რამაზო რომას ექსკლუზიური ქსოვილებით შექმნილი “პეპელა„ – ქართველი ქალებისთვის
19 მაისს კრწანისის რეზიდენციის საცურაო აუზი დიზაინერ რამაზო რომას საზაფხულო ჩვენებით ოფიციალურად გაიხსნა. როგორც დიზაინერმა აღნიშნა, ფერადი, მხიარული, ხალისიანი, ჰაეროვანი კოლექციის ინსპირაციის წყარო პეპელა გახდა, რომელიც მან რეალობაში, საკუთარ კოლექციაში გადმოიტანა. რაც მთავარია, სპეციალურად ამ კოლექციისთვის მან თავად შექმნა ქსოვილები, რომელმაც დამსწრე საზოგადოებასა და თავად მოდელებში ზაფხულის, სითბოს, ფერადი ემოცების ასოციაცია გამოიწვია. ამ ჩვენებისთვის სპეციალურად ჩამოვიდნენ თურქეთში მოღვაწე სუპერმოდელი ნინა კოტენიკოვა და „მის გლობუსი” – ოქსანა კლაჩკოვა. კოლექცია, ასევე, წარადგინეს „ლუქ მოდელსის” მოდელებმა, ხოლო ჩვენება დახურა კრისტი ყიფშიძემ. ჩვენების პარალელურად, წარმოდგენილი იყო ჯიჯი რეჯინის ფოტოპროექტი და შოთიკო ბოჭორიშვილის ვიდეოარტი.