კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქანცგაწყვეტილი

ანუ, დისლოკაციის ადგილი უცნობია

რაკი გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე არ გამოჩენილა და სიტყვა წამლადაც არ შეუწევია, ოკუპანტი რომ 300 მეტრით მოგვიახლოვდა, სავსებით ბუნებრივია, რომ ჩემი კოლეგები მისი ადგილსამყოფლით დაინტერესდნენ.

მართალია, თავდაცვის მინისტრის ამჟამინდელი დისლოკაციის ადგილი უცნობია, მაგრამ, სამაგიეროდ, ის მაინც შევიტყვეთ, რომ ბ-ნი ალასანია შვებულებაში გასულა (ამჯერად მეუღლესთან ერთად), დასასვენებელ ადგილად კი განა მშობლიური სანახები, უცხო ადგილი შეურჩევია. 

სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით, ბ-ნი ალასანიას შვებულება ბიუჯეტმა დააფინანსა თუ საკუთარმა ჯიბემ, რადგან, ჯერაც მოქმედი „შრომის კოდექსით“, დაქირავებულს მხოლოდ 9 თვის შემდეგ აქვს ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნის უფლება, თუმცა, საკუთარი სურვილით (თუ ზემდგომი, ამ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი დართავდა ნებას), საკუთარი ხარჯით შეეძლო შვებულებაში წასვლა.

სავარაუდოდ, კანონის მოთხოვნები ფორმალურად მაინც დაცული იქნება, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ  თავდაცვის მინისტრი, ცალი ხელის თითებზე რომ დაეტევა, იმდენი თვეა, პოსტზეა, იბადება რიტორიკული კითხვა: ასე დაუნდობლად რამ გაუწყვიტა ქანცი?! 

скачать dle 11.3