კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ჯოჯოხეთი მოუწყვეს ციხეში თემურ გვალიას ძმებმა ახალაიებმა და რა ლექსი მიუძღვნა მან ნაციონალებს

ეკა კვალიაშვილის ყოფილი მეუღლე, მსახიობი თემურ გვალია ციხიდან სულ ცოტა ხნის წინ –  გასული წლის ნოემბერში გამოვიდა. ის ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით ქსნის ციხეში იჯდა. სამწუხაროდ, ამნისტია არ შეეხო და სრული ორი წელი მოიხადა. ამბობს, რომ ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოიარა და ამ ჯოჯოხეთს ხშირად ოდიოზური ძმები ახალაიები აწყობდნენ ციხეში.

თემურ გვალია: შარშან ნოემბერში გამოვედი ციხიდან. ამჟამად გოგა პიპინაშვილის საბავშვო თეატრში ვმუშაობ. ვარ მიშა თუმანიშვილის თეატრშიც. ახლახან დაარსდა „რეგიონ ოპერაც” და იქ მთავარ რეჟისორად ვმუშაობ. ძალიან დემორალიზებული და დანევროზებული გამოვედი, ნელ-ნელა მოვდივარ აზრზე. ეს პირველი საპატიმრო ვადა არ იყო ჩემთვის, პირველად 2007-ში დამიჭირეს, მაშინაც ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით. ბრალად მედებოდა სამი სახეობის ნარკოტიკის მოხმარება... არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი, არ მსიამოვნებს... დაძაბული სიტუაცია იყო მაშინ თბილისში, ომები და, მეც შევეჩვიე ამ უბედურებას. ჩვენი თაობის პრობლემა იყო ეგ. ნახევარი სამეგობრო ნარკოტიკების გამო დავკარგე. ფაქტობრივად, ეს მეორე დაჭერა „გამიჩალიჩეს“.

– პოლიტიკური შეხედულებების გამო?

– არა, პოლიტიკა რა შუაშია? მე მანამდე აპოლიტიკური ადამიანი ვიყავი, რაც ციხიდან გამოვედი, პოლიტიკურად აქტიური მას მერე გავხდი. უბრალოდ, ამით ფულს შოულობდა მთავრობა –  საპროცესო გარიგებების საშუალებით.

– ამბობთ, რომ პატიმრების წამებასა და ცემას უშუალოდ ძმები ახალაიები ხელმძღვანელობდნენო.

– დიახ, ასეა და, მინდა ვთქვა ის, რაც აქამდე მედიის საშუალებით არსად მითქვამს. ეს იყო გახმაურებული ფაქტი: 2007 წლის აგვისტოში ციხეში შემოცვივდა სპეცნაზი, 300 კაცი და მთელი კამერა გადაატრიალეს. წარმოიდგინე, 90 კაცი ვიყავით ერთ კამერაში, ფეხზე ვიდექით. თურმე, რა ხდებოდა, იცი? ჯონდი ბაღათურია მართავდა ციხის წინ პატარა მიტინგს პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, მერე აქციას ნელ-ნელა მიემატა ხალხი და ამის გამო მოხდა, რაც მოხდა. მოგვიგონეს, რომ „ობშიაკის”  ფულს ვაგროვებდით და ტელევიზიებმაც ასე გააშუქეს, არადა, ვენტილატორის ფულს ვაგროვებდით, რომ გვეყიდა, თან ხან საჭმელი გვინდოდა, ხან სიგარეტი (იცინის) –  ელემენტარული, რაც გვჭირდებოდა. ტელეფონები მოჰქონდათ, რომ ოჯახის წევრებთან გვერეკა და ფული გვეთხოვა. მერე ამ ტელეფონების მოსმენა წავიდა და მაგაზე გაკეთდა გადაცემა, ვითომ ქურდულ „ობშიაკს” ვაგროვებდით. 49-ე კამერაში ვიჯექი და ყველა პატიმარს, ვინც კი ამ კამერაში იჯდა, ახლობლები დაუჭირეს. შემოცვივდნენ, გაგვრეკეს დილაუთენია გარეთ, კორიდორი ჰქონდათ გაკეთებული. უკან მანქანით ძმები ახალაიები მოგვყვებოდნენ, მელაძე და მთელი მაგათი ხროვა. შეგვყარეს მანქანებში ნიღბიანებმა დუბინკებით და წაგვიყვანეს რუსთავის მეორე ციხეში. მაშინ ნახევარი „ზონა” იყო, ნახევარი –  „კრიტი”. შეგვყარეს კრიტში, გვაგინებდნენ, იფურთხებოდნენ, გვცემდნენ. მე ვისიმულიანტე, ვითომ კრუნჩხვებში ჩავვარდი და ამან გადაგვარჩინა მეც და დანარჩენი ბიჭებიც. შემაგდეს კრიტში და ერთი კვირა მეძებდა ოჯახი, კაციშვილმა არ იცოდა, სად ვიყავი. არც ერთ ციხეში არ ვიყავით აღრიცხვაზე –  ახლა 2007-ის ამბებს ვყვები. ბოლოს ქსნის ციხეში გადამიყვანეს, საშინელებები გადავიტანე. საერთო სიბინძურისგან მუნი გამიჩნდა, ბეტონზე ვიწექით. უსაშინლესი საკვები იყო ციხეში, ყველას ღვიძლი დაუავადდა. საჭმელს იმხელა ქონი ჰქონდა თავზე, კომბინირებული ცხიმი, რომ რეცხავდნენ, თეფშებს ვერ აცლიდნენ. ის ორგანიზმს რას უზამდა, წარმოგიდგენია? მეექვსე ციხეში სხვადასხვა კამერაში გადავდიოდი... მეორეჯერ რომ დამიჭირეს, რაც მე გლდანის ციხეში ვნახე, ეგეთი ჯოჯოხეთი არსად მინახავს: დერეფანი ჰქონდათ გაკეთებული, მუხაძე იდგა თავის ვირთხებთან ერთად და, ვინც გამოდიოდა, ყველას ურტყამდნენ –  ახალგაზრდას, მოხუცს... ახლა რომ ვუფიქრდები, მეგრელი რომ ვარ, გვალია, ცოტა ამან მიშველა –  მთელი სამეგრელო იქ იყო შეყრილი.

– იცით მეგრული?

– არ ვიცი. მესმის, მაგრამ, ვერ ვლაპარაკობ.

საშინელებაა, კაცი ხარ, ვაჟკაცი და ვერაფერს აკეთებ. სულ ვფიქრობდი, ოღონდ დედა არ შემაგინონ-მეთქი –  დედის გინებაზე მეკეტება, შეიძლება, კაცი მოვკლა. შვილისხელა ლაწირაკმა, „ბასტიმ” წიხლი ამომარტყა და თან მეკითხება: რა იყო, გეწყინა თუ გეტკინაო. კამერაში საერთოდ საშინელება იყო, 2 ნარი იყო სულ. ფეხზე ვიდექით. კარცერებიდან ისეთი ხმები გამოდიოდა... ღამით ვუყურებდით, მიცვალებულები როგორ გაჰყავდათ საკაცით, ხალხი სიცხისგან როგორ იხოცებოდა. ექიმი ჩვენთვის არ იყო. ყველანაირად ცდილობდნენ, დავემცირებინეთ... საერთოდ აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი, ვნერვიულობ ხოლმე, რომ ვიხსენებ. თუ ვინმე ეტყოდა, ექიმი მინდაო, მივარდებოდა სპეცნაზი, გაიყვანდნენ, სცემდნენ და უკან აბრუნებდნენ, თან დაგვცინოდნენ –  კიდევ ხომ არ გინდათ მკურნალობაო. ორთაჭალის ციხეში ისეთი ანტისანიტარია იყო, მუნიანები ვისხედით იქ. 

–  ყველაზე მეტად ვინ გედგათ მხარში ამ რთულ პერიოდში?

– ჩემი მეგობრები –  გია აბესალაშვილი, გოგა პიპინაშვილი, ჩემი მეუღლე –  თეა, და-ძმა... ძალიან დამეხმარნენ.

– მგონი, ციხეში ლექსებსაც წერდით.

–  დიახ, ციხეში დავიწყე ლექსების წერა. ერთი ასეთი ლექსი მაქვს:

„ჩემისთანები აქ მრავლადა ზის,

ყველას გვაქვს ერთი დარდი,

რად არ შეგ…..რეთ 5 წლის უკან

ის ეკლიანი ვარდი“ (იცინის). 

ხომ მკითხე, ყველაზე მეტად რას ნანობ ცხოვრებაშიო. იმას ვნანობ, რომ ნაციონალებს ვუჭერდი მხარს. ციხეში მარტო მაგათი ტელევიზიები აჩვენებდა და ისეთ რაღაცეებს იტყუებოდნენ, რომ, რა ვიცი... ერთი რადიოფიზიკოსი გვყავდა, ჩუმ-ჩუმად რადიოობიექტივს ვიჭერდით და ვუსმენდით ხოლმე. ნეტავ, ახლა ახალაიას კამერაში ვიჯდე, ჯოჯოხეთად ვუქცევდი ცხოვრებას. 

–  დავანებოთ ციხის ამბებს თავი, თორემ, ძალიან დავითრგუნე. მოდი, თქვენი ახალგაზრდობის ამბები მომიყევით, სტუდენტობით დაიწყეთ...

– თეატრალურში ვსწავლობდი და მიშა თუმანიშვილის ჯგუფში მოვხვდით მე, ჩემი ბავშვობის მეგობარი ლევან აბაშიძე, გია აბესალაშვილი... მოკლედ, ვარსკვლავური ჯგუფი გვყავდა. მაშინ სულ სხვანაირი თბილისი იყო, ყველას ვიცნობდი, ვისაც კი რუსთაველზე ვხვდებოდი. ჩვენ გავაკეთეთ თეატრალურის გვერდზე სასწავლო თეატრი. ჩვენ, კონსერვატორია და სამხატვრო აკადემია…კარგად ვიცნობდით ერთმანეთს. რამდენი გვიცელქია სტუდენტობის დროს (იცინის)... მე და ლევანი ერთად ვიზრდებოდით. ძალიან მაგარი ადამიანი იყო, კრასავჩიკი, გიჟდებოდნენ მასზე ქალები. ხიფათა ბავშვი იყო, სულ რაღაცას იტეხდა –  ხან ხელს, ხან ფეხს (იცინის). მთელ თბილისს უყვარდა, ძალიან უშუალო და ჩვეულებრივი იყო. 

– წავიკითხე, რომ მურმან ჯინორია თქვენი ბიძაა.

– დიახ, ბიძად მეკუთვნის. მაგრამ, ცხოვრებაში ბიძია არ დამიძახია. მურმანმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ძალიან ზარმაცი ვიყავი, არაფერი არ მინდოდა, არც სწავლა. მამაჩემს ვეუბნებოდი: კაცი იყავ კაცური და, სადაც გინდა, იქ ილოცე-მეთქი (იცინის).

– აბა, ავტოქარხანაში მუშაობა გინდოდათ და სწავლა არა?

– (იცინის) არც ავტოქარხანაში მინდოდა მუშაობა. მოკლედ, ორ თვეში მოვემზადე, ჩავაბარე თეატრალურში და მოვხვდი მიშა თუმანიშვილის ჯგუფში. საოცარი კაცი იყო ბატონი მიშა, უდიდესი რეჟისორი და, თან, ძალიან მკაცრი, სამართლიანი ადამიანი. მანამდე ჩემები გერმანულზე მატარებდნენ –  გინდა თუ არა, გერმანულზე უნდა ჩააბაროო. არადა, არ მაინტერესებდა ეს გერმანული, ტყუილად მტანჯავდნენ (იცინის). 

– საუბარში თქვით, ლამის მთელი მსოფლიო მოვლილი მაქვსო. არასდროს გიფიქრიათ სადმე დარჩენა?

– არასდროს. ვერ წარმომედგინა თბილისის გარეშე ცხოვრება. გავგიჟდი ლათინურ ამერიკაზე –  იქ ვიცხოვრებდი. კუბა საშინელებაა –  უღარიბესი, უსაცოდავესი, ყველაფერი ტალონებზე იყიდებოდა, მაისურს ვერ იყიდდი. მეძავები დაგვდევდნენ და ერთ დოლარად გვეხვეწებოდნენ, მოკლედ, იყო ერთი ამბავი. კონდომები მაშინ უცხო ხილი იყო. ვიფიქრე, ვიყიდი და თბილისში საჩუქრად ჩავუტან მეგობრებს-მეთქი (იცინის). ვერაფრით ვერ გავაგებინე აფთიაქარს, რა მინდოდა. გაბრაზდა და უშველებელი ყუთით გამომიტანა კონდომები –  გინდა თუ არა, წაიღეო (იცინის). ინგლისში დამიჭირეს, ციხეში ვიჯექი –  ჯაყვა მედო ჯიბეში და... მერე ქეთი დოლიძე დამეხმარა და გამათავისუფლეს. 

– ეკაზე და ნუკაზე მინდა გკითხოთ. ვიცი, არ გიყვართ, არ გსიამოვნებთ ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ, მაინც...

– ნუკა ძალიან მიყვარს. მე ჩემს შვილებთან კონტაქტი არასდროს გამიწყვეტია, უბრალოდ, რაღაც მოხდა ამ ეტაპზე და... ნაწყენია ნუკა ჩემზე. მე და ეკა სულ ორი წელი ვცხოვრობდით ერთად. ეკა ჩემი მეორე მეუღლე იყო. ნუკი ერთი წლის იყო, რომ დავშორდით. ორივემ ასე გადავწყვიტეთ, რომ დაშორება ჯობდა. ყოველგვარი სკანდალების გარეშე გავცილდით. პირველი ქორწინებიდანაც მყავს ორი შვილი, ნუკის და მათ ნორმალური ურთიერთობა აქვთ.

– როგორ გულშემატკივრობთ შვილს პროექტში?

–  ძალიან ვნერვიულობ, რომ ვუყურებ ხოლმე. ესემესებსაც ვუგზავნი.

скачать dle 11.3