კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: ჩემს ლეკვს კბილების მოცვლის პერიოდი დაეწყო. ზედმეტად მონდომებულია და ყველაფერს კბილებით ეჭიდება. ძალიან მეშინია, არ დაიზიანოს. იმ შემთხვევაში, თუ მაინც ვერ ავიცილეთ თავიდან დაზიანება, რა უნდა გავაკეთო პირველ ყოვლისა?

პასუხი: ეს ნაკლებად დასაშვებია, მაგრამ, თუ თქვენმა ძაღლმა კბილი დაიზიანა და სისხლდენა დაეწყო, დაზიანებულ ადგილას მაშინვე ტამპონი უნდა დაადოთ და ეცადოთ, ძაღლმა პირი დახუროს. გაუკეთეთ ალიკაპი ან ყბები დოლბანდით მჭიდროდ შეუკარით. 

კითხვა: მაინტერესებს, ყველაზე ხშირად რომელი საკვები იწვევს ალერგიას ძაღლებში?

პასუხი: ყველაზე ხშირად ალერგიას იწვევს ხორცის ცილები. არ არსებობს არაალერგენული ცილები. ალერგია არის მკაცრად ინდივიდუალური დაავადება, ზოგს ხორცის ცილაზე აქვს ალერგია ზოგს კი – თევზის. ნებისმიერი ალერგიული დაავადების დროს, აუცილებელია, გამოითიშოს საჭმლისმიერი ალერგიები, რადგან, აღნიშნული არ საჭიროებს მედიკამენტურ მკურნალობას.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად მთელი ცხოვრება დიეტოთერაპიაა საჭირო. გახსოვდეთ, როცა ცხოველი იფხანს, უნდა დაადგინოთ, არის თუ არა ეს სიმპტომი კავშირში საკვებისმიერ რეაქციასთან.

კითხვა: მაინტერესებს, უნდა გავაკონტროლო თუ არა საკვების რაოდენობა, რომელსაც ძაღლი ყოველდღიურად იღებს? 

პასუხი: ძაღლის საკვების რაოდენობა მუდმივად უნდა გააკონტროლოთ. ამ პროცესს ახორციელებენ ძაღლის მიერ ენერგიის დღიური გამოყენების აუცილებელი რაოდენობისა და საკვებ პროდუქტებში მისი შემადგენლობის გამოთვლის გზით. ძაღლისთვის განკუთვნილი საკვების რაოდენობა რეგულარულად უნდა აიწონოს. საკვების შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, თითოეული მათგანი რა რაოდენობისა და სახის საზრდო ნივთიერებებს შეიცავს; როგორია მათი კალორიულობა და დანაკარგის პროცენტი გადამუშავების დროს. ამით თქვენს ძაღლს არასასურველ სიმსუქნეს აარიდებთ.

კითხვა: მაინტერესებს, თუ ორსულობის დროს ძაღლი ფილტვების ანთებით გახდა ავად, უქმნის თუ არა ეს პრობლემას მის ლეკვებს?

პასუხი: პრობლემას ნამდვილად უქმნის. ფილტვების ანთების პერიოდში ძაღლმა შეიძლება საერთოდ ვეღარ იმშობიაროს, მუცელში მყოფი ლეკვები ორგანიზმმა გაიწოვოს და ეს გამოსაჯანმრთელებლად გამოიყენოს; ან, შეიძლება სუსტი ლეკვები დაბადოს, რომელთა გაზრდა ძნელი იქნება. შესაძლებელია ფილტვების ანთების შემთხვევაში მშობიარე ძაღლმა მკვდარი ლეკვები დაბადოს. ორსულობის პერიოდში, შესაძლოა, ნებისმიერი პათოლოგია განვითარდეს, იმისდა მიხედვით, თუ რა სირთულის ფილტვების ანთება აქვს და რა როდის მოხდა ჩარევა. ფილტვების ანთებისგან ძაღლის გამოჯანმრთელება ექიმის ჩარევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია, როგორც წესი, ეს სიკვდილით მთავრდება. ამიტომ, პატრონი ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოს.

скачать dle 11.3