კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „ჰონდა HRV“, მარჯვენა საჭით, მართვის მექანიკური კოლოფით, 1.6-იანი ძრავით, 2000 წლის მოდელი. მაინტერესებს, ძრავის ღვედის გაწყვეტის შემთხვევაში, ძრავასაც დასჭირდება შეკეთება თუ მხოლოდ ღვედის გამოცვლა მომიწევს? ზოგიერთ ავტომობილზე მხოლოდ ღვედი ფუჭდება და ზოგიერთი ისე აზიანებს ძრავას, რომ ის გადასაგდები ხდება.

პასუხი: „ჰონდას” მოდელების უმრავლესობის ერთ-ერთი უპირატესობა, ჩემი აზრით, სწორედ ეს მომენტია – ძრავას ღვედის გაწყვეტის შემთხვევაში ის არაფერს აზიანებს, გარდა თვითონ ღვედისა, მაშინ, როდესაც სხვა მოდელებზე ძრავა ან ძალიან სერიოზულად ზიანდება ან საერთოდ უვარგისი ხდება. ერთ-ერთი გამონაკლისია „ჰონდას” მოდელების „ვიტეკის” ტიპის ძრავები. თუ ძრავას ღვედი იმ მომენტში გაწყდა, როდესაც „ვიტეკი” გახსნილია, მაშინ ის ძრავას სარქველს, ეგრეთ წოდებულ „კლაპანს” აზიანებს. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „ჯიპი გრანდ ჩეროკი”, 4.0 ძრავით, 2000 წლის, მართვის ავტომატური კოლოფით. შეიძლება თუ არა, სვლის შენელების მიზნით, ბერკეტი მექანიკურად გადმოვიტანო დაბალ სიჩქარეში ან დაღმართზე მოძრაობისას გავანეიტრალო?

პასუხი: რა თქმა უნდა, შეიძლება. სწორედ ამისთვის არსებობს გადამრთველი, რომ, როცა საჭიროა, „დე“-დან დაბალ სიჩქარეში გადმოიტანოთ, თუნდაც მოძრაობისას და, პირიქით, მოძრაობის დროსვე, დაბალი სიჩქარიდან „დე“-ში დააბრუნოთ. რაც შეეხება განეიტრალებას, ესეც შესაძლებელია, უბრალოდ, მართვის ავტომატურ კოლოფს „ნეიტრალში” მოძრაობა არ უყვარს, ამ დროს გაცილებით მეტად ცვდება კოლოფის დეტალები, ვიდრე სიჩქარეში ყოფნისას. 

კითხვა: შევიძინე „ცე” კლასის „მერსედესი“, 1.8-იანი ძრავით, 1998 წლის, რომელიც აღჭურვილია კლიმატკონტროლით. ნაცნობებმა მითხრეს, რომ ის გაგრილება-გათბობის დროსაც იმავე დოზით მოიხმარს საწვავს, როგორც ამას ჩართული კონდიციონერის შემთხვევაში აკეთებს. შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს? 

პასუხი: კლიმატკონტროლი იგივე კონდიციონერია, რომელიც ავტომატურად არეგულირებს კლიმატს თქვენს სალონში. იმის მიხედვით, თუ რამდენი გრადუსი გნებავთ, რომ იყოს ავტომობილში, კლიმატკონტროლი კონდიციონერისა და გათბობის დახმარებით ამ გრადუსამდე მიჰყავს. ერთი სიტყვით, თქვენი ნაცნობების მიერ მოწოდებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება.

კითხვა: მყავს მანქანა „ფორდ ვინსტარი“‚ 1999 წლის გამოშვება. ერთხელ მანქანამ თითქოს სტვენა დაიწყო‚ ჰაერს ისრუტავდა და მას მერე ეს ხმა დარჩა დაბალ გაზზე მუშაობის დროს, მაღალ ბრუნებზე კი რაღაც განსხვავებული ხმა აქვს‚ თითქოს ძრავა მუშაობის დროს ფეთქავს. ეს ხმა არც გაწევაში და არც სხვა მხრივ უშლის ხელს მანქანას; არც ეგრეთ წოდებულ  „ჩეკს“ ანთებს ხელსაწყოების დაფაზე. ვერც ერთმა ხელოსანმა ვერაფერი გაუგო. ხომ ვერ მირჩევდით რამეს, თუნდაც‚ ამერიკული მანქანების ძრავების კარგ სპეციალისტს?

პასუხი: დისტანციურად ძალიან რთულია დიაგნოზის დასმა ან მსჯელობა, თუ რამ გამოიწვია ეს ხმა, მაგრამ, დადგენა შესაძლებელია და ამას ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებს, ჩემი აზრით, საქართველოში ძრავების საუკეთესო ხელოსანი მამუკა, რომლის ნომერია: 599-55-35-00.

კითხვა: მყავს იაპონური წარმოების ავტომობილი და ვერაფრით შევეჩვიე მარჯვენა საჭით მართვას. მინდა საჭის გადმოტანა, მაგრამ, მეშინია, სერიოზულად არ დაზიანდეს რამე და დისკომფორტი არ შემიქმნას. ვისაც ვკითხე, ყველა მეუბნება, რომ ეს საკმაოდ სარისკოა. რას მირჩევთ?

პასუხი: საჭის გადატანის შესახებ ჩვენი რუბრიკის საშუალებით არაერთხელ გვისაუბრია. თუ ამას კარგი სპეციალისტი აკეთებს, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. თუმცა, მძღოლებმა თავიდანვე უნდა იცოდნენ ის ნიუანსები, რომლებიც შემდეგ აუცილებლად შეუქმნით დისკომფორტს, მაგრამ, თავიდან ამაზე არც კი დაფიქრებულან. მაგალითად, საჭის გადმოტანის შემთხვევაში საბარგულის, ბენზინის ავზის, ძრავას სექტორის ხუფის ანუ „კაპოტის” ასახდელი მოწყობილობები მარჯვენა მხარეს რჩება. იმ შემთხვევაში, თუ გვერდით ძალიან შინაური ადამიანი არ გიზით, რომ მას ზემოდან გადააწვეთ, მაშინ ამ მოქმედებების შესასრულებლად ავტომობილიდან გადმოსვლა მოგიწევთ და ასეთი ნიუანსი ბევრია. ასევე, კონდიციონერის სისტემები ვერ კეთდება ისე, რომ ზუსტად გამოუშვას ცივი თუ ცხელი ჰაერი; ელექტროგაყვანილობებს უნდა მიექცეს ყურადღება, რათა სიგრძე ეყოს გვერდით საჭემდე. პედლები და სამანიპულაციო ელემენტები ზუსტად უნდა იყოს განთავსებული. ერთხელ მომიწია ისეთი ავტომობილის მართვა, რომელშიც პედლები არაზუსტად იყო დამონტაჟებული და გვერდულად ვიჯექი საჭესთან. ასე რომ, თუ მარჯვენასაჭიან ავტომობილს შეიძენთ, ყველა ნიუანსი გაითვალისწინეთ.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ ხოჭო”. ხშირად, განსაკუთრებით სიცხეში, გრძელი დაღმართების გავლის შემდეგ, ეწყება სამუხრუჭე სისტემის პრობლემები, კერძოდ, იწყებს ძიგძიგს. იქნებ მითხრათ, რა არის ამის მიზეზი?

პასუხი: ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა მზადდება ჩვეულებრივი ლითონის, პლასტმასის, რეზინის თუ სხვა ნივთიერებებისგან. შესაბამისად, ისინიც ისევე რეაგირებენ ტემპერატურის ცვალებადობაზე, როგორც სხვა საგნები. ამიტომ, უნდა შევეცადოთ, ისეთი მნიშვნელოვანი სისტემა, როგორიც სამუხრუჭეა, სწორად მოვიხმაროთ, რათა დავიცვათ სხვადასხვა პრობლემის წარმოქმნისგან. თუ ჩვენ მაღალი ინტენსივობით მოვიხმარეთ მუხრუჭები, ეს იწვევს როგორც სამუხრუჭე დისკოს, ასევე, სამუხრუჭე ხუნდების გადახურებას. თუ ამის შემდეგ მოგვიწია ავტომობილის გაჩერება, სამუხრუჭე დისკოზე ის ადგილი, რომელზეც სამუხრუჭე ხუნდები ეხება, ვერ მოახერხებს გაგრილებას, ხოლო დანარჩენი ადგილები გაგრილდება. ეს გამოიწვევს იმ კონკრეტული ერთი ადგილის გამრუდებას, შემდგომ კი დამუხრუჭებისას, ეს ყველაფერი ავტომობილის ძიგძიგით აისახება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად დაგვჭირდება ან სამუხრუჭე დისკოს შეცვლა ან მისი გაჩარხვა, რომ ხელახლა მოვიყვანოთ სისწორეში. ასეთივე პრობლემას შეიძლება წავაწყდეთ, თუ ჩვენ გახურებული სამუხრუჭე სისტემით წყალში გავივლით.

скачать dle 11.3