კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

უაილდი: ზნეობა პოეზიაა, ჩვენ მას ვიყენებთ იმ ადამიანთა წინააღმდეგ, რომელნიც ჩვენთვის არასასიამოვნონი არიან.

ვედეკინდი: ზნეობა მე წარმომიდგენია, როგორც რეალური ნაყოფი ორი მოჩვენებითი სიდიდისა. ეს მოჩვენებითი სიდიდეებია მოვალეობა და სურვილი.

ფიშერი: ზნეობრივი ყოველთვის თავისთავად გასაგებია.

დემოკრიტე: თუ ზომას გადახვალ, ყველაზე დიდი სიამოვნება ყველაზე დიდ უსიამოვნებად გადაგექცევა.

ლინკოლნი: მსოფლიოს დღემდე ვერ უპოვნია კარგი დეფინიცია სიტყვისა „თავისუფლება“.

ლობერგერი: თავისუფალი ის არის, ვისაც ის სურს, რაც ევალება.

სენეკა: რასაც არ კრძალავს კანონი, კრძალავს წესიერება.

ვან დაიკი: კულტურა არის ჩვეულება, რომ კმაყოფილებას გგვრიდეს ყველაზე უკეთესი რამ და თან იცოდე, თუ რატომ.

ჰიუგო: ვინც ძერას დაშავებული ფრთა მოურჩინა, ის პასუხს აგებს მისი კლანჭების მოქმედებაზე.

კუდცუსი: დაბერება იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავის ატანას ეჩვევი.

***

შიში არის ხარკი, რომელსაც მოძრაობის უნარისთვის ვიხდით. მცენარეებსა და ქვებს არავითარი შიში არა აქვთ.

ჰიუჩესონი: სიბრძნე ნიშნავს მისწრაფებას უკეთესი მიზნისკენ უკეთესი საშუალებებით.

ანიტა: გულკეთილობა სისუსტეა, სიკეთე კი – ძალა.

ზოიმე: ვისაც სიკვდილის ეშინია, მან სიცოცხლე დაკარგა.

ფულერი: ლამაზ სახეს კეთილი სახელი სჯობია.

შექსპირი: სისულელე ბრძენებს უფრო ჰრგებს, ვიდრე სიბრძნე სულელებს.

ბუასტი: სულელთან ჭკვიანურად ლაპარაკი იგივეა, რაც ბრმისთვის – სანთელი.

ეზოპე: ღარიბ კაცს მუდამ ცუდი დღე ელის, თუ გვერდით მისი ბატონი სახლობს.

კირკეგარდი: სიძულვილი სიყვარულია, რომელიც დამარცხდა.

ლაროშფუკო: სიძუნწე უფრო შორს არის მომჭირნეობისგან, ვიდრე თვით მფლანგველობა.

ბირსი: სიძუნწეა, უღირსად ცდილობდე, ის შეინარჩუნო, რაც მრავალ დამსახურებულ ადამიანს სურს იქონიოს.

ბრიტენი: სწავლა ჰგავს ნიჩბის მოსმას დინების საწინააღმდეგოდ. როგორც კი გაჩერდები, დინება უკან წაგიღებს.

შილერი: უბრალოება მოწიფულობის შედეგია.

ტოლსტოი: თავის გათავისუფლება შრომისგან არის დანაშაული.

ესქილე: სახარბიელო როდია მისი ბედი, ვისიც არავის შურს.

ჩაპეკი: ყველაზე დიდი უბედურება ცივილიზაციისა ის არის, რომ მისი ნაყოფია სწავლული ბრიყვი.

ნიცშე: ცილისწამებანი სხვათა დაავადებებია, რომელიც ტანზე ამოგაყრის.

როსტანი: შეიძლება წარმოიდგინო მხოლოდ ქალებისგან შემდგარი კაცობრიობა, მხოლოდ კაცებისგან შემდგარს კი ვერ წარმოიდგენ.

скачать dle 11.3