კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ფალაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფალა.

გვარი მოიხსენიება მეჩვიდმეტე საუკუნის ისტორიულ საბუთებში.

იგივე ძირისაა გვარი ფალიშვილი.

საქართველოში 83 ფალაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 41, კასპში – 27, დედოფლისწყაროში – 11. არიან სხვაგანაც.

მახაჭაშვილი

გვარისთვის მა არის ართრონი, ანუ წინსართი, ხაჭა კი – გვარის ფუძე. იგივეა, რაც ხაჭაშვილი, გვარის დამწყები გვეუბნება: მე ხაჭას შვილი ვარო.

სულხან-საბასთან გვხვდება ხაჭიჭორა და ხაჭო. სავარაუდოდ, ამ გვარის წარმოშობა ხელობასაც უკავშირდება, ანუ, ხაჭოს ამომყვანები იყვნენ და შემდგომ ეს გაუგვარდათ.

ამავე ფუძითაა ქართული გვარები მახაური, მახაშვილი.

მახას წაბაძვითაა გაჩენილი მოფერებითი სახელი მახაჭა.

მახა, სულხან-საბას მიხედვით, ყანაა, ასევე, ხორბლის ჯიშიც.

საქართველოში 124 მახაჭაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 39, თბილისში – 30, მცხეთაში – 21. არიან სხვაგანაც,

329 მახაჭაძე: ქედაში – 109, ხელვაჩაურში – 94, ბათუმში – 72. არიან სხვაგანაც.

მურვანიძე

საკუთარი სახელი მურვანი მეხუთე საუკუნის საქართველოში უკვე ჩანს დამკვიდრებული. ასე ერქვა ფილოსოფოსს, თეოლოგსა და საეკლესიო მოღვაწე იბერ ქართველს, რომელიც ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში ქრისტიანობის მიღებისას პეტრე იბერიელად დაეწერა. იგი ერისკაცობაში მურვანისა და მურმანის სახელითაცაა მოხსენიებული. ასე რომ, მურვან ყრუს შემოსევამდე ჩვენს წინაპრებს ეს სახელი უკვე ერქვათ. არაბმა ხალიფა მურვანმა საქართველო 736-737 წლებში მოაოხრა. ეს სახელი პოპულარული ყოფილა ძველად. ამ ხალხში ალ ამირას, ანუ ემირს, აბდალ აზიზ იბნ მურვანი ერქვა, ხოლო მურვანი – ფერს ნიშნავს.

მეათე-მეთერთმეტე საუკუნეების ატენის სიონის წარწერებში დასტურდება მოღვაწეები – მურვან, გაბიტა, გაბაიას სახელებით, ეს ლაპიდარული წარწერებია. მეთერთმეტე საუკუნეში ქველის ერისთავ-ჯაყელს, ასევე, მურვანი ერქვა. ცნობილია 1795 წლის მურვანიშვილის არზა, ანუ სიგელი, განკარგულება, საბუთი.

მურვანიშვილები არიან ახალქალაქში, აგრეთვე, ქარელის რაიონში. ზემო იმერეთშია სოფლის უბანი მურვანაშვილების სახელწოდებით, ხოლო ხელვაჩაურის რაიონის თხილნარის საკრებულოში არის სოფელი მურვანეთი.

მურვანი მურმანის ფონეტიკური ვარიანტია. პირველი უფრო გვარებშია დარჩენილი, როგორც ძველი ფორმა, მეორე კი – სახელებში. ქართული ლეგენდის „აბესალომ და ეთერის“ პერსონაჟს ხომ მურმანი ერქვა.

ქობულეთის რაიონის სოფელ გვარაში არის მიკროტოპონიმი – „მურმანის ტყე“. 

ამ გვარისანი სოფელ ქობულეთშიც ცხოვრობენ.

სახელი მურვანი და გვარი მურვანაშვილი აჭარლებს 900-1000 წლის წინათ და უფრო ადრეც ჰქონიათ. მაჭახელას ხეობის (ხელვაჩაურის რაიონი) მკვიდრთა შორის ყოფილან მურვან გივიშვილი, მომესწარა და მირიონ მურვანაშვილები. იყვნენ საქართველოს სხვა მხარეებშიც.

მურვანი შავგვრემანი კაცის მეტსახელადაცაა შემორჩენილი, ის შავს ნიშნავს.

მურვანიძეების პირველი ადგილსაცხოვრებელი შუახევის რაიონია. აქედან განითესნენ აჭარის სხვა კუთხეებსა და გურიაში, ხოლო ამ 10-15 წლის წინათ – მესხეთ-ჯავახეთშიც.

საქართველოს საზღვაო-სანაოსნო საზოგადოება „ცოდნის“ ხელმძღვანელი, შალვა მურვანიძე მოგვითხრობს:

„თურქების გაორკეცებულ რისხვას იწვევდა ის, რომ მის წინაპრებს შუახევის რაიონის სოფელ ნაღვარევში არაბული სახელიდან მომდინარე გვარები ჰქონდათ, ამ ქვეყანაში აღმოცენებული ისლამის მიღებას კი, სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ.

მურვანიძეები არიან ბათუმში, მათ შორის გურიიდან გადმოსული – იმათი შთამომავლები, რომლებიც თურქების მოძალებისას იძულებულები იყვნენ, მათ მიერ დაუპყრობელ გურიასა და იმერეთში გახიზნულიყვნენ, რაზეც 1614 წელს აჭარაში მყოფი ევროპელი მისიონერი ლუი გრანუეცი გარკვევით წერს“.

მურვანიძეებსაც ჰყავთ ნათესავ-მოყვრები თურქეთში.

საქართველოში 1 228 მურვანიძე ცხოვრობს: ლანჩხუთში – 347, ბათუმში – 229, თბილისში – 207. არიან სხვაგანაც.

სომხიშვილი-სომხაძე

გვარი სომხიშვილი მიღებულია სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვიდან – სომხითი. ისტორიის გარკვეულ პერიოდში ასე ერქვა ყოფილ ბერდუჯს (დღევანდელი ქვემო ქართლი). ზოგჯერ ჩანაწერებში გვხვდება არა სომხიშვილი, არამედ სომეხიშვილი. ისტორიულ დოკუმენტებში, მათ შორის, კამერული აღწერის მასალებში, სომხიშვილები არიან მართლმადიდებლები, ტომითა და ეროვნებით ქართველები.

ამირანა სომეხიშვილი მოხსენიებულია გაცვლის წიგნში, 1673 წელს, სოფელ ტბისში. დათუნა სომეხიშვილი მოხსენიებულია ზაალ წინამძღვრიშვილის ნასყიდობის წიგნში, რომელიც დათარიღებულია 1697 წლის 21 მაისს.

ბერუა სომხიშვილი მოხსენიებულია მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ამილბარ გოსტაშაბიშვილის ყმების ნუსხაში.

1873 წლის დროს ლუკა სომხიშვილის ოჯახის აღწერის ფურცელში რეგისტრირებულია: მართლმადიდებლები, ტომით ქართველები, მშობლიური ენა – ქართული.

სომხიშვილები და ელიაზარაშვილები მართლმადიდებლები არიან. ეს ორივე გვარი ქართული გვარ-სახელია, უკავშირდება ქვემო ქართლის ადრინდელ სახელწოდებას – სომხითს. სომხიშვილის შტო-გვარია ელიაზარაშვილი.

ელიზაროვები იგივე ყოფილი სომხიშვილ-ელიზარაშვილები არიან.

საქართველოში 1 329 სომხიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 500, გორში – 258, გარდაბანში – 130. არიან სხვაგანაც.

28 სომხაძე: ქარელში – 18, რუსთავში – 3, თბილისში – 7.

ბზეკალავა

ბზეკალავა გურიაში წარმოშობილ გვარად ითვლება. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ გვარში ფუძედაა სიტყვა ბზეკალი, რომელსაც გურულები ბავშვის სათამაშო მშვილდისარს უწოდებენ.

ასევე, სამეგრელოში ამ გვარით დაფიქსირებულია რამდენიმე კომლი.

იშვიათად, მაგრამ, გვხვდება გვარი ბზაკალია. დიდ ნეძში დაფიქსირებულია 2 კომლი. ითვლება, რომ ეს გვარი იგივე ბზეკალავადანაა წარმოშობილი. 

ბზა-ბზი ფუძითაა წარმოქმნილი, ასევე, შემდეგი გვარები: ბზიავა, ბზღილავა.

ფუძე ბზა-დან წარმოშობილია მეტსახელი ბზიალა. სამეგრელოში, ასევე, გვხვდება მეტსახელი ბზღიტა.

ბზღილი, იგივეა, რაც „ჯაგრცხილა“. აქედან უნდა იყოს, სავარაუდოდ, წარმოქმნილი გვარი ბზღილავაც. ვედითკარში ამ გვარის 6 კომლი სახლობს.

საქართველოში 215 ბზეკალავა ცხოვრობს: ლანჩხუთში – 133, თბილისში – 36, ბათუმში – 20. არიან სხვაგანაც.

 

 აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

скачать dle 11.3