კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

გამვლელმა შეამჩნია‚ რომ ერთ საფლავთან მდგარი მამაკაცი მწარედ ტირის... ახლოს მივიდა და თანაგრძნობით ჰკითხა:

– თქვენი ახლო ნათესავი იყო?

– არა‚ ჩემი ცოლის ყოფილი ქმარი...

***

– გავიგე‚ ბიზნესისთვის მოგიკიდია ხელი. ამართლებს?

– კი. მცირე ფინანსებით ვამუშავებ‚ მოგება მეტი მრჩება‚ თანაც – სიახლეა...

– მაინც რა ბიზნესია?

– „შიშის ოთახი“ გავხსენი – შედიხარ‚ სიბნელეა და ყველგან ფორჩხები ყრია.

***

ექიმი‚ რომელიც გარწმუნებთ‚ რომ თქვენ სრულიად ჯანმრთელი ხართ‚ მხოლოდ სამხედრო გაწვევის კომისიაშია...

***

ქალი და კაცი ერთმანეთს გაეცნენ: 

– თქვენ პროფესიით ვინ ხართ?

– პედაგოგი. თქვენ?

– ექიმი.

– გინეკოლოგი?

– არა‚ მაგრამ, შემიძლია, გაგსინჯოთ..

***

მე-4 კორპუსში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა მერი დეიდას ამსტერდამის ტურის საგზური შეუძინეს: დაე‚ ნახოს‚ როგორები არიან ნამდვილი ნარკომანები და მეძავები...

***

ორი დაქალი მესამეს პაემნისთვის ამზადებს:

– მიდი, 50 გრამი გადაჰკარი – გამბედაობისთვის.

– ჯობია‚ 100 გადაჰკრას‚ სიმსუბუქისთვის.

***

– ექიმო‚ ოპერაციის გაკეთება მინდა... მეტი შვილი რომ არ მეყოლოს.

– იცით‚ ქალბატონო, ასეთი საკითხის მარტო გადაწყვეტა არ შეიძლება. დღეს აღარ გინდათ შვილი‚ ხვალ, შეიძლება, სურვილი გაგიჩნდეთ და ცუდ დღეში ჩავარდებით... ეს ოჯახში უნდა განიხილოთ და გადაწყვიტოთ.

– უკვე განვიხილეთ: წინააღმდეგი – 2‚ მომხრე – 17...

***

– ეეჰ‚ შვილო‚ ძალიან კარგად მახსოვს ჩემი სკოლის წლები: როგორ წამიყვანა დედამ პირველ კლასში და როგორ წამომიღო მამამ გამოსაშვები ბანკეტიდან...

***

გინეკოლოგის მისაღებში მამაკაცი შევიდა‚ ბოლო ვინ არისო, იკითხა და მოსაცდელში დაჯდა.

– იცით‚ – მოკრძალებით მიმართა ერთმა ქალბატონმა‚ – ეს ქალების ექიმია.

– ვიცი... სპირალს ქალებს ხომ ეგ უდგამს?

– დიახ.

– ესე იგი‚ მოხსნითაც ეგ მოხსნის...

***

მთაში ლხინია: ჭედილები დაკლეს‚ ზოგი ხორცი მოხარშეს‚ ზოგით ხინკალი მოახვიეს‚ არაყს სვამენ... მივიდა ახალგაზრდა ვაჟი აპარეკასთან:

– პაპი‚ არასდროს მოგდომებია ქეთო ბაბოსთან განქორწინება‚ გაყრა?

– განქორწინება – არა‚ ხანჯლის გაყრა – კი.

***

– მაყვალ‚ დაჯე ურემზე, ვენახამდე მიგიყვან.

– მაგდენი დრო არა მაქვს‚ მიტო‚ მეჩქარება...

***

გაძარცვეს ბანკი. წაღებულია 2 მილიონი. ბანკის მმართველი რეპორტიორს ეუბნება:

– დაწერეთ‚ რომ 3 მილიონია გატაცებული. დახოცონ იმ ნაძირლებმა ერთმანეთი...

***

ლექციაზე:

პროფესორი: სტატისტიკის მიხედვით, ქალების 70 პროცენტს აქვს პარტნიორის შეცვლის სურვილი‚ 38-პროცენტს ერთხელ მაინც უღალატია ქმრისთვის‚ 20 პროცენტი კი – რეგულარულად ღალატობს ქმრებს.

სტუდენტი: სტატისტიკა მათ მისამართებს თუ გვატყობინებს?

***

ქორწინების პირველი ღამე... ქმარი ამზადებს ცოლს:

– საყვარელო‚ ახლა ცოტა გეტკინება‚ მერე კი ძალიან სასიამოვნო იქნება....

რამდენიმე ხნის შემდეგ ცოლი ინტერესდება:

– როდის მეტკინება?

– ხუთ წუთში... ცოტა დამაცადე და მაგარ მუშტს მიიღებ ყბაში...

***

პოლიციის განყოფილებაში ქალი მივიდა.

– ქმარი დამეკარგა‚ უკვე მეოთხე დღეა, შინ არ მოსულა...

– ჩავიწერთ მონაცემებს და მოვძებნით‚ ვიპოვით...

– თუ შეიძლება‚ როცა იპოვით‚ პირველ რიგში უთხარით‚ რომ დედაჩემი უკვე წავიდა.

***

დილით ექთანი პალატაში შედის. ერთ-ერთი პაციენტი მორიდებით ეუბნება:

– თქვენ დღეს საწოლის მეორე მხრიდან ამდგარხართ...

– საიდან მოიტანეთ?

– ქირურგის „ტაპოჩკები“ გაცვიათ.

***

გამოცდაზე:

– როდის დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი?

– არ ვიცი.

– რა მოხდა 1921 წლის 25 თებერვალს?

– არ ვიცი.

– რა ხდებოდა თბილისში 1989-1992 წლებში?

– არ ვიცი.

– რას იტყვით აფხაზეთსა და შიდა ქართლზე?

– არ ვიცი.

– რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოში?

– არ ვიცი.

– საიდან ხართ?

– ზემო რაჭიდან...

– ახლავე წამიყვანე თქვენთან...

***

– შვილო‚ შენ უკვე დიდი გოგო ხარ და, მინდა‚ რომ სექსზე ვილაპარაკოთ.

– კარგი‚ დე... აბა‚ რა გინდა, რომ გაიგო?..

***

– დაზარალებულო‚ იცნობთ ადამიანს‚ რომელმაც თქვენი მანქანა გაიტაცა?

– ბატონო მოსამართლევ‚ ადვოკატის გამოსვლის შემდეგ უკვე ეჭვი მეპარება‚ საერთოდ მყავდა თუ არა მანქანა...

***

როდესაც 18 წლის გოგონას სთავაზობენ ვაჟის გაცნობას‚ ის კითხულობს: – ლამაზია?

21 წლისა – კარგია?

28 წლისა – ფულიანია?

33 წლისა – სად არის?

***

თუ თქვენ გეშინიათ გასუქების‚ ჭამამდე დალიეთ 50 გრამი კონიაკი – კონიაკი დაგიკარგავთ შიშის გრძნობას.

скачать dle 11.3