კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მანიაკი გადამეკიდა

ჩემი უიღბლო სასიყვარულო თავგადასავალი სამი წლის წინ დაიწყო. მე ახალი გრძნობებისა და ემოციების სამყაროში დავიწყე ცხოვრება, სადაც ყოველი წამი უსასრულო სიზმარი მეგონა. თუმცა, მალე ყველაფერი საპირისპიროდ შეიცვალა და ჩემი სილაღე და სიხარული ჯოჯოხეთის ცეცხლში შთაინთქა. აჯობებს, თავიდან დავიწყო.

ერეკლე ჩემი მეგობრების, ანასა და მამუკას ქორწილში გავიცანი. გამოგიტყდებით, გაცნობისთანავე მოვიხიბლე მისით. მთელი ქორწილი ჩემ წინ იჯდა და დროთა განმავლობაში მორიდებით შემომხედავდა ხოლმე. ლამაზად ეცვა და სასიამოვნოდ საუბრობდა. გიტარაზეც დაუკრა. სუფრასთან მის ყოველ ქმედებას ვაკვირდებოდი – ნამდვილი ხელოვნება იყო. საცეკვაოდაც დამპატიჟა, მაგრამ, უარი ვუთხარი. მერე შორიდან ვაკვირდებოდი, როგორ ეცეკვებოდა პატარძალს. ინტელიგენტის შთაბეჭდილება დატოვა და მაშინ პირველად ვიგრძენი ახლად გაცნობილი ადამიანის მიმართ სასიამოვნო სითბო.

არც მე ვარ უშნო, როგორც ჩანს, ერეკლეც მოიხიბლა ჩემით. იმ საბედისწერო დღიდან განსაკუთრებით მისი დაჟინებული მზერა დამამახსოვრდა, როცა ოდნავ შეზარხოშებულმა სახლამდე მიმაცილა და მრავალი წუთი წამოწითლებულ ლოყებზე მიყურა. მობილურის ნომრები გავცვალეთ და კონტაქტი სოციალურ ქსელში გავაგრძელეთ. ორი დღის შემდეგ მეგონა, რომ ერეკლე კარგად გავიცანი. ის თავის სურათებს მიგზავნიდა, მეც ვუგზავნიდი ჩემსას; მიყვებოდა სამომავლო გეგმებსა და სურვილებზე. მეც ვუყვებოდი ბავშვობის ოცნებებზე. ერთმანეთთან მიმოწერაში ღამეც კი გავათენეთ. ვხვდებოდი, რომ მალე ჩვენი ვირტუალური ურთიერთობა ახალ, უფრო საინტერესო ეტაპზე გადავიდოდა და მე უკვე მზად ვიყავი.

გაზაფხულის პირველ დღეს ერეკლემ არ მომწერა. არც ჩემს რამდენიმე შეტყობინებაზე უპასუხია. ის ერთი თვით გაუჩინარდა. მოგვიანებით ანამ და მამუკამ მითხრეს, ერეკლე დუბაიში გაემგზავრა საქმიან შეხვედრაზე და მალე დაბრუნდებაო. მეგობრების ნათქვამმა ძალიან გამახარა. გული საოცარი სითბოთი ამევსო, წყენაც გაქრა.

ერეკლეს გაუჩინარებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, როცა ჩემი მშობლები სამსახურში იყვნენ და მე უნივერსიტეტში წასასვლელად ვემზადებოდი, ერეკლემ პირდაპირ სახლის კარზე დამიკაკუნა. უამრავი ბოდიში მომიხადა. მეც ჩუმად ვუსმენდი მის თავის მართლებას და ძალიან მიხაროდა, რომ ის დაბრუნდა. მეგონა, გულწრფელად ნანობდა, რომ გაუფრთხილებლად გაემგზავრა. ერეკლე სახლში შემოვუშვი და ყავაზე დავპატიჟე. პატარა კოლოფით დუბაიში ნაყიდი სუნამო მაჩუქა. იმ საღამოს პირველად ვაკოცეთ ერთმანეთს.

ადრეც მიკოცნია ბიჭისთვის, მაგრამ ერეკლეს შემთხვევაში განსაკუთრებული შეგრძნება დამეუფლა. რაღა დაგიმალოთ და, აგზნებულს თავის შეკავება მიჭირდა, მაგრამ, შორს არ უნდა შემეტოპა. ჯერ ადრე იყო. ჩვენმა სასიყვარულო ურთიერთობამ ვირტუალური სამყაროდან რეალობაში გადმოინაცვლა. მშობლებთან კრინტი არ დამიძრავს ერეკლეზე, მაგრამ დედა ნამდვილად ეჭვობდა. ბოლო დროს სახლში გვიან ვბრუნდებოდი, სადარბაზოსთან გიჟურად ვკოცნიდით ერთმანეთს, სიყვარულით დაბრმავებული მხოლოდ ერეკლეზე ვფიქრობდი. მიხაროდა, რომ ჩემი ცხოვრება გაცილებით საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა, ვიდრე ოდესმე.

ხანგრძლივი თავშეკავების შემდეგ მოსახდენი მოხდა და საყვარელი მამაკაცის წყალობით, უბედნიერეს ქალად ვიქეცი. მის მიმართ ძლიერი სიყვარული ვიგრძენი. ახლა უკვე იმ დღეს ველოდი, როცა რომანტიკული ვახშმის დროს ცალ მუხლზე დაჩოქილი წითელ კოლოფს გახსნიდა და ცოლობას მთხოვდა. მაგრამ, ეს ყველაფერი აუხდენელ ოცნებად დარჩა.

ხუთჯერ ვიწექით ერთად და ყოველი ინტიმისას ერეკლე უფრო და უფრო უხეში ხდებოდა, ტკივილს მაყენებდა. ერთი პერიოდი სხეულზე სილურჯეები დამეტყო. სილურჯეები მარცხენა მკლავზე დედაჩემმაც შემამჩნია და მამასთან ერთად აუტანელი დაკითხვა მომიწყო. დიდი კამათის შემდეგ მშობლები დავაჯერე, რომ უნივერსიტეტის კიბეზე ფეხი დამიცდა და უხერხულად დავეცი.

ერეკლესთან სექსი სიამოვნებას კი არ მგვრიდა, სერიოზულ ტკივილს მაყენებდა. ის მხეცივით მხვდებოდა და თმებით ლოგინისკენ მიმათრევდა. თავიდან ჩემდამი ასეთი მოპყრობა ძლიერ სიყვარულს მივაწერე და ვფიქრობდი, რომ ამაში საგანგაშო არაფერი იყო, მაგრამ, როცა ყელზე ქამარი გადამიჭირა და კიდურებით საწოლზე მიმაბა, მივხვდი, ერეკლე ნამდვილად არ იყო ის კაცი, რომელსაც სიცოცხლეს მივუძღვნიდი, რომელიც მუდამ მეყვარებოდა. ერეკლემ მე გამაუპატიურა.

გამთენიისას, როცა ჯერ კიდევ საწოლზე ვეგდე შიშველი, ერეკლე სავარძელში იჯდა და ამაზრზენი სახით მიყურებდა. მისმა დაჟინებულმა მზერამ ჩვენი გაცნობის დღე გამახსენა საერთო მეგობრების ქორწილში და უეცრად გულისრევის შეგრძნებამ თავბრუ დამახვია.

იმის გააზრებაც მტანჯავდა, რომ ის ადამიანი, რომელიც მიყვარდა და პატივს ვცემდი, გასართობი ნივთივით მიყენებდა და მაუპატიურებდა. ერეკლე შანტაჟისტი მხეცი აღმოჩნდა. მასთან არაერთხელ ვცადე ურთიერთობის გაწყვეტა, მისგან დამალვა: მობილური საერთოდ გავთიშე და დროებით სოფელში გავემგზავრე. რა თქმა უნდა, მშობლები ხვდებოდნენ, რომ სიყვარულში იმედები გამიცრუვდა, მაგრამ, ჩემი გაუპატიურება ნამდვილად ვერ წარმოედგინათ. დედა ხშირად მეფერებოდა და გამაღიზიანებელ ლექციებს მიკითხავდა იმის შესახებ, რომ დღეს კაცები მხოლოდ გართობაზე ფიქრობენ და მათთან ურთიერთობისას ფრთხილად უნდა ვიყო.

ქალაქში დაბრუნებულს, მეგონა, ყველაფრის დავიწყებას შევძლებდი და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ამას დიდი დრო დასჭირდებოდა, მაგრამ, ერეკლე დაბრუნდა და დამაშანტაჟა – მშობლებზე და შენს მეგობრებზე იფიქრეო. ულტიმატუმი  წამიყენა: თუ კვირაში ერთხელ მაინც მასთან სექსი არ მექნებოდა, ჩემი ოჯახის წევრებს ხელის თითებს დააჭრიდა.

ვერ წარმომიდგენია, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება, რომ მე მსხვერპლი ვარ და ახლობლების დასაცავად პატიოსნება მტკივნეულად მელახება. ნუთუ მარტო მე ვარ ასეთ დღეში? ნუთუ მხოლოდ მე ვიტანჯები? ღმერთო, მაკანკალებს იმაზე ფიქრი, რომ მე ვიღაცა მანიაკის სათამაშო გავხდი. ახლა თავი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გმირი მგონია. ვერ ვხვდები, რა საერთო უნდა ჰქონოდათ ჩემი დიდი ხნის მეგობრებს, ანასა და მამუკას, ერეკლესნაირ ფსიქოპათთან? უნდა ვაღიარო, ერეკლე მანდილოსნების მოხიბვლის ნამდვილი ოსტატია. ღმერთმა იცის, მისთვის მერამდენე სათამაშო ვარ.

დიდხანს ვფიქრობდი, სად უნდა მეძებნა ასეთი სიტუაციიდან გამოსავალი. ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ მაინც გავბედე და ახლა თქვენი ჟურნალის მეშვეობით ვუყვები საზოგადოებას ჩემი უიღბლო სიყვარულის ამბავს.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არც ერთი ხსენებული სახელი ნამდვილი არ არის. საშინელ გაუგებრობაში ვარ, ცხოვრება მენგრევა. არ მინდა სიცოცხლეზე ხელის აღება. ყოველთვის მებრძოლი ვიყავი და, დარწმუნებული ვარ, ახლა არაფერზე დავიხევ უკან. ოღონდ, დახმარება მჭირდება, სამწუხაროდ, მხოლოდ ლოცვა და ვედრება არაფერს მიშველის.

ელენე, 20 წლის.

ფსიქოლოგის რჩევა

ასე ცხოვრება გაგიჭირდებათ, შეიძლება, ფსიქიკა შეგერყათ. ამ პრობლემას მარტო ვერ გაუმკლავდებით. აუცილებლად უნდა ჩააყენოთ საქმის კურსში თქვენი მეგობრები, ვისგანაც ერეკლე გაიცანით; ასევე, მშობლები (დედა მაინც), მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება ძალიან ძნელია. გარდა ამისა, აუცილებლად მიმართეთ გამოცდილ ფსიქოლოგს და იარეთ მასთან კონსულტაციებზე. გულს ნუ გაიტეხთ. ფარ-ხმალი არ დაყაროთ. თუ სწორად და თამამად მოიქცევით, აუცილებლად გათავისუფლდებით პრობლემისგან.

скачать dle 11.3