კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კვირის რომელ დღეებში გეკრძალებათ საგვარეულო ძვირფასეულობის ტარება

ადამიანი სასოწარკვეთილებაში რომ ვარდება და გამოსავალს ვერ პოულობს, მხოლოდ მაშინ მიმართავს უარყოფითი, დამანგრეველი ენერგიისგან დამცავ საშუალებებს. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია, ცხოვრებაში  თავადვე შეიტანოს სასიკეთო ძვრები და ცვლილებები. ამაში სხვა ვერ დაგვეხმარება. თუ მოინდომებთ, ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენთ ცხოვრებაში. 

ბევრს აწუხებს პრობლემები როგორც კარიერაში, ასევე, პირად ცხოვრებაში; ვერ აწყობს ურთიერთობას ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან თუ საყვარელ ადამიანთან. სხედან და ფიქრობენ, როგორ მოაგვარონ ეს ყველაფერი, საშველსა და ხსნას კი ვერსად პოულობენ. მართალია, ეს ცხოვრება იოლი არავისთვისაა და პრობლემა თუ ბარიერი ნებისმიერს ხვდება წინ, მაგრამ, მთავარია, არ მოეშვათ, იბრძოლოთ და ამით საკუთარ წინსვლას,  წარმატებას შეუწყოთ ხელი. საკუთარ ბედ-იღბალს თავადვე უნდა დაეხმაროთ, რომ უკეთესობისკენ წარმართოთ და ბედნიერება მოიპოვოთ.

ცხოვრებაში უამრავი გამოცდა გველის, ბედნიერებისთვის ბრძოლა კი, ნამდვილად ღირს. არც ისაა სწორი, რომ, როცა ადამიანი სასოწარკვეთილებაში ვარდება, მხოლოდ მაშინ ახსენდება დამანგრეველი ენერგიის განეიტრალების შესახებ. თილისმის ტარება ყველასთვის საჭიროა – ასე უფრო დაცულიც ხარ, ჯანმრთელიც და შესაძლო უარყოფითი მოვლენებისგან დაზღვეულიც. ასე რომ, თილისმა მხოლოდ მაშინ კი არ უნდა ატაროთ, როცა გამოსავალს ვერ პოულობთ, არამედ მაშინაც, როცა წარმატებული, ჯანმრთელი და ბედნიერი ხართ, რადგან, ის ბედნიერების უტყუარი მცველია. 

ასევე, არსებობს ლითონები, რომლისგან დამზადებულ თილისმასაც სამკურნალო და დამცავი ძალა გააჩნია. ძველად, თითქმის ყველა ოჯახში მიირთმევდნენ საკვებს ლითონის ჭურჭლიდან, ხმარობდნენ ვერცხლისა და ოქროს დანა-ჩანგალს. ეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში და სტუმარსაც იმავე ჭურჭლით მიართმევდნენ საჭმელს, რაც დიდ პატივად ითვლებოდა. ლითონისგან დამზადებული სამკაული და ჭურჭელი უარყოფითი ენერგიისგან დაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა და მას უნიკალური თვისებები გააჩნია. სხვათა შორის, ეს თვისება უბრალო რკინასაც აქვს.

ამა თუ იმ ლითონის სამკაული ყველა ადამიანზე ერთნაირ ეფექტს ვერ ახდენს, ანუ, ვერცხლი, ოქრო თუ უბრალო რკინა ყველასთვის ერთნაირად დამცავი და დადებითი შედეგის მომტანი ვერ იქნება. მაგალითად, რბილი ხასიათის, გაუბედავმა, მორიდებულმა და თავმდაბალმა ადამიანმა აუცილებლად უნდა ატაროს უბრალო რკინისგან დამზადებული სამკაული, რათა კარიერასა და პირად ცხოვრებაში წინ წაიწიოს და ადვილად დაძლიოს ბარიერები; ფეთქებად და უნებისყოფო ადამიანს ოქროს სამკაულის ტარება ეკრძალება, რადგან ეს მას კიდევ უფრო აღაგზნებს და ააფორიაქებს. უმჯობესია, ვერცხლის სამკაულები ატარონ, რაც მათ ენერგიის კონცენტრაციაში შეუწყობს ხელს. საგვარეულო, ძვირფასი სამკაულების ტარება კი ყოველდღიურად არ ღირს. ჯობია, კვირაში ერთხელ გაიკეთოთ, დანარჩენ დღეებში კი სახლში იდოს, რომ მათი მძლავრი ენერგეტიკა და პოტენციალი საცხოვრებელში დაგროვდეს. ასეთი ნივთები არც უარყოფით ენერგიას შემოუშვებს სახლში და ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრების შენარჩუნებაშიც დაგეხმარებათ. მაგრამ, გაითვალისწინეთ, ეს ნივთები აუცილებლად თქვენს წინაპარს უნდა ეკუთვნოდეს, შეძენილ სამკაულს ეს არ ეხება. 

თუ საგვარეულო, ძვირფას სამკაულს ატარებს გასათხოვარი გოგონა, დიდი შანსია, პირად ცხოვრებაში გაუგებრობები ჰქონდეს, კვირაში ერთხელ კი მხოლოდ გათხოვილმა უნდა გაიკეთოს. ასეთი ნივთის ტარებისას, ყურადღება უნდა მიაქციოთ კვირის დღეებს, მაგალითად: არ უნდა გაიკეთოთ საგვარეულო ძვირფასეულობა ორშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს. დანარჩენ დღეებში მისი ტარება გამართლებულია. კარგია, თუ რაიმე ლითონისგან თქვენს სახელზე გააკეთებინებთ სამკაულს და მას ატარებთ ყოველდღიურად – ეს ყველაზე დადებითად მოქმედებს ადამიანის ბედსა თუ კარიერაზე, ანუ, წარმატებები და იღბალი მოაქვს. სხვათა შორის, ყველაზე კარგი დამცავი თილისმა ვერცხლისგან დამზადებული სამკაულია. ის ადვილად გაგარკვევთ სიტუაციებში, გამოიცნობთ, თქვენ გარშემო მყოფთაგან ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ – მტერი; აგარიდებთ არასასურველ კონტაქტებს. ასეთი თილისმა ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც კარგია. წინათ თითქმის ყველა ატარებდა ვერცხლის აქსესუარებს, მაგალითად, კაცები – ქამარ-ხანჯალს, ქალები კი – საყურეებსა და გულსაკიდებს. ვერცხლი ადამიანს სურვილების ახდენაშიც ეხმარება და ბედ-იღბლის მოპოვებაშიც. ასე რომ, დამცავი თილისმა თუ გნებავთ, მაშინ ის თქვენს სახელზე ვერცხლისგან გააკეთებინეთ ოქრომჭედელს და ყოველდღიურად ატარეთ. ასეთი თილისმა ავითარებს ზებუნებრივ ძალას ანუ, გაგიძლიერებთ ინტუიციასა და წინასწარმეტყველურ ნიჭს. თუ ოჯახში ხშირად გაქვთ მეუღლესთან კონფლიქტი, მაშინ, შეიძინეთ ლითონის შანდალი და ხშირად დაანთეთ სანთლები – ეს განამტკიცებს იმ ენერგიებს, რომლებიც ოჯახური თანაცხოვრებისთვისაა საჭირო და აგარიდებთ უარყოფითი ძალების ზეგავლენას მეუღლესთან ურთიერთობაში. ასევე, დაგეხმარებათ ოჯახური პრობლემების იოლად გადაწყვეტაში. 

скачать dle 11.3