კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეიქმნა მის-თიკას სექსუალური იმიჯი და ვის უმზადებს ის გრანდიოზულ სიურპრიზს

მომღერალი მის-თიკა არის შემსრულებელი, რომელიც უზღვავი ენერგიითა და მდიდარი და მრავალფეროვანი რეპერტუარით გამოირჩევა. მის ირგვლივ ყოველთვის რაღაც ხდება და, შესაბამისად, ინტერესიც დიდია. ჩვენი რესპონდენტი მაისის ბოლოს საქართველოდან ხანგრძლივ ტურნეში მიემგზავრება. რით არის ამჯერად დაკავებული და რა სიახლეებია მის ცხოვრებაში, მის-თიკა სიამოვნებით გიამბობთ.

– მიეკუთვნები ადამიანთა იმ კატეგორიას, რომლებიც არასდროს ჩერდებიან და საკუთარი საქმის კეთება სიამოვნებას ანიჭებთ. შენი რეპერტუარი ყოველთვის სიახლით გამოირჩევა, რითაც უარყოფ აზრს, რომ საქართველოში შოუ-ბიზნესი არ არსებობს.

– თითქმის სულ ვმუშაობ, არასდროს ვჩერდები; მით უმეტეს – ახლა, რაც ჩემი სტუდია გავაკეთე, იქ ვაღამებ და ვათენებ. უკვე არაფერი აღარ მიშლის ხელს იმაში, რომ ახალ-ახალ პროექტებზე შეუფერხებლად ვიმუშაო. სტუდია სახლში მაქვს, ამიტომ, როგორც კი რაღაც მომაგონდება ან იდეა გამიჩნდება, მაშინვე მუშაობას ვიწყებ. ამიტომაც, შედეგი ხარისხიანი და კარგი გამოდის.

– შენი კლიპები არ ჰგავს ქართულს, რაშიც ყველა დამეთანხმება, ვისაც ისინი ერთხელ მაინც უნახავს.

– ჩემი კლიპები მართლაც არაქართული კადრებით არის სავსე. ვფიქრობ, კლიპი უფრო ევროპულს უნდა დაამსგავსო და შედეგად გაცილებით თანამედროვე იყოს, ვიდრე ქართულია. ამ ეტაპზე ახალ კლიპზე დავამთავრე მუშაობა, რომელსაც მაყურებელი მალე იხილავს. პარალელურად კიდევ ერთ კლიპზე ვმუშაობ, რომელიც, ჩემი აზრით, ჩემს შემოქმედებაში ერთ-ერთი საუკეთესო უნდა გამოვიდეს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ კლიპი გაჯერებული იქნება გლამურული კადრებით, რაც ძალიან ლამაზი სანახავია. ამ ეტაპზე სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია. მოგვიანებით მაყურებელი თავად იხილავს შედეგს – მათ ძალიან გრანდიოზული სიურპრიზი ელით ჩემგან.

– რეპერტუარში არ გაქვს ქართული სიმღერები. რატომ?

–  იმიტომ, რომ უფრო უცხოურ ქალაქებზე ვმუშაობ. მალე თურქეთის ტურნე დამეწყება, აგვისტოში კი საბერძნეთში გადავინაცვლებთ. ახალ ალბომზეც დავამთავრე მუშაობა, რომელიც ჩანთაში ჩავიდე და მზად ვარ გასამგზავრებლად. ბოლო პერიოდი თითქმის სულ ამ ალბომზე ვმუშაობდი, მინდოდა ძალიან კარგი და თანამედროვე ჟღერადობის გამოსულიყო. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩამორჩე იმ ტემპს, რაც უცხოეთშია. სხვათა შორის, თურქეთში ძალიან წარმატებული გასვლა მქონდა. თავიდან ცოტა ისე გვიყურებდნენ, რადგან, არ იცოდნენ ჩემი შესაძლებლობები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, კმაყოფილები დარჩნენ ისინიც და ჩვენც.

– მათი ეჭვი, ალბათ, ლოგიკურიც იყო, რადგან, ბევრი ქართველი არ მღერის კლუბური სტილის სიმღერებს. 

– ბოლო ალბომი მთლიანად კლუბური გავაკეთე, რომელშიც დაფსტეპიც ჩავრთე.  ძველი ჰიტები ჩემი ინტერპრეტაციით გადავაკეთე და აბსოლუტურად სხვა სახე მიიღო. ვფიქრობ, ის ყველანაირად ერგება იმ სტილს, რასაც იქ ხალხი უსმენს და საკმაოდ მომგებიანია. ამ ყველაფერთან ერთად, ჩემს თითოეულ სიმღერას ცეკვის ანტურაჟი გავუკეთე. ძალიან ლამაზი გამოდის და ვნანობ, რატომ აქამდე არ ვაკეთებდი ამას. კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ მყავს საკუთარი დიჯეი, რომელიც კიდევ უფრო საინტერესოსა და მაგარს გახდის ჩემს გამოსვლებს. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ შოუ გამოვიდეს ძალიან მაგარი. 

– საქართველოში ბევრი მუსიკალური პროექტია, შენ კი არსად გამოჩენილხარ. ბევრი, შენ ადგილას, ამ პროექტებს თავის კიდევ უფრო მყარად დასამკვიდრებლად გამოიყენებდა და მონაწილეობას მიიღებდა. უარს შეგნებულად ამბობ თუ, მიგაჩნია, რომ მუსიკალური პროექტები შენი სტილი არ არის?

– ამასთან დაკავშირებით, გეტყვი, რომ ორი სატელევიზიო მუსიკალური პროგრამიდან დამიკავშირდნენ, ესენია: „მაგთი ფანი” და საქართველოს ვარსკვლავი” და შემომთავაზეს, თუ მივიდოდი, ყველანაირი ქასთინგის გარეშე, როგორც ჟიურის ფავორიტი, პროექტში ჩავჯდებოდი. მიუხედავად ყველაფრისა, გარკვეული მიზეზების გამო, უარი ვთქვი – თითქოს, საკუთარმა ინტუიციამ არ გამიშვა. სამაგიეროდ, ძალიან ვიხალისე ერთი პროექტით. დამიკავშირდნენ „კომედი არხიდან“, სადაც ძალიან ნიჭიერი ხალხი მუშაობს და ისინი მე ძალიან მიყვარს. დავით გოგოხიამ შემომთავაზა დუეტის ჩაწერა მიშკა ცინცაძესთან, რაზეც დავთანხმდი. დუეტი ძალიან კარგი გამოვიდა. კლიპიც გადავიღეთ და ბევრიც ვიხალისეთ. კლიპი „კომედი არხზე“ სოლო ხუთეულში გავა. დარწმუნებული ვარ, ძალიან მოეწონება მაყურებელს. მართალია, კლიპი სერიოზულია, მაგრამ ტექსტი ძალიან სასაცილოა.

– ტურნე როდის გეწყება?

– მაისის ბოლოს თურქეთის კურორტებზე ვიწყებთ ტურნეს, შემდეგ კი, როგორც უკვე გითხარით, საბერძნეთში გადავინაცვლებთ. მიყვარს ამ ქვეყნებში ტურნეების მოწყობა, რადგან მათ კარგად ვიცნობ – ვიცი, რა მოსწონთ და ზუსტად ვიცი მათი სამზარეულოც.

– იმიჯით ყოველთვის გამოირჩევი. ვინ გირჩევს მას?

– იმიჯს მე და ჩემი მენეჯერი ვირჩევთ ერთობლივად, რაც ხშირად ამართლებს და მიბაძვის საგანიც კი ხდება. ისე, ჩემი რჩევაა, ძალიანაც ნუ მომბაძავენ, რადგან, შეიძლება, რაღაც სასწაული გავაკეთო. 

– მსმენელს ჰგონია, რომ სექსუალური გოგონა ხარ. ასეთი ბუნებრივად ხარ თუ ხელოვნურად ირგებ?

– ხელოვნურად შექმნილი იმიჯები არ მხიბლავს, რაც ვარ, ეს ვარ. ვფიქრობ, არც ძალიან სექსუალური ვარ და არც ძალიან „სვეცკი“. საკმაოდ უბრალო ადამიანი ვარ – ასეთი ვიყავი დაბადებიდან და ასეთი ვიქნები ყოველთვის. რაც მთავარია, ვიქნები თავმდაბალი, რადგან, ამპარტავნები არ მიყვარს. მიმაჩნია, რომ, პირველ ყოვლისა, ადამიანი უნდა იყო და მხოლოდ ამის მერე – ნებისმიერი დარგის პროფესიონალი.

– როგორ ფიქრობ, მის-თიკა საქართველოში უფრო წარმატებული და პოპულარულია თუ იმ ქვეყნებში, სადაც საგასტროლოდ დადიხართ?

– ვინაიდან აქ არაფერი არ ხდება, ძირითადად, საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწევს მოღვაწეობა. ამიტომ, უცხოეთში უფრო მეტი დაფასება მაქვს, ვიდრე აქ.

– დუეტის ჩაწერას ხომ არ გეგმავ?

– დუეტების ჩაწერაზე ჯერჯერობით უარი ვთქვი, რადგან, მთლიანად ალბომზე ვიყავი გადართული და სხვა ყველა პროექტი გვერდზე გადავდე. სამომავლოდ ვნახოთ, შეიძლება, ჩავწერო კიდეც.

– როგორ წარმოიშვა სახელი „მის-თიკა“ და რას უკავშირდება ის?

– ჯერ ერთი, ძალიან მიყვარს მისტიკა და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება. ჩემს ფსევდონიმს, ასევე, საბერძნეთთანაც აქვს კავშირი. ათენში, სამოდელო სააგენტოში რომ ვმუშაობდი დიზაინერად, იქ მეძახდნენ „მის თიკას“ და იქიდან გამომყვა. თან, ორაზროვნადაც მოვირგე ეს სახელი, რომელიც ყველაში სხვადასხვა ასოციაციას იწვევს. 

 დიდი მადლობა ჩემს ფანებს ასეთი სიყვარულისთვის. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათი გული გავახარო.

скачать dle 11.3