კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გახდება თუ არა ნატა ასათიანი პოლიტიკოსის ცოლი და როდის აქვს მას ოჯახში ხმამაღალი გარჩევები

„მეცხრე არხის“ დღის საინფორმაციო გამოშვებებში „ცხელ ამბებს“ არაჩვეულებრივი, ნატა ასათიანი მოგვითხრობს, რომელიც ჩემი არასუბიექტური აზრით, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სატელევიზიო სახედ ჩამოყალიბდება, თავისი უშუალობით, წამყვანის გულწრფელი და ადამიანური დამოკიდებულებით ამა თუ იმ ამბის მიმართ. ნატას ოჯახის წევრებს, სხვადასხვა პოზიციით ხშირად ვხედავთ ამა თუ იმ პოლიტიკურ თოქ-შოუში. ნატაც მიჩვეულია განსხვავებული აზრის მოსმენასა და პატივისცემას, რაც ასახულია მის დამოკიდებულებაზე მედიის მიმართ.

 ნატა ასათიანი: „მეცხრე არხზე“ მუშაობა დავიწყე, როდესაც ეკა ბერიძის გადაცემისთვის პროდიუსერი დასჭირდათ. პროდიუსინგში მქონდა გამოცდილება და ეს ჩემთვის საინტერესო საქმიანობა იყო, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციაში ვწერდით დებატებს საპარლამენტო ოპოზიციასა და მაჟორიტარ დეპუტატებს შორის რეგიონალური ტელევიზიებისთვის. ასე რომ, ეკას შემოთავაზება დიდი სიხარულით მივიღე, მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. თან, ეს იყო ყოველდღიური გადაცემა, ლაივ-ფორმატის, ჩემთვის მნიშვნელოვან თემებზე. არხის რეორგანიზაციისა და ახალ ოფისში გადასვლის შემდეგ, ლუბა ელიაშვილმა და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, იმედა დარსალიამ, შემომთავაზეს საინფორმაციო გადაცემის წამყვანობა, რასაც სიხარულით დავთანხმდი. ცოტა კი მეშინოდა, რადგან რამდენიმე წელი გავიდა „პირველი არხის“ დილის გადაცემის შემდეგ და ეკრანზე აღარ გამოვჩენილვარ. ვნერვიულობდი, მაგრამ ყველა ძალიან დამეხმარა. 

– საინფორმაციო სხვა ჩარჩოებს მოითხოვს, სხვა დამაჯერებლობა სჭირდება.

– თერთმეტი წელი რადიოში ვიმუშავე, აქედან, ძალიან დიდი ხანი ვიყავი საინფორმაციოს წამყვანი. მაგრამ, ტელეეთერი კიდევ სხვაა. ელემენტარულად, სხვანაირად უნდა გეცვას, აკადემიური სტილი უნდა მოირგო. ამდენწლიანი პაუზა მანერვიულებდა. ყოველდღიურად ეთერში ჯდომის დროს, ამ ყველაფერს ისე ეჩვევი, რომ შენი ყოველდღიურობის ნაწილი, ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. მაგრამ, ამ სფეროს სპეციფიკაა ისიც, რომ ძალიან მალე ამოვარდები ფორმიდან და მერე ცოტა შიში გაქვს დაბრუნებასთან დაკავშირებით. სწორედ ამ საჭირო უნარ-ჩვევებისა და დამაჯერებლობის დაბრუნებაში დამეხმარნენ იგივე ლუბა, იმედა, ყველა პროდიუსერი და წამყვანები: სოფო ჩაკვეტაძე და ნინო ვარდოსანიძე. მათი ძალიან მადლობელი ვარ. ძალიან დამეხმარა, ასევე, ჩემი მეგობარი და თანამშრომელი ლაშა ოსიტაშვილი, რომელმაც აქ მოსვლის დღიდან გადაწყვიტა, რომ ეთერში უნდა ვმჯდარიყავი (იცინის). ჩემთვის ეთერში ყოფნა მთავარი მიზანი არასდროს ყოფილა. ყოველთვის მთავარია, ეთერში თუ მის გარეთ საქმეს ვაკეთებდე და მოსახლეობას სწორ ინფორმაციას ვაწვდიდე.

– როგორი იყო პირველი ეთერი და პირველი შეფასებები? შენი ოჯახის წევრები, ალბათ, გამადიდებელი შუშით გიყურებენ.

– საშინლად ვნერვიულობდი მეც, თან თავისუფალი ტიპის, გასართობი გადაცემის შემდეგ, ძალიან რთულია. ვერ გაჩუმდები, ვერ დააფიქსირებ შენს აზრს, განწყობით, დამოკიდებულებით უნდა გადმოსცე ემოცია. აქ მთავარია, ძალიან კარგად გესმოდეს ის ამბავი, რომელიც მაყურებელს უნდა გააგებინო. მოდუნების და იმის თქმის უფლება არ გაქვს, რაღაც ვერ გავიგეო. ადამიანი ხარ და შენი დამოკიდებულება გაგაჩნია. ამიტომ, ზუსტად ზღვარია ძალიან რთული დასაცავი ორ მომენტს შორის – არც უბრალოდ კითხულობდე ტექსტს და არც თავს ახვევდე ვინმეს შენს დამოკიდებულებას. მოკლედ, რთული ამბავია...

– ოჯახი როგორ შეხვდა შენს გადაწყვეტილებას?

– დადებითად. ხან მიყურებენ ხან, არა. ვერ გეტყვი, რომ მთელი ოჯახი ერთად, სავარძლებში მოკალათებულები კმაყოფილი სახეებით, არც ერთ საინფორმაციო გამოშვებას არ ტოვებენ-მეთქი, მაგრამ შიგადაშიგ მიყურებენ, მოსწონთ, რჩევებსაც მაძლევენ. თავადაც ვხვდები, რომ რაღაცეები დასახვეწია. ირმას და ბექას რჩევები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

– თმის ფერის გაღიავებამ იმიჯზე ხომ არ იმოქმედა, ხომ არ დააყენა დღის წესრიგში საინფორმაციოს წამყვანობამ უფრო მუქი, კლასიკური თმის ფერის მოთხოვნა?

– როგორც აღმოჩნდა, ქერა ქალებთან დაკავშირებული სტერეოტიპი არცთუ ბოლომდე შეესაბამება სიმართლეს და რადგან, სანამ შევიღებავდი, ამის შიში მქონდა – ვნერვიულობდი დამოკიდებულებაზე, როგორ შეხვდებოდნენ. თან, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ქერად არ ვითვლები, საქართველოში ყოველთვის ქერა გოგო ვიყავი. ახლა უბრალოდ, ტონალობაა ოდნავ განსხვავებული და ეს ტონალობა დამოკიდებულებაში არ აღიქმება. ეტყობა, მკვეთრი ყვითელი თმა უფრო განსხვავებულად მოქმედებს. თმაზე საუბარი არ გვქონია. ძალიან  კარგი მხატვრები გვყავს, რომლებიც გამოსახულებასა და მათ შორის წამყვანების ვიზუალზე ზრუნავენ. მათ თვალდახუჭული ვენდობი. 

– პოლიტიკური პოზიციების განსხვავებულობა არხსა და შენი ოჯახის წევრებს, ან შენს პირად დამოკიდებულებას შორის, როგორ გვარდება?

– ეს პრობლემა არჩევნებამდე იდგა. იმისთვის, რომ ტელევიზიაში მუშაობის უფლება გქონოდა, ერთაზრობრივ ორბიტაზე უნდა ყოფილიყავი ქვეყნის მმართველ ძალასთან, მაშინ იქნებოდი წამყვანი, გექნებოდა სუნთქვის უფლება. არ უნდა გეოცნება იმაზე, რომ რომელიმე პრონაციონალურ არხზე მუშაობას დაიწყებდი, მაშინ, როცა მეუღლე მკვეთრად გამოხატული ოპოზიციონერი იყო. ასე იყო ქმარიც, დაც, დედაც და თვითონ მეც. არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის ვიცოდი და ეს მუშაობამაც მაჩვენა, რომ იქ აბსოლუტურად გახსნილი ველია, სრული სარედაქციო თავისუფლება გვაქვს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სრულიად გულწრფელი ვარ ამაში და ეს თავისუფლება ძალიან დიდ კომფორტს უქმნის თითოეულ თანამშრომელს. ამას წლების განმავლობაში მოკლებული ვიყავი და მიხარია, რომ სწორედ ამ პერიოდში ვარ „მეცხრე არხის“ თანამშრომელი. მეცხრე არხი ჯერ ერთი წლისაა და წინ არაერთი საინტერესო გეგმა აქვს განსახორციელებელი, შემიძლია გაგიმხილოთ, რომ ძალიან მალე არხი ორ ახალ, მასშტაბურ თოქ-შოუს შემოგთავაზებთ. ძალიან საყვარელი და ცნობილი წამყვანებით, რომელთა ვინაობასაც ჯერ ვერ გაგიმხელთ. ასევე, სულ მალე, არხის დაფარვის არეალიც გაიზრდება, რაც, ასევე, მნიშვნელოვანია ერთი წლის ტელევიზიისთვის. 

– სახლში რა ადგილი უკავია პოლიტიკას?

– უდიდესი. საერთოდ, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ძალიან მიკვირს, როდესაც ვინმე ამბობს, სრულიად აპოლიტიკური ვარო. როგორ შეიძლება, არ გაინტერესებდეს ის, რაც მომავალში განსაზღვრავს, თუ როგორ სკოლაში ისწავლის შენი შვილი, რამდენად კომფორტული იქნება შენი სამუშაო გარემო და სხვა. დღევანდელ დღეს თქვა აპოლიტიკური ვარო – ქვეყნის ღალატია. ასეთი რაღაცეები გამოვიარეთ ამდენი წლის განმავლობაში და უცებ დღეს შეგეძლოს ათ საათზე ოფისში მიდიოდე, ექვს საათზე გამოდიოდე და საერთოდ არ გაინტერესებდეს რა ხდება ქვეყანაზე. რა კანონებს იღებენ და ცვლიან, რომელიც ხვალ შენს ცხოვრებაზე აისახება, როგორ შეიძლება არ გაინტერესებდეს?! აქედან გამომდინარე, ჩემი ოჯახის ცხოვრებაში, მით უმეტეს, რომ ჩემი მეუღლე მთლად პოლიტოლოგია, პოლიტიკაზე საუბარს უდიდესი ადგილი უკავია.

– ალბათ, სულ მსჯელობა და ყაყანია.

– თუ ჩვენთან მოსულია ირმა, ჩემი დაც ჩამოსულია პრაღიდან, მაშინ სახლიდან უნდა წახვიდე, ისეთები ხდება. ვიღაცა  ვიღაცას არასდროს ეთანხმება და სულ არის ძალიან ხმამაღალი მსჯელობა (იცინის). მაგრამ ეს ძალიან მომწონს, ეს ცხელი გარჩევები მირჩევნია, ვიდრე უემოციოდ და ურეაქციოდ დატოვება იმ მოვლენებისა, რაც ქვეყანაში ხდება.

– როგორ შეხვდები იმ ფაქტს, რომ შენმა მეუღლემ პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტოს?

– სრულიად დადებითად და შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ასეც მოხდეს. ამის განათლებაც აქვს. ალბათ, წავა, მაგრამ უფრო კონკრეტულად ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან სულ ეს არის ის ინფორმაცია, რაც ახლა მაქვს. 

– შენს შვილზეც მომიყევი, ეთერს გარეთ ცხოვრებას, ალბათ, მთლიანად ის ავსებს.

– კი, სამსახური და შვილი, სხვა არაფრის დრო აღარ მრჩება. დღის ეთერია, მაგრამ სხვა დროსაც სულ სამსახურში ვარ, თან ვსწავლობ ჩემი კოლეგებისგან და თან, ვმუშაობ. სამსახურის გარეთ მხოლოდ ჩემი რეზიკოა, რომელთანაც გაცილებით მეტი დროის გატარება მინდა და სულ ვფიქრობ, იქნებ, ეს ყველაფერი არ ღირს იმად, რასაც რეზიკოს ვაკლებ-მეთქი. სულ სინდისის ქენჯნა და დისკომფორტი მაქვს ამის გამო. ამ ხელისუფლებამ დაიწყო ცვლილებები შრომის კოდექსში, იმედი მაქვს, ამ მიმართულებით სამუშაოებს გააგრძელებენ, დაიხვეწება დეკრეტული შვებულების აღების ვადებიც და დედებს ექნებათ უფლება, მეტი დრო გაატარონ პატარებთან.

скачать dle 11.3