კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მომაკვდავის სიტყვები

კევინ კუონი ძალიან იშვიათად მიმართავდა მამას დახმარებისთვის, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. გადამდგარი პოლიციელი დადლი კუონი მემუარების წერით იყო დაკავებული, თუმცა, მოსწონდა, როცა წარსულში აბრუნებდნენ და ამა თუ იმ საქმის გამოძიებაში დახმარებას სთხოვდნენ.

– ანუ, იმის თქმა გინდა, რომ ქალაქში ახალი „კოზა-ნოსტრა“ შეიქმნა? – ჰკითხა კევინს მამამ და თვალები მოჭუტა.

– ღმერთმა უწყის. პრობლემა ის არის, რომ ოთხივე ძალიან ძლიერია და, არ ვიცი, ვის უნდა ჩავავლო. წარმოგიდგენია?! – ვერც კი დავიჯერე, სანამ ფაქტები არ დავაწყვე მაგიდაზე. ისეთ ბნელ საქმეებს აკვარახჭინებენ, გაოგნდები. არადა, ერთი მათგანი ჰუგო დე ვიტეა – ბანკირი უოლტ-სტრიტიდან; მეორე – ჯონ იუნგია – არა, არ მოგესმა,  ნავთისა და ნახშირის მეფე; მესამე – ფილიპ ფალკონე – სატვირთო ავტომობილების მძღოლებისა და მშენებლობების მეფე; ხოლო მეოთხე – რაილ ბერკი. სწორედ ის ეპოქალური ბერკი. ქალაქი თითქოს დავალებულიც კი არის მისგან იმ პროგრესისთვის, რომელიც განახორციელა.

– ჰმ, რატომ უნდა თამაშობდეს ეს ოთხეული ბინძური წესებით? – შუბლი მოისრისა დადლი კუონმა, – ხომ არ მამასხარავებ?

– აბა, რას ამბობ! იმდენი ხანია, ამ საქმეს გარშემო ვუვლი და, როგორც იქნა, ერთ მოწმეზე გავედი. რაღაც ხელის ჩასაჭიდი გამოჩნდა და დიდი იმედი მაქვს, რომ დამეხმარები.

– ვნახოთ, წინასწარ ვერაფერს დაგპირდები. ვინ მოწმეა?

– მოვა და თავად ნახავ. მგონი, მოვიდა კიდეც.

კუონის კაბინეტში ახალგაზრდა ქალი შემოვიდა. სასიამოვნო გარეგნობის ეთქმოდა, მაგრამ, ისე იყო რაღაცისგან თუ ვიღაცისგან შეშინებული, სახის ნაკვთებიც კი უკანკალებდა.

– დაბრძანდით, ძალიან გთხოვთ. ჩვენმა თანამშრომელმა ხომ მოგაცილათ განყოფილებამდე?

– დიახ, მაგრამ, მაინც ძალიან შემეშინდა, – ქალმა მიიხედ-მოიხედა, – ჯონის გამოც ძალიან ვნერვიულობ. მგონი, ციხეში უფრო უსაფრთხოდ იყო.

– მოგვიყევით ყველაფერი, რაც იცით.

– ჩემი ქმარი დიდი რაოდენობის თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაიჭირეს, მაგრამ, მას ეს არ უქნია. სხვისი დანაშაული აიღო საკუთარ თავზე. ააღებინეს. ეს გარიგებასავით იყო.

– გარიგებასავით? – შეიჭმუხნა დადლი კუონი.

– დიახ. ჯონს ყველაფერი არ უთქვამს ჩემთვის, მაგრამ მივხვდი. რაც დაჭერილია, ყოველთვე გვიგზავნიან კონვერტით რვაას ორმოცდაათ დოლარს. სულ ეს არის. გარდა ამისა, ჩვენი პატარა სახლის გირაოც გადაიხადა ვიღაცამ. ბავშვები და მე ამ ფულის ამარა ვართ. ციხეში პაემნების დროს ქმარს რამდენჯერმე ვკითხე, ვინ გზავნის ამ ფულს-მეთქი, მაგრამ, არ მიპასუხა. მან, რა თქმა უნდა, იცის.

– სინგ-სინგის ციხიდან ხვალ უშვებენ თქვენს ქმარს, ხომ ასეა?

– დიახ. მთხოვა, იქ არ მივიდე და სახლში დაველოდო. მან ბევრი იცის. ხომ არ მოკლავენ? – ქალს დიდრონი თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა.

– ჩვენ დაცვას უზრუნველვყოფთ, – დაჰპირდა კევინი.

– როგორ მინდა, სადმე, ძალიან შორს გავემგზავროთ. ისე შორს, რომ აქაურობა საერთოდაც დამავიწყდეს. მაგრამ, მგონი, არ დამთანხმდება.

ქალი ისევ ინსპექტორმა გააცილა.

– ესეც ასე. მისის პრინსი ამბობს, რომ მისმა ქმარმა ბევრი იცის. მეც ასე ვფიქრობ. ხვალ ციხესთან უნდა დავხვდე. უნდა ვაიძულო, მითხრას, ვინ არის იმ ოთხში მთავარი.

– არ უნდა აიძულო. შენც რაღაც უნდა შესთავაზო. მთავარია, იმათ არ დაგასწრონ. ამ კაცმა თავისი პატიოსანი სახელი გაწირა, ფულისთვის ციხეში ჩაჯდა. შეიძლება, საამისოდ ჰქონდა მიზეზები. სამი წელი ციხეში ჯდომა სასიამოვნო არ უნდა იყოს.

– მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ამ კაცმა იცის, ვინ არის ბოსი და მე ეს ინფორმაცია უნდა მივიღო. სანამ დაიჭერდნენ, პრინსი დე ვიტესა და იუნგის მითითებებს ასრულებდა. მოკლედ, მამაჩემო, დამეხმარები თუ არა?!

დადლი კუონმა თავი დაუქნია.

მეორე დღეს ინსპექტორი მოულოდნელობას წააწყდა: პოლიციელებმა ციხესთან  კორიდორი მოაწყვეს, რომ ბუღალტრისთვის დაცვა უზრუნველეყოთ. მათვე მიაცილეს სახლამდე, ისტსაიდში, მრავალსართულიან სახლთან. ყველაფერმა თითქოს ნორმალურად ჩაიარა, მაგრამ, სწორედ მაშინ, როცა ბუღალტერი თითქმის სამშვიდობოს იყო და ერთ წუთში სახლის ზურბლსაც გადააბიჯებდა, მოსახვევიდან დიდი სიჩქარით გამოვარდნილი ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე მოცელა. პრინსი ტროტუარს დაენარცხა. კუონი მამასთან ერთად მივარდა წაქცეულთან. ყველაფერი დამთავრდა – ბუღალტერი პრაქტიკულად მკვდარი იყო.  კუონი სიმწრისგან ლამის ღმუოდა. მომაკვდავთან დაიხარა და ჩასძახა:

– პრინს, პრინს, გესმის ჩემი? მომეხმარე, დავიჭირო ისინი.

– ისინი ოთხნი არიან, – მოულოდნელად და კუონის გასახარად ამოიხრიალა ბუღალტერმა, – ოთხნი... როგორც ოთხი ქალაქი... ბოსტონი... ფილადელფია... ბერკლი... – ხმა ნელ-ნელა ქრებოდა. კუინი კანკალებდა მოუთმენლობისგან.

– ვინ, ვინ არის მათ შორის მთავარი?

– ჰიუსტონი... – საბოლოოდ ამოიხრიალა მომაკვდავმა და გათავდა.

კუონი იმედგაცრუებული წამოხტა და ორივე ხელი აიქნია.

– კიდევ ცოტაც და, მეტყოდა! ჯანდაბა, ეს როგორ დამემართა! ახლა რა უნდა ვქნა? მთელ იმედებს მასზე ვამყარებდი...

– თუ ის გაინტერესებს, ვინ არის ამ ოთხში ბოსი, საცოდავმა პრინსმა ეს უკვე გითხრა, – მშვიდად და დამაჯერებლად მიუგო შვილს დადლი კუონმა.

– რანაირად? მას ამის შესახებ სიტყვაც არ დაუძრავს. ქალაქების სახელები რაში მჭირდება, საერთოდ ვერ ვხვდები.

– მე აგიხსნი. ეს კოდია, – გაიღიმა უფროსმა კუონმა.

– და, შენ იცი, იმ ოთხს შორის ბოსი რომელია?

– რა თქმა უნდა!

– მამა, ამას სერიოზულად ამბობ?

– მომისმინე. ქალაქები შემთხვევით არ აურჩევია. მოდი, ვცადოთ და თითო ქალაქი ოთხეულიდან თითოს მივუსადაგოდ. შეხედე, რა ხდება? ჰიუ დე ვიტე – ჰიუსტონი, ფილიპ ფალკონე – ფილადელფია... – მგონი, სწორად მივყვები... – რაილ ბერკი – ქალაქი ბერკლი და... რა დაგვრჩა? ერთადერთი ქალაქი – ბოსტონი, რომელიც, ჩვენი პრინციპით, ჯონ იუნგს არ ესადაგება. მაგრამ, რადგან ჩვენ მეხუთე პერსონა არ გვყავს, ბოსტონი მისია. თუმცა, რა პრინციპით? რა აზრია მასში ჩადებული? 

კუონი-უმცროსი დაფიქრდა და უცებ შუბლზე შემოირტყა ხელი, – ღმერთო, როგორ ვერ მივხვდი! მთავარი აქ სიტყვების საწყისი მარცვალია – ბოსტონი, ანუ ბოსი. რა მარტივია!.. გმადლობ, მამა. ბოსი ის არის, ჯონ იუნგი! საწყალი პრინსი, გულწრფელად მეცოდება. მაინც მოახერხა, დამხმარებოდა.

– ჰმ, მე რომ არა.. – გაიცინა კუონი-უფროსმა...

скачать dle 11.3