი” ჭიაურელის პირველი ფილმი იყო, რომელშიც სტალინის პერსონაჟი გამოჩნდა. ბელადი თანამემამულის ნამუშევრით აღფრთოვანდა, კრემლში მიიწვია და დაუმეგობრდა. მერე კი ჭიაურელმა სწორედ ბელადის ლოცვა-კურთხევით გადაიღო ფილმები; „დაუვიწყარი 1919”, „ფიცი”, „ბერლინის დაცემა”. 

„ლოცვა-კურთხევა” შემთხვევით არ ვახსენეთ. რელიგიური მოტივები სტალინისადმი მიძღვნილ ჭიაურელის ყველა ფილმში წარმოჩნდება. „ფიცში”, მაგალითად, არის ერთი საგულისხმო სცენა: ლენინის სიკვდილის შემდეგ სტალინი, მიხეილ გელოვანის შესრულებით, სკამზე ჩამოჯდება. მოულოდნელად, მის სახეს ძლიერი სინათლის სხივი დაეცემა. მერე სტალინი თავის საწერ მაგიდას მიუჯდება, ჩიბუხს გააბოლებს და ლენინის თავების ხატვას იწყებს. ამის შემდეგ ახალი ბელადი წითელ მოედანზე გადის და ფიცს დებს… 

დიდი, ძლიერი, ქვასავით მტკიცე, „სუფთა” და განიერი – ეს ყველაფერი გამოხატავს სტალინური კლასიციზმის ესთეტიკურ არსს, რომელიც მიხეილ ჭიაურელმა, პირველადი პროფესიით მოქანდაკემ, საუკეთესოდ გაიაზრა. სოფიკო ჭიაურელის თქმით, სტალინს მოსწონდა პერსონაჟი – დიდი, ძლიერი, ქვასავით მტკიცე, რომელიც მისგან ჭიაურელმა და გელოვანმა შექმნეს…  

მაგრამ, როდესაც სტალინმა უშუალოდ ნახა თავისი ორეული, მიხეილ გელოვანი, რომელიც არც გარეგნობით ჰგავდა და მეტყველებაც სხვანაირი ჰქონდა, ბელადი უკმაყოფილო დარჩა. „ბერლინის აღების”  შემდეგ გელოვანს სტალინის როლებს აღარ აძლევდნენ. 

სოფიკო ჭიაურელი: „…უთხრა, მომიყვანე ერთიო... მამამ უთხრა გელოვანს, იცი, რომ შენი ნახვა მოინდომაო? გავიდა ერთი კვირა, ის არ რეკავს. მამა ურეკავს გელოვანს და ეუბნება: მიშა, მოემზადე, მივდივართ სტალინთანო... რესტორანში წაიყვანა. ერთი-ორჯერ, სამჯერ ასეთი რაღაც გააკეთა და უცბად ზარია მართლა – ეუბნებიან, რომ სტალინი ელოდება. ურეკავს მამაჩემი, მართლა გირეკავსო... ჩაიცვა სტალინის კიტელი... და ასე მოხვდა სტალინთან. ცხოვრებაშიც არ ჰგავდა სტალინს... შევიდნენ და გამოვიდა თავისი ოთახიდან, მამას ხელი ჩამოართვა. ამას გახედა, არ ჩამოართვა ხელი და შევიდა სასადილო ოთახში. მამამ იმწუთში იგრძნო, რომ არ მოეწონა... „ეს პიროვნება განმასახიერებს მე?” (სტილი დაცულია).

გოგი გვახარია:  „ფიცისგან” განსხვავებით, რომელშიც ჭიაურელი 30-იანი წლების საბჭოთა იდეოლოგების მიერ შექმნილ მითებს დამორჩილდა, „ბერლინის დაცემის” სიუჟეტი თავიდან ბოლომდე ავტორის მიერ იყო გამოგონილი. სურათის ფინალში სტალინი უკვე „დაცემულ” ბერლინში ჩადის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროლეტარიატს ესალმება. ისტორიის ასეთი ინტერპრეტაცია სახიფათო იყო, მაგრამ ბელადს ყოველთვის მოსწონდა, როცა ეკრანზე უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე ცხოვრებაში.” 

სოფიკო ჭიაურელი: „…როცა აჩვენებდა მამა ამას, უკან იჯდა სტალინი და მთელი პოლიტბიურო, მამა უყურებდა სტალინს... რომ გადმოვიდა თვითმფრინავიდან, იმ ეპიზოდში, დაინახა მამამ, რომ ხელი მიიტანა სახესთან და ცრემლი შეიშრო. მამა ბედნიერი იყო, რომ მოეწონა. მერე უთხრა... ბიჭო, მართლა უნდა ჩავსულიყავი ბერლინშიო... ისე, გორელი ბიჭი რომ იტყვის.” 

გოგი გვახარია: „გორელი ბიჭის” მიმართ ერთგულება მიხეილ ჭიაურელმა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. სტალინის სიყვარულის გამო ხრუშჩოვმა ის სვერდლოვსკში გადაასახლა, ბელადის გარდაცვალების შემდეგ ჭიაურელის ფილმები თაროზე შემოდეს. მაგრამ, ქართველი რეჟისორი თავისას არ იშლიდა. 60-იან წლებში თბილისის მულტიპლიკაციური ფილმების სტუდიას ჩაუდგა სათავეში და გადაიღო ანიმაციური ფილმი „როგორ ასაფლავებენ თაგვები კატას”... თაგვები – ჩვეულებრივი ადამიანები, კატა კი – უზარმაზარი კატა – იოსებ სტალინი.”

სოფიკო ჭიაურელი:   „…დედაჩემს არ უყვარდა სტალინი... ბერია, სტალინი…  საერთოდ არავინ უყვარდა... მამამ სტალინს უძღვნა „როგორ ასაფლავებენ თაგვები კატას”. კაბინეტში სტალინის სურათები ჰქონდა... შევარდნაძე რომ დანიშნეს ცეკას მდივნად, ეს იყო 1972 წელი, მივიდა ხალხი... მამაც მივიდა... რიგი იყო მიმლოცველების... ქალმა უთხრა, ბატონო მიშა, დიდხანს ნუ შეჩერდებით, ბევრი ხალხიაო... შევიდა და ორსაათ-ნახევარი არ გამოვიდა...ის აყოლინებდა, ის არ უშვებდა... ძია მიშა, მოჰყევით, რა, სტალინზე, რა!?” 

გოგი გვახარია: „ფიცის” პრემიერიდან 60 წელი გავიდა. არც მანამდე და არც ამის შემდეგ „არაფერი მსგავსი” კინემატოგრაფისტებს არ გადაუღიათ. ამიტომაცაა, რომ „ვერცხლის ლომს”, რომელიც ჭიაურელს ვენეციის კინოფესტივალზე გადასცეს, ჟიურიმ სპეციალური ფორმულირება დაურთო: „კინოს ენის სრულყოფისა და ნოვატორობისთვის”. 

скачать dle 11.3