კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თვალწარმტაცი

ანუ, ღაწვებიც არ შემეფაკლება

მართალია, ჯერჯერობით ჩვენს პრეზიდენტსა და მის თანაგუნდელებს ღაწვებიც არ შეფაკვლიათ იმ დოკუმენტაციის გამოქვეყნების შემდეგ, რომელთა მიხედვითაც, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ჩვენი ბობოლ-ბობოლების არაერთი კერძო ხარჯი დაფინანსებულა, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენ დამატებით შევიტყვეთ (უმრავლესობის წევრის მიერ გავრცელებული დოკუმენტებით), რომ ამ ჩვენს პრეზიდენტს ნიუ-იორკის ერთ-ერთ კლინიკაში ბოტოქსის ორ პროცედურაში 5 600 და 5 800 დოლარი გადაუხდია (2009 და 2011 წლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ 2013-შიც მოუწევს). აღარ შევჩერდები შიშველი სხეულით მოხატულ 6 000-ფუნტიან ნახატზე (აღარ-მეთქი, რადგან, ხელოვნება და ხელოვანები ჩვენი პირველი პირის ისეთი სუსტი წერტილებია, რა გულმა უნდა დამაძრახინოს)  და არც აშშ-ელი ლამაზმანის  სასტუმროში ცხოვრებასა და მისთვის მიძღვნილ ბოტასებში გადახდილ 7 000-მდე ლარზე.

მოარული ხმები ისედაც ამტკიცებდნენ, რომ ჩვენი პრეზიდენტი ესთეტიკური მედიცინის მიღწევებს ფრიად ახლოს იცნობდა, შესაბამისად, დიდი ვერაფერი სიახლე შევიტყვეთ იმას გარდა, რომ საკუთარ გარეგნობაზე ბიუჯეტის ხარჯით ზრუნავდა.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ თავისი გადაჭიმული სახით, სწორედაც რომ, საქართველოს ჯიბედაცარიელებული მოქალაქეების თვალებს ახარებდა, შესაძლოა, ბიუჯეტის ხარჯით ესთეტიკური პროცედურების ჩატარება გამართლებულიც იყოს (ბოლოს და ბოლოს, თვალი ჭამს და თვალი სვამს).

ოღონდ, თუ ბოტოქსის პროცედურის ფასს გავიხსენებთ (თითო პროცედურა – 6 000 აშშ დოლარად), რაც, ცოტა არ იყოს, მეძვირება და, ზედაც, ჩვენი პრეზიდენტის გადატკეცილ სახის კანსაც დავამატებთ, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ მხოლოდ ბოტოქსს არ უნდა დასჯერებულიყო და, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რა თქმა უნდა, ჩვენი თვალების ბედნიერებისთვის, ზედ პლაზმოლიფტინგიც მიეყოლებინა! 

скачать dle 11.3