კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიურპრიზს უმზადებს მელომანებს საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ოაზისი„

ქართველ მელომანებს ცოტა ხანში კიდევ ერთი სიურპრიზი ელით. 22-23 ივნისს, მცხეთაში, „თეატრონის” მიმდებარე ტერიტორიაზე, საერთაშორისო მუსიკალური  ფესტივალი „ოაზისი” გაიმართება, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდება. ფესტივალი ქართული და ლატვიური კომპანიების – „ემ ეს ივენთისა” და „ლაივ კონცერტის” ორგანიზებით იმართება. ლატვიური კომპანია „ლაივ კონცერტის” გენერალური დირექტორი კირილ ხიმიჩევი რუსი მომღერლის, ზემფირას ტურმენეჯერია. კირილი საქართველოში გასულ წელსაც იყო ჩამოსული და სწორედ მაშინ გაჩნდა მცხეთაში ფესტივალის ჩატარების იდეა. საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობას იღებენ ისეთი ცნობილი მომღერლები და ჯგუფები, როგორებიც არიან: Jahcoozi, Juveniles, WhoMadeWho, Mumy Troll. ბილეთების გაყიდვა 15 მაისს დაიწყო. 

скачать dle 11.3