კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდნენ „ევროვიზიაზე“ ლიდერები და გამარჯვების პრეტენდენტები ქართველი კონკურსანტები და რატომ შეიცვალა ფინალამდე მათ მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად

„ევროვიზიის“ კონკურსიდან‚ ალბათ‚ დიდ შედეგებს არავინ ელოდა, მიუხედავად იმისა, რომ სოფო გელოვანისა და ნოდიკო ტატიშვილის დუეტი ღირსეულად წარდგა და მათი ნამღერი ერთ-ერთი გამორჩეული იყო. სექტემბრიდან სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ტურის მოწყობას აპირებენ. 

სოფო გელოვანი: შეიძლება, ვიღაცას მოსწონდეს ეს „ევროვიზია“, ვიღაცას – არა, მაგრამ, ფაქტია, რომ ეს ძალიან მასშტაბური კონკურსია და მომღერალს დიდი გამოცდილება ეძლევა. თან, საოცარ კომფორტს გიქმნიან და ნამდვილად ღირს მასში მონაწილეობა. რაც შეეხება შედეგებს, ფავორიტებად მოვიაზრებოდით და ჟურნალისტები იმასაც გვეკითხებოდნენ, სად ჩაატარებთ „ევროვიზიას“ – თბილისში თუ ბათუმშიო. ბუქმეიკერებში საუკეთესო ადგილებზე ვიყავით. შემდეგ რა მოხდა და რატომ მოხდა, ნამდვილად არ ვიცით. ფინალამდე ყველაფერი სხვანაირად იყო და მერე უცბად შეიცვალა ჩვენ მიმართ დამოკიდებულება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ 3 000 ჟურნალისტის გამოკითხვის შემდეგ, რომლებიც კონკურსს ესწრებიან და აკვირდებიან გამომსვლელებს, მივიღეთ პრესის ჯილდო‚ ანუ 39 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე გაგვიყვანეს ფინალამდე ერთი საათით ადრე. 

ნოდიკო ტატიშვილი: წინა წელს ეს ჯილდო ლორენამ აიღო და, რეალურად, ვინც ამ პრიზს იღებს, ის სამეულში ყოველთვის ხვდება.

სოფო: როდესაც მონაწილეებს ეკითხებოდნენ, ვინ არის თქვენი ფავორიტიო, ყველა ჩვენ გვასახელებდა და ეს იყო ჩემთვის დიდი სიხარული.

ნოდიკო: როდესაც ვამბობდით, შეიძლება, ფინალშიც ვერ გადავიდეთო, ჟურნალისტებიც და მონაწილეებიც, ყველანი გვეუბნებოდნენ: რას ბოდავთ, ვინმე განიხილავს იმას, რომ თქვენ ფინალში ვერ მოხვდებითო?! გადავედით ფინალში და, მერე‚ რა თქმა უნდა‚ ვფიქრობდით, საქართველოს არავინ გაამარჯვებინებდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა‚ გვქონდა იმედი, რომ სამეულში მაინც მოვხვდებოდით. ორგანიზატორებს, ხელმძღვანელებს, რომლებიც გამარჯობასაც კი არ ეუბნებიან ყველას, ქართულ დელეგაციასთან ისეთი დამოკიდებულება ჰქონდათ, ეს უფრო გვიხაროდა. იყო ქება-დიდება, მოლოცვები, ჩახუტება, რაც აბსოლუტურად აღარ იყო 18 მაისს, კონცერტამდე. სითბოს მაინც გამოხატავდნენ, თუმცა, არა იმ დოზით, როგორც მანამდე. 

სოფო: ხმის მიცემის დროს მე და ნოდიკო ერთად ვისხედით და ერთმანეთს ვეკითხებოდით: რა ხდება? – მაგრამ, პასუხი ვერ მივიღეთ. გვერდით მეჯდა შვედი კომპოზიტორი, რომელმაც ჩვენი სიმღერა დაწერა და დარწმუნებით გვეუბნებოდა: დაწყნარდით, დამშვიდდით, თქვენ სამეულში ხართო.

ნოდიკო: მერე მას ნათია უზნაძე „ნატვრის ხეში“ სესილია თაყაიშვილის გმირს ადარებდა – ხმას რომ არ იღებს და, გაოგნებული, ჟესტებით რომ გამოხატავს ყველაფერს. ჩვენი კომპოზიტორი ხელებგაშლილი გვიყურებდა – აბსოლუტური შოკი იყო მისთვის. ჩემთვის, სოფოსთვის, ქართული დელეგაციისთვის ეს არ ყოფილა ტრაგედია – ვაიმე, ეს რა გვიქნესო, რადგან, 18-ში უკვე ჩანდა ეს დამოკიდებულება, არა აგრესიული, მაგრამ, მანამდე არსებული თბილი დამოკიდებულებისგან რადიკალურად განსხვავებული.

სოფო: ბუქმეიკერების ხუთეული გამართლდა, მხოლოდ ჩვენ ამოვვარდით. 

ნოდიკო: ვერ გაარტყეს – არა; მათი მონაცემები ზუსტი იყო. ფაქტია‚ რაღაც მოხდა, მაგრამ, რა – არ ვიცით.

სოფო: თითქოს ყველამ ერთად შეკრა პირი. 

ნოდიკო: ჩვენ დაგვასახელეს ყველაზე ელეგანტურ, ემოციურ დუეტად.

სოფო: რაც მთავარია‚ ფინალში ბოლო ნომრისკენ მოგვიტოვეს, ლიდერები ჩასვეს ბოლოსკენ, ანუ, ვინც გაიმარჯვა‚ ყველა ბოლოს მღეროდა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის მხარდაჭერა იყო – უცხოეთში მცხოვრები ქართველებისგან ვიგრძენით დიდი მხარდაჭერა. თან, გვწერდნენ: სად წავიდა ჩვენი ზარები, სად წავიდა ჩვენი ესემესებიო. 

ნოდიკო: სულ გვეკითხებოდნენ: ისეთი შეწყობილია თქვენი ხმები, ალბათ‚ დიდი ხანია‚ ერთად მღერითო. რომ ვეუბნებოდით‚ სულ რაღაც ორჯერ გვაქვს ერთად ნამღერიო, უკვირდათ. ამის მერეც ვიმღერებთ ერთად, კარგი რაღაცეებია დაგეგმილი. ბევრმა სოფოს ჰკითხა: შენ და ნოდი მხოლოდ სცენაზე ხართ პარტნიორები და მეგობრებიო? მე ვპასუხობდი: სოფოს ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და შვილი-მეთქი.

სოფო: აბა, როგორ თამაშობთ ასე კარგად შეყვარებულ წყვილს, როგორი შემღერებულები ხართო... ბედნიერი ვარ, რომ „ევროვიზიაზე“ მოვხვდი, ძალიან ბედნიერი წუთები იყო. თან, საოცარი ჯგუფი შედგა და მადლობა ამისთვის შემოქმედებით ჯგუფს, რეჟისორ ლაშა ონიანს, რომელმაც მთელი სული და გული ჩადო. 

ნოდიკო: ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგა და დაგვეხმარა. ავთანდილს, რომელმაც არაფერი დაიშურა და, ამიტომაც, ყველა სოფოს კაბაზე ლაპარაკობდა. 

სოფო: ყველა მონაწილე ლაპარაკობდა ჩემს კაბაზე, ბონი ტეილორი ხომ, საერთოდ გადაირია. რუსებმა დაწერეს: ყველაზე „შიკარნი“ კაბა.

ნოდიკო: ჩემთან ერიდებოდათ და მეუბნებოდნენ: არა, შენც ლამაზად გამოიყურებიო. მე ვპასუხობდი: არ არის პრობლემა, მეც ვაფრენ ამ კაბაზე-მეთქი. ფინალამდე სხვადასხვა გადაცემიდან გვირეკავდნენ და გვითანხმდებოდნენ მიწვევაზე, რადგან, ყველა დარწმუნებული იყო, რომ გავიმარჯვებდით. „ნიუს ტივიმ” დარეკა: ზაფხულში გვაქვს დაჯილდოება და, მოკლედ, რადგან თქვენ იმარჯვებთ‚ უკვე დაჯავშნილები ხართ ამ გადაცემისთვის, „ევროვიზიის“ მერე დაგირეკავთ დეტალებზეო. „მალახოვის შოუდან“ გვქონდა პირდაპირი ჩართვა, მაგრამ, აღარ ჩავერთეთ, რადგან, ამის სურვილი არ გვქონდა. ანუ, წინასწარ რეკავდნენ ტელევიზიებიდან, გვითანხმდებოდნენ, რომ ფინალის შემდეგ ჩავრთულიყავით. ჟურნალისტები მოდიოდნენ და წინასწარ გვილოცავდნენ. ამას ჯობია, რომ ფავოროტი არ იყო, რადგან, ამ ყველაფერმა შინაგანად აჟიტირებული გაგვხადა და ძალიან გვიხაროდა. ვიყავით ოფიციალური ლიდერები, ფავორიტები, თუმცა, ჯობდა, არ ვყოფილიყავით. 

სოფო: ყველაფერი იმდენად იდეალურად მიდიოდა, თუნდაც ჩვენი ურთიერთობა, რომ, ვიფიქრეთ, ასეთივე იდეალური დასასრული ექნებოდა.

ნათია უზნაძე („საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საერთაშორისო პროექტების პროდიუსერი): სხვა დელეგაციებს თუ ჰყავდა 10 ფანი, ამათ ჰყავდათ 100 ფანი. პირველი რეპეტიციის შემდეგ მივედით „ევროკლუბში“ და დაგვახვედრეს ჟურნალისტების სია: 10 ჟურნალისტს უნდა გასაუბრებაო და ეს 10 არასდროს დამთავრდა, გახდა 100. ბოლოს ისე ვიყავით, არაფერი აღარ გვინდოდა. ჩვენ ვიდექით, ვიდექით, სხვა კონკურსანტები კი მოდიოდნენ და მიდიოდნენ. 

სოფო: პრესკონფერენციებზე ხშირად გვამღერებდნენ ქართულ სიმღერებს.

ნათია: ოფიციალურად გამოაცხადეს: „ევროვიზია 2013-ის“ ყველაზე ელეგანტური, სიმპათიური წყვილი არის სოფო და ნოდი! მათ ჩაცმულობაზე, სიმღერაზე, ქორეოგრაფიაზე ლაპარაკობდა ყველა. ქუჩაში რომ იტყოდი – „ჯორჯია“, მაშინვე იწყებდნენ სიმღერის შესრულებას. ყოველდღე გაზეთებში ხომ იწერებოდა ნოდიზე და სოფოზე, ბოლოს, რომ ამოწურეს მათზე ყველაფერი, ჩემზე და ვიზუალური სამსახურის უფროსზე გადმოვიდნენ. ერთხელ‚ წავედით „ევროკლუბში“ და ვამბობდით, ნეტავი, არ წავსულიყავითო. ისეთი ამბავი ხდებოდა, სოფოს ოქროსფერი კაბა ბოლოს დაფლეთილი იყო... შვიდი წელია‚ „ევროვიზიაზე“ დავდივარ და, რაც წელს ხდებოდა საქართველოზე, ასეთი რამ აქამდე არ მომხდარა. მოდიოდნენ კონცერტის წინ დელეგაციის ხელმძღვანელები და მეუბნებოდნენ: მომავალ წელს ჩვენ ჩამოვალთ, გვერდში დაგიდგებით და, რაშიც დაგჭირდებით, დაგეხმარებითო... წარმოიდგინე‚ ასე მიდის ყველაფერი და, უცებ... ეს იყო ყველაზე დიდი იმედგაცრუება, რაც კი მქონია „ევროვიზიაზე“. პრესის წარმომადგენლებს მინდა ვუთხრა ერთი რამ, რომლებიც წერენ: რატომ შეგვჭამეს პრესის ჯილდოთი. ეს მათი კოლეგების დაწესებული ჯილდოა და არასდროს მიუღია საქართველოს. 5 000-ზე მეტი კაცია აკრედიტებული – 3 000 ჟურნალისტი და 2 000 ბლოგერი და ისინი გიწესებენ ამ ჯილდოს და, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგის მანიშნებელია. კრიტიკაზე ადვილი არაფერია, მაგრამ, იქნებ, დაუმსახურებელი კრიტიკისგან შევიკავოთ თავი. დიდი მადლობა სოფოსა და ნოდის, რომ არ დაიშურეს ენერგია, ძალა... მე ვარ ამაყი, როცა „ევროვიზიაზე“ ისმის საქართველო, გამოდიან მომღერლები და, მით უმეტეს, წელს, მე ბოლო წუთებამდე ძალიან ამაყი ვიყავი... 

ნოდიკო: ეს იყო ცხოვრების ისეთი რიტმი, რაზეც ყველა მომღერალი ოცნებობს. მადლობელი ვარ სოფოსი, მთელი ჯგუფის, რადგან, ჩვენთვის მთავარი იყო‚ ვყოფილიყავით ღირსეულები...

 

скачать dle 11.3