კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოზიტიური, ლამაზი და ფერადი „დილა“ GDS-ის მაყურებლისთვის

GDS TV-HD გასართობი და შემეცნებითი არხია, რომლის მაყურებელიც 13-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ერთიანდება. სეგმენტი განპირობებულია სატელევიზიო ბადეში არსებული გადაცემების შინაარსითა და ფორმით. ახალი არხის ეთერში გადის, როგორც ახალგაზრდული პროექტები, ასევე შემეცნებითი გადაცემები. ძალიან მალე კი GDS მაყურებელს სიახლეს სთავაზობს. ლამაზი და ნიჭიერი წამყვანებით 2-საათიანი დილის გადაცემა გავა ეთერში, რომელიც ორი ჯგუფით არის დაკომპლექტებული. ჩვენი რესპონდენტები ამჯერად არიან: ნინო კვანტრიშვილი, ანი მამულაშვილი და ლაშა რამაზაშვილი.

ნინო კვანტრიშვილი: სამივე ერთ ჯგუფში ვართ: მე შოუ-ბიზნესის წამყვანი ვარ, ანი – კულტურის, ლაშა კი ჩვენი მთავარი წამყვანია.

– როგორ მოხვდით ამ პროექტში?

ნინო: გასულ წელს ქასთინგი რომ გამოცხადდა, დამირეკეს, მოვედი და, იმისთვის, რომ „დილაში“ მოვხვედრილიყავი, რამდენიმე ტური გავიარე.

ანი მამულაშვილი: მე პირადად, ქასთინგის შესახებ „ფეისბუქის“ საშუალებით გავიგე. რამდენიმე ტური გავიარეთ. ამის შემდეგ ძალიან სერიოზულად ვემზადებოდით, ჩაგვიტარდა მეტყველებისა და ფსიქოლოგიის გაკვეთილები, მოვემზადეთ და, მგონი, უკვე ყველანაირად მზად ვართ გადაცემისთვის.

– GDS-ში მოსვლამდე რას საქმიანობდით?

ანი: პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ვმუშაობდი „იმედში” და „რუსთავი 2-ში.” ახლა აქ ვარ და ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს.

ნინო: დავამთავრე ESM და „ჯიპა” ფიარის განხრით. სკოლის დამთავრების შემდეგ სულ ვმუშაობ. ვიყავი მოდელიც, მაგრამ, ხელს მიშლიდა მუშაობაში და შევეშვი სამოდელო ბიზნესს.

ლაშა რამაზაშვილი: ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსზე ვსწავლობ. 14 წლის განმავლობაში ჩოგბურთს ვთამაშობდი, მერე კი ტრავმა მივიღე და თავი დავანებე. ქასთინგის შესახებ რომ გავიგე, GDS-ში მოვედი. რადგან სპორტსმენი ვიყავი, თავიდან სპორტულ სიახლეებს ვაკეთებდი, მერე კი მთავარ წამყვანად ამოვყავი თავი.

– ქართულ არხებზე დილის გადაცემების კონკურენცია საკმაოდ დიდია. 

ნინო: მართლა დიდი კონკურენციაა, მაგრამ, დარწმუნებული ვართ, ჩვენ საუკეთესო „დილა“ გვექნება.

ანი: ზოგადად GDS-ის ფორმატია განსხვავებული, რის გამოც, ჩვენი „დილა“ ყველაზე საინტერესო და პოზიტიური იქნება. ძალიან ლამაზი და ყველაზე ფერადი სტუდია გვაქვს. ჩემი აზრით, ყველაზე ყურებადი „დილა“ GDS-ზე იქნება.

ლაშა: მამაკაცი რომ გადმორთავს ჩვენს არხზე და ასეთ ლამაზ გოგონებს დაინახავს, არა  მგონია, ამის მერე სხვა არხზე გადართოს. „დილა“ იქნება შემეცნებითი, რისი საშუალებითაც ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობს ჩვენი მაყურებელი. ეთერში გავალთ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 8-დან  10 საათამდე. 

ანი: საკმაოდ ცხელი ზაფხული გველოდება,  რადგან, აგვისტოშიც კი ეთერში ვიქნებით.

– რა რუბრიკებს მოიცავს თქვენი „დილა“?

ნინო: იქნება შოუ-ბიზნესი, კულტურა, „ფეისბუქი“, სპორტი და გარე ჩართვა. 

– ლაშა, ინტერვიუს ჩაწერამდე აღნიშნე, რომ მარწყვი გიყვარს ყველაზე მეტად.

– რის გამოც რაღაცეებს ვაკეთებ, ვარ კარგ ხასიათზე და, მინდა, რაღაცას მივაღწიო, ერთადერთი მიზეზი არის მარწყვი, ანუ, ჩემი ცხოვრება მთლიანად მარწყვს უკავშირდება.

ნინო: გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ – მარწყვი.

– ერთმანეთში ყველაზე მეტად რა მოგწონთ?

ნინო: ანი ძალიან თავდაჯერებული გოგოა. რაც მთავარია, არის პირდაპირი – ცუდია თუ კარგი, მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანს ყველაფერს პირდაპირ ეუბნება. ლაშა გამორჩეულად მიყვარს, რადგან ჩემთვის ყველაზე საყვარელი ბიჭია, ვისაც ვიცნობ; ყველაზე კეთილი და დადებითი ადამიანია. ძალიან ახლო მეგობრები ვართ და ერთმანეთი ძალიან გვიყვარს. რაც მთავარია, მთელ GDS-ში ყველაზე სიმპათიური ბიჭია.

ანი: ლაშას თვალებში რომ შეხედავ, არ შეიძლება, არ შეგიყვარდეს. მისგან ძალიან კარგი ენერგია მოდის. რაც შეეხება ნინოს, რაც უნდა ცუდ ხასიათზე იყო, ისეთ რაღაცას გეტყვის, აუცილებლად გაგეღიმება.

ლაშა: ნინო ჩვენი ენერგიის წყაროა. ანი ძალიან პირდაპირი და თავდაჯერებულია. ვმეგობრობთ და მისი გამოცდილება ძალიან გვეხმარება მუშაობაში. 

– გამოდის, რომ ერთმანეთს ავსებთ.

ანი: კი, ნამდვილად. ჩვენს ჯგუფში კიდევ გვყავს წამყვანები: ლაშას მეწყვილე, მაკო მჭედლიშვილი, რომელიც ამჟამად ამერიკაშია; ასევე, გვყავს ნუცა მესტუმრიშვილი და სპორტის წამყვანი – გეგი კიკაბიძე. 

ნინო: მაყურებელს ვეტყვი, რომ დაელოდოს ჩვენს „დილას“, რომელიც მთელ საქართველოში ყველაზე მაგარი იქნება.

ანი: სხვანაირად გათენდება მაყურებლის დილა, როცა მას GDS „დილასთან“ ერთად დაიწყებს. ჩვენთან არ იქნება პოლიტიკა და მძიმე თემები,  ჩვენთან მხოლოდ პოზიტივი და კარგი განწყობაა.

скачать dle 11.3