კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

27 მაისი

1328 – საფრანგეთში გაბატონდა ვალუას დინასტია.

1467 – შტატ მასაჩუსეტსში ჩამოახრჩეს პირველი „ალქაჯი“ – აჩა იანგი.

1900 – ბელგიაში ჩატარდა მსოფლიოში პირველი არჩევნები პროპორციული სისტემით.

1905 – ცუსიმას ბრძოლაში იაპონურმა ფლოტმა ადმირალ ტოგოს ხელმძღვანელობით გაანადგურა რუსული ფლოტი.

1921 – ავღანეთი გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.

1930 – ამერიკელმა რიჩარდ დრიუმ დააპატენტა წებოვანი ლენტა – „სკოჩი“.

28 მაისი

1742 – ლონდონში გაიხსნა პირველი გადახურული საცურაო აუზი.

1871 – დაეცა პარიზის კომუნა.

1926 – პორტუგალიაში დამყარდა ხანგრძლივი დიქტატორული რეჟიმი (1974 წლამდე).

1964 – იასირ არაფატმა დააარსა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია.

29 მაისი

1660 – ინგლისში 11-წლიანი პაუზის შემდეგ აღდგა მონარქია. გამეფდა ჩარლზ მეორე.

1910 – ამ დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში სიჩქარეში შეაჯიბრეს აეროპლანი და ორთქლმავალი. გაიმარჯვა ორთქლმავალმა.

1914 – წმინდა ლავრენტის ყურეში ჩაიძირა ბრიტანული ხომალდი, დაიღუპა 1 032 ადამიანი.

1953 – ეჰმუნდ ჰილარი და თანსინგ ნორგეი პირველები იყვნენ ჯომოლუნგმა რომ დაიპყრეს.

1985 – ბრიუსელში „ეიზელის“ სტადიონზე, ინგლისელი ფანების მიერ მოწყობილ ჩხუბში 39 ადამიანი დაიღუპა. ინგლისის გუნდებს რამდენიმე წლით აეკრძალათ ევროტურნირებში თამაში.

30 მაისი

1431 – კოცონზე დაწვეს ჟანა დარკი.

1896 – ნიუ-იორკში მოხდა ისტორიაში პირველი ავტოავარია. ჰენრი უელსის ავტომობილი დაეჯახა ივლინ თომასის ველოსიპედს. ველოსიპედისტს ფეხი მოსტყდა.

1897 – ქარბორბალა „ივრინგმა“ მიწასთან გაასწორა ქალაქი ივრინგი კანზასში (ამერიკის შეერთებული შტატები).

1982 – ესპანეთი, დიდი ხნის უშედეგო მცდელობების შემდეგ, გახდა ნატოს წევრი.

31 მაისი 

1859 – დროის ათვლა დაიწყო „ბიგ ბენის“ საათმა ლონდონში.

1868 – პარიზის გარეუბანში გაიმართა მსოფლიოში პირველი ველორბოლა.

1918 – გაერთიანდნენ ჩეხეთი და სლოვაკეთი ერთ სახელმწიფოდ, რომელსაც ეწოდა ჩეხოსლოვაკია.

1 ივნისი

1876 – დაიწყო ბულგარეთის აჯანყება თურქეთის ბატონობის წინააღმდეგ.

1958 – საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გახდა შარლ დე გოლი.

1974 – ისტორიკოსები და თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ფიკლბოროს (დიდი ბრიტანეთი) ქიმიურ ქარხანაში მომხდარი კატასტროფის შესახებ რეპორტაჟი გავიდა ორი საათით ადრე, ვიდრე ეს ავარია მოხდებოდა.

2 ივნისი

1557 – რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ოფიციალურად აღიარა, რომ „ინდიელებიც ადამიანები არიან“.

1886 – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰოვარდ კლივლენდმა ცოლი მოიყვანა – ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა იქორწინა.

1896 – იტალიელმა გულიელმო მარკონიმ დააპატენტა რადიო.

1910 – გვინეაში აღმოაჩინეს პიგმეების ტომი.

1946 – იტალიაში გაუქმდა მონარქია.

скачать dle 11.3