კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ სჯიან უმცირესი გადაცდომის გამო დასავლეთში ყოფილ და მოქმედ ჩინოვნიკებს და რა უნდა ვისწავლოთ სამხრეთაფრიკული კოჰაბიტაციისგან

სულ ბოლო ცნობებით, ხორვატიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არაერთი სახელმწიფოებრივად აუცილებელი გადაწყვეტილების ავტორი და შემსრულებელი, დააპატიმრეს; გამოძიება დაინტერესდა ჩეხეთის პრეზიდენტის ქმედებით და მას შეწყალების სანაცვლოდ ქრთამის აღებას ედავება; იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ლეგენდარულ მექალთანე ბერლუსკონის, საერთოდაც, მიუსაჯეს; გერმანიის პრეზიდენტს, იმას გარდა, რომ გადადგა, მისი მეუღლის მიერ წლების წინათ კერძო პირისგან ოფიციალურზე ნახევარი პროცენტით დაბალ ფასად აღებული სესხის გამო სდებენ ბრალს; საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი აქტიურად დაიარება დაკითხვებზე. სულ ახლახან კი ლიტვის ეკონომიკის მინისტრი გადადგა, ვინაიდან საქმიან ფორუმზე კერძო საფრენი აპარატით გაემგზავრა. ეს იმ დასავლელი ჩინოვნიკების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც დასავლური კანონების მსახვრალი ხელი მისწვდა. მეორე მხრივ, ამ ფაქტებს დასავლური პოლიტელიტა არათუ არ შეუშფოთებია, ფრიად ბუნებრივად მიიღეს მომხდარი, ოღონდ, პარალელურად, ღრმა შეშფოთებებს არ მალავენ საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების არათუ დაკავების, დაკითხვაზე დაბარების გამოც.  რატომ არ ეპატიება საქართველოს სამართალდამცველებს ის, რაც ეპატიება მათ ევროპელ კოლეგებს? – ამ რიტორიკულ და აქტუალურ კითხვაზე პასუხის მიღებას პოლიტოლოგ სოსო ცინცაძისგან შევეცდებით.

– არის დასავლეთში ინდულგენცია ყოფილი მაღალი პოსტი, რომ არ აგო პასუხი  დაშვებული შეცდომებისა თუ ჩადენილი დანაშაულის გამო?

– კოჰაბიტაციას მძიმე მშობიარობა ჰქონდა და გადაჰყვა მას. ბავშვი დაიღუპა, მაგრამ, საბედნიეროდ, დედა, ანუ ქვეყანა გადარჩა, ამიტომ დავივიწყოთ ეს ცნება და ფენომენი. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას: ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, რასაც ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ეგრეთ წოდებული ორმაგი სტანდარტის სახით. ის, რაც პარიზში ახლახან მოხდა, გამოსვლები ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ, იქ აღიქვეს, როგორც ჩვეულებრივი პროტესტი, ჩვენთან კი ამას უწოდებენ ველურობას, თეოკრატიის დამყარების მცდელობას. იქ ყველას აქვს უფლება, გამოვიდეს, მაგრამ აქ მარტო პედერასტს აქვს ეს უფლებები. ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ევროპისკენ გვაქვს გეზი აღებული, მაგრამ გვავიწყდება მთავარი: რა არის დღეს ევროპა? 80 წლის წინათ გენიალურმა გერმანელმა ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა ოსტაპ შპენგლერმა დაწერა ბრწყინვალე წიგნი: „ევროპის დაისი“. წიგნში, რომელმაც 38 გამოცემას გაუძლო, ბრწყინვალედ  დაამტკიცა შპენგლერმა, რომ ევროპული კულტურა, ცივილიზაცია დაბერდა და კვდება. თავი დავანებოთ სექსუმცირესობებსა და ერთსქესიან ქორწინებებს, ინგლისში 25 წლის წინათ 80 000 მუსლიმანი ცხოვრობდა, დღეს ცხოვრობს 2 მილიონ 600 ათასი. ანუ ევროპული იდენტურობა საერთოდ აღარ არსებობს. ჩვენ ევროპად წარმოგვიდგენია ვიქტორ ჰიუგო, ბალზაკი, მოპასანი, შატობრიანი, მაგრამ დღევანდელ ევროპას არაფერი აქვს საერთო დიდ ევროპასთან. დღეს იქ სხვა კულტურა იკიდებს ფეხს. ევროპულმა ცივილიზაციამ ვერ გაუძლო მდგრად, შეკრულ, თავისებურად ჯანსაღ ისლამს, ამიტომ თავისთავად დგება საკითხი: სასიკეთოა ჩვენთვის ყველაფერი ევროპული?!

თქვენს ჩამონათვალში გამოგრჩათ ჰელმუთ კოლი: კოლს, გერმანიის გამაერთიანებელს, არ აპატიეს, რომ თავისი პარტიისთვის წინასაარჩევოდ ცოტაოდენი ფული აიღო დეკლარირების გარეშე. მაშინვე დაივიწყეს კოლის დამსახურება, რომ მუქთად გააერთიანა გერმანია, არადა, გერმანია მზად იყო, 100 მილიარდი ოქროს მარკა გადაეხადა გაერთიანებაში.

– შევარდნაძეს ამასაც აბრალებენ რუსები, არათუ უარი თქვა ამ თანხაზე და მუქთად დუთმო გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, არამედ, საბჭოეთის კუთვნილი უძრავი ქონებაც დაუტოვაო.

– გამოქვეყნდა ბეიკერის მემუარები, სადაც აღწერილია, როგორც ურეკავდა ბეიკერი პრეზიდენტ ბუშს და ეუბნებოდა, შევარდნაძე და გორბაჩოვი აზრზე არ არიან, რა ხდებაო. იმიტომ რომ გერმანია 10-ჯერ მეტის მიმცემი იყო, მაგრამ ესენი ვერ მიხვდნენ, როგორც იტყვიან, „პროდეშევილის“. როგორ იქნება ქართულად?

– ჟარგონით თუ ვიტყვით, „ჭამეს“.

– დიახ, „ჭამეს“. მიუხედავად იმისა, რომ მუქთად გააერთიანა გერმანია, მაინც არ აპატიებს კოლს ფულის აღება, თუნდაც, პარტიისთვის. საერთოდ, კანონის უზენაესობა ხშირად თვით დასავლეთშიც კი ერთობ პირობით სახეს იღებს.

– თუმცა ფორმა იქ უფრო დაცულია.

– რასაკვირველია, 5 წლის წინათ საფრანგეთში დაკითხვებზე იბარებდნენ გაეროს ორ ფრანგ თანამშრომელს, რომლებიც კოფი ანანის გენერალური მდივნობისას მუშაობდნენ გაეროში, იმიტომ რომ რაღაც იმაიმუნესო. იქ უფრო მეტი პრინციპულობაა, მაგრამ წაყრუების შემთხვევებიც არის. კანონის უზენაესობა ორლესური მახვილია, რადგან სწორედ კანონის უზენაესობის შირმით ხდება ხოლმე ყველაზე დიდი უკანონობები. სამწუხაროდ, ამას გვიჩვენებს მსოფლიო პრაქტიკა.

– მაგალითად?

– მაგალითად, ის, რომ სწორედ კანონის უზენაესობით ხდება პირადი ანგარიშსწორებები. თავის დროზე, კრომველმა მეფეს თავი მოკვეთა პირადი ურთიერთობის შედეგად მოჰკვეთა. უფრო ახლო მაგალითების დასახელება არ მინდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისეთმა დიდმა ადამიანმაც კი, როგორიც ჯორჯ ვაშინგტონი იყო, მეორე მხარის ბევრ წარმომადგენელს პირადი ანგარიშები გაუსწორა, თუმცა ისიც კანონის უზენაესობის პრინციპით მოქმედებდა. ხშირად ხდება ასეთი რაღაცეები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნის ისტორიულ კულტურასა და კონკრეტული ადამიანების პრინციპულობაზე, მენტალობაზე, შემწყნარებლობაზე, დიდსულოვნებაზე. ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ერთ ქვაბში მოხარშვა. რამდენიმე ისეთი ფაქტორია, რომლებიც ერთად ვერ ძოვენ და როდესაც ასეთ კოქტეილს ვაკეთებთ, ხშირად ხდება ხოლმე არასასურველი მოვლენები, ამიტომ არის დრო ყველაფრის მკურნალი. როდესაც ვნებათაღელვა ჯერ არ დამცხრალა და სამართლიანი პირადი წყენა ძალიან ძალიან დიდია, რთული ვითარება იქმნება. როდესაც, თავის დროზე, ვუყურებდი კადრებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე კოჰაბიტაციის პროცესზე, იცით, როგორ მშურდა?! ნელსონ მანდელას ორივე თვალით დაბრმავებულმა თანამებრძოლმა როგორ აპატია სასამართლოს წინაშე ყოფილ პოლიციელს, რომელმაც ის დააბრმავა. როგორ ეუბნებოდა, წავიდა ის დრო, დავივიწყოთ და არც ითხოვდა მის გასამართლებას.

– იქნებ ჩვენც რომ მივალთ სასამართლო პროცესებამდე, ჩვენთანაც აპატიონ დახოცილების ოჯახებმა, დასახიჩრებულებმა, დაზარალებულებმა ამ ბოროტების ავტორებს? იქნებ სამაგალითო დიდსულოვნები გახდნენ?

– ეს საჯაროდ ხდებოდა, მაგრამ ამ პროცესს იქ სათავეში ედგა ნობელის პრემიის ლაურეატი დესმონდ ტუტუ, არქიეპისკოპოსი, ანუ მაინც რელიგიის ფაქტორით მიდიოდა ეს პროცესი. ჩვენთან კი დღეს შემთხვევითი არ არის სამიზნედ ქცეული რელიგია, ეკლესია. ოღონდ ეს არ არის პედერასტების ექსკლუზივი, ჩვენ დაგვავიწყდა, როგორ დარბოდა პერანგშემოხეული გიგა ბოკერია, იეღოველების უფლებების დამცველი; დავივიწყეთ, როგორ დაანგრიეს ეკლესია, არადა, უნდა გავიხსენოთ. არც „თავისუფლების ინსტიტუტი“ წასულა სადმე და არც ლევან რამიშვილი. ეს არის ბრწყინვალედ ორგანიზებული და გულუხვად დაფინანსებული ძალები, რომლებმაც შეიძლება, წაიფორთხილონ, მაგრამ ის ფინანსური ოქროს ძარღვი, რომლის ბოლოც არავინ იცის, სად მიდის, ვერც მიაგნებ, სულ მუშაობს. ამიტომაც ეს ყველაფერი, დაჭერებიც და გეი-აღლუმებიც, ერთი კონტექსტია.

კიდევ ერთი მომენტი: წაუგებელი თამაშია დაწყებული ივანიშვილის წინააღმდეგ. ის აკეთებს განცხადებებს, რომ ევროპა არის ჩვენი არჩევანი, არადა, თუ დემოკრატიული ქვეყანა ვართ, მაშინ უნდა იყოს პედერაზმის თავისუფლება და უმრავლესობა ზურგს შეაქცევს ივანიშვილს; თუ წაუყრუებს ივანიშვილი არასამთავრობოებს, მაშინ ევროპასთან ექმნება პრობლემები. აი, რუსებმა 300 მეტრით გადმოწიეს საზღვარი და ეს არის მცოცავი ანექსიის კლასიკური მაგალითი. ვნახოთ, აბა, ევროპა გადააწევინებს უკან იმ საზღვარს რუსებს? ისე არაფერი გეტკინოთ, ევროპამ ის საზღვარი რუსეთს არ გადააწევინოს. ჩინელები ლამის დასახლდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, ხმას არ იღებს რუსეთი და ეს ჩვენი 300 მეტრი რა ჯანდაბად უნდათ, მაგრამ ეს არის გზავნილი პირადად ივანიშვილისთვის, შენგან უფრო მეტს მოველითო.

– მეტს რაღას ელიან, ნახევარი საქართველო აღიარეს დამოუკიდებელ ქვეყნებად? 

–  მთავარი ისაა, რომ რუსეთი ელის პროდასავლურობის საწინააღმდეგო ქმედებებს, იმიტომ რომ პუტინის გედის სიმღერაა ევრაზიული კავშირი, რაც უკრაინისა და საქართველოს გარეშე გამორიცხულია. რაც უნდა მოხდეს საქართველოში, ყოველდღე რომ გეი-აღლუმები ჩატარდეს, საქართველო მაინც იქნება სამხრეთ კავკასიის ჭიპი.

– არეულია დასავლეთი, მაგრამ ჩვენ ხომ შეგვიძლია, ორიენტირად ავიღოთ ნამდვილად ევროპული ღირებულებები და ჩვენი გზა დემოკრატიისკენ გადიოდეს არა ექსკლუზიურად ადამიანის სხეულის ერთი ნაწილის უფლებაზე, არამედ, ზოგადად, ადამიანის უფლებებზე?

– ნინო, მითხარით, იაპონია როგორი ქვეყანაა: ტოტალიტარული თუ დემოკრატიული?

– დემოკრატიული.

– იქ რატომ არ არიან გეები?! როგორ მოახერხა იაპონიამ თავისი ეროვნული იდენტურობის შენარჩუნება?! მახსოვს, ერთი ფრანგი მიყვებოდა, იაპონელებს ვერ გაუგებ, ჩემს სახლში ცხოვრობს მილიონერი ბიზნესმენი, დღე სამსახურში დადის ევროპული მანქანით, უკეთია ევროპული საათი, აცვია ევროპული კოსტიუმი, საღამოს კი სახლში იცვამს კიმონოს, ფეხმორთხმული ზის, იკიბანა აქვს ეზოში და ჩაის სვამსო. იაპონელი ტელევიზიისთვის კი არ იცვამს კიმონოს და ჩაი სმა საჩვენებელი რიტუალი კი არ არის, როგორც ეს ჩვენში ხდება, ნებისმიერი გოთვერანი ანგელოზი რომ ხდება, თუ საღამოს მასთან ტელევიზია მივა, არამედ ეს იაპონელის ბუნებრივი მდგომარეობაა. სამხრეთ კორეა არ არის დემოკრატიული?! ინდოეთში არ არის დემოკრატია?! ინდოეთმა დაამტკიცა ის, რაც მსოფლიოში არავის დაუმტკიცებია, რომ ღარიბი ქვეყანა შეიძლება, იყოს დემოკრატიული. ასე რომ, დემოკრატიას ნუ ავურევთ რაღაც-რაღაცეებში.

– გამოქვეყნდა პრეზიდენტის ფარული ხარჯები, როგორ იხდიდა ბიუჯეტის ფულით შვილის სწავლის ფულს, როგორ ასვენებდა თანაგუნდელებს, მაგრამ ვითომც არაფერი. არადა, დასავლეთში, რომც არ დადასტურებულიყო, ასეთი სკანდალის შემდეგ ნებისმიერი თანამდებობის პირი გადადგებოდა. საპასუხოდ, ბაიდენმა მიხეილ სააკაშვილს ქართველი ჯორჯ ვაშინგტონი უწოდა. ეჭვს იწვევს ჩვენი გონებრივი მონაცემები თუ რა ხდება?

– ჩემი შვილი სწავლობდა ამერიკის უნივერსიტეტში და მითხრა, ამერიკელი ლექტორები იმ ცოდნაში, რაშიც ჩასულებს მაღალ ქულებს უწერდნენ, ამერიკელ სტუდენტებს ნულიანებს უწერდნენო.

– როგორც ამბობენ, ევროპაშიც ასეთი ტენდენციაა.

– დიახ და რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ესეც დიდი პოლიტიკის ნაწილია: თავისიანისადმი მომთხოვნები არიან, დანარჩენებისადმი –  ნაკლებად, იმიტომ რომ ფიქრობენ, ესენი მაინც წავლენ და ჩვენ არ გამოგვადგებიანო. ამიტომაც ჩვენთან უკვე მოვიდა უვიცი თაობა: სტუდენტებს ერთი წიგნიც კი არ აქვთ წაკითხული არასასკოლო. კლასიკას ვინ ჩივის, დეტექტივი მაინც. ესეც არ არის შემთხვევითი.

– კვდება თუ იხრწნება, ეს დასავლეთი არ პატიობს თავის ყოფილ მაღალჩინოსნებს შეცდომებს და, მით უმეტეს, დანაშაულებს. გარდა ამისა, იქ მოქმედებს გადადგომის პრაქტიკა. ჩვენთან კი ვერ ააყენებ სკამიდან ვერავის, თუ ერთხელ დაჯდა.

– რასაკვირველია. მაგალითად, საფრანგეთში სკანდალი მოხდა: ერთ-ერთ ცნობილ ფრანგ მოღვაწეს რამდენიმე წლის წინათ საყვარელმა აჩუქა ძვირად ღირებული ფეხსაცმელი, იმ ქალს კი ის ფეხსაცმელი ნაყიდი ჰქონდა არაშრომითი შემოსავლით და სასამართლოში ატარეს, რატომ არ დაინტერესდი, იმ ქალმა საიდან იყიდა ეს ფეხსაცმელიო. ის ქალიც სახელმწიფო მოღვაწე იყო და ქრთამით შეუძინა უძვირფასესი ფეხსაცმელი თავის საყვარელს. მთელი პარიზის პრესა და ტელევიზია ამ ამბავზე წერდა და თავი ამართლებინეს სასამართლოში. არაფრად ჩაუთვალეს წინა დამსახურებები. რატომ არის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო მოხელეს არ აქვს უფლება, მიიღოს გარკვეულ ფასზე ძვირი საჩუქარი?! პრეზიდენტ რეიგანის მეუღლის მრჩეველი გადადგა იმის გამო, რომ დაუმტკიცდა, იაპონელებისგან მიიღო საათი, რომელიც არც გაუკეთებია, მაგრამ რომლის ფასიც დაწესებულს რამდენიმე დოლარით აღემატებოდა. ისინი თავიანთთვის ამ წესებს მკაცრად იცავენ, მაგრამ იცით, რა არის ევროპელებისა და ამერიკელების კოზირი ჩვენთან მიმართებაში? ჩვენ ისეთი სასამართლო გვაქვს, როგორსაც თქვენ სიზმარშიც ვერ ნახავთო.

– სიზმრად ნახვა რად უნდა, როდესაც ცხადში ხედავ, რომ ბიუჯეტის ფული არამიზნობრივადაა დახარჯული?

– არ არსებობს ცნება აშკარად: სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ნებისმიერი არის მხოლოდ ეჭვმიტანილი. ასე, შეიძლება, ისიც ვთქვათ, რომ თამაზაშვილი, კახეთის პოლიციის შევარდნაძისდროინდელი უფროსი, ანგელოზი იქნებოდა?!

– მაგრამ ის ხომ იარაღის უკანონო შენახვისთვის იჯდა და არა სხვა რამეზე?

– ამიტომაც ამბობენ დღეს, რომ ის, რისთვისაც დაიჭირე, უსამართლობა იყოო. ევროპასა და ამერიკაში არ დაიჭერდნენ ადამიანს ისეთი ბრალდებით, როგორიც თამაზაშვილს ჰქონდა. ინგლისი 300 წელს ქმნიდა სასამართლო სისტემას, ამერიკასაც ხანგრძლივი დრო დასჭირდა. ამიტომაც აქვთ მათ ეჭვი ჩვენ მიმართ: ყველამ ვიცით, რა სასამართლოც გქონდათ ერთი წლის წინ და უცებ შეიცვალა ყველაფერიო?

скачать dle 11.3