“ფორსაჟი 6-ის„ პრემიერა კინოთეატრ “ამირანში„
23 მაისს საქართველოს კინოთეატრებში „ფორსაჟი 6-ის“ პრემიერა გაიმართა, რომელიც ამ ჟანრის ნამდვილი კლასიკაა და მთელი მსოფლიოს ქუჩისა და პროფესიონალი მრბოლელების საყვარელი ფილმია. მიუხედავად იმისა, რომ წინა სერიებშიც და ფილმის მეექვსე ნაწილშიც, ეგრეთ წოდებული საaმანქანო ტრიუკები რეალობის ზღვარს სცდება და ფანტასტიკის სფეროდან უფროა, ყველა დამწყები თუ მოქმედი მრბოლელისთვის მისაბაძი ილეთებია და, თუ ზუსტად იმავეს გამეორებას არა, დაახლოებით მსგავსის გაკეთებას ცდილობენ. ფილმის პრემიერის წარმდგენი „თეგეტა მოტორსი” და „მოტული” იყვნენ. კინოთეატრის შესასვლელი „ფორსაჟის” შესაფერისი ატრიბუტიკით იყო გაფორმებული, იქვე იყვნენ გამომწვევად ჩაცმული გოგონები, რომელთა გარეშეც არც ქუჩის და არც პროფესიული ავტოსპორტი არავის წარმოუდგენია.