კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხელმოჭერილები

და ხახამშრალები

თუმცა მაყურებელმა ფრიად ისიამოვნა „მილანისა“ და „კალაძის მეგობრების“ გუნდთა მეგობრული დაპირისპირებით, თუ ბოროტ ენებს ვერწმუნებით, ჩვენებური კანონმდებლების ნაწილი (უმრავლესობის ფრონტიდან) ენერგეტიკის მინისტრზე განაწყენებულა.

განაწყენებას კი მეტად პროზაული მიზეზი ჰქონია: კერძოდ, რაკი კახა კალაძის ფეხბურთიდან გაცილების მატჩის მოსაწვევები მხოლოდ ბიუროს წევრ დეპუტატებს მიუღიათ, დანარჩენები, ბუნებრივია, ხახამშრალები დარჩენილან.

შესაბამისად, თითქოს პირად საუბრებშიც დაუჩივლიათ (100 ბილეთი რა გახდაო), ანუ, სულ არ გვცემს პატივს ენერგეტიკის მინისტრიო.

თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ მატჩი საქველმოქმედო იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში და, ზედაც, დავამატებთ, რომ ხალხის რჩეულებს მსუყე ხელფასი აქვთ, წესით, არც ბილეთების შეძენა უნდა გასჭირვებოდათ საკუთარი ხარჯით და, უფრო მეტიც, ბილეთების შეძენაზე თავადვე უნდა ყოფილიყვნენ გამეცადინებულნი, რომ თავიანთი წვლილი შეეტანათ ქველმოქმედებაში. მაგრამ, რეალობა მოწმობს სამწუხარო ტენდენციას, რომ, რაც უფრო გამძღარია (ჩინოვნიკ-პოლიტიკოსი), მით მეტად  ხელმოჭერილია. 

скачать dle 11.3