კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიყვარული აგვამაღლებს

ანუ, საჯდომის როლი დემოკრატიულ აღმშენებლობაში

ტერმინთა თუ სხვა რამის აღრევის გამო, სექსუალური უმცირესობების თემა იმდენად გააქტიურდა, რომ ჩვენი საზოგადოების ლამის ნომერ პირველ დაბრკოლებად იქცა ევროპულ ოჯახში გასაწევრიანებლად. უფრო მეტიც, ნათლად ისიც ვერ გავარკვიეთ, ბოლოს და ბოლოს, გეი-აღლუმი ტარდებოდა თუ ჰომოფობიის დაგმობის აქცია. ოღონდ, ისიცაა, რომ, მართალია, ვერ გავარკვიეთ, მაგრამ, შარში მაინც გავეხვიეთ. ასეა თუ ისე, ყველა ისევ თავის აზრზეა: სექსუალური უმცირესობები და მათი მხარდამჭერები საკუთარი უფლებების გარანტირებულ დაცვას ითხოვენ, მათი ოპონენტები – ჰომოსექსუალთა ცხოვრების წესის პროპაგანდის აკრძალვას, ხელისუფლება კი სადღაც შუაშია.

წინა კვირის დასაწყისში კვირის ფრაზის ავტორი, უდავოდ, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გახლდათ: „მთელი ერი რომ გავპედერასტდეთ, „ნატოში“ ახლო მომავალში მაინც არავინ მიგვიღებს“. სხვათა შორის, იქვე მეტად არასახარბიელო პროგნოზიც გაგვანდო: „თუ ასე წავა პროცესები, მე ვერ მოვესწრები, მაგრამ, 20-30 წლის შემდეგ, მწარმოებელი, ნამდვილი ბავშვის დამბადებელი მამაკაცები თითზე ჩამოსათვლელები იქნებიან.“  მეორე მხრივ, ცნობილია სავალალო სტატისტიკა, რის მიხედვითაც, სელექციური აბორტების წყალობით, საქართველოში ახალშობილ გოგონებსა და ვაჟებს შორის ბუნებრივი ბალანსი დარღვეულია, რაც თავის საბედისწერო როლს შეასრულებს დემოგრაფიულ პრობლემაში.

როგორც უნდა იყოს, გასული კვირისავე ბოლოს კვირის ფრაზის ავტორს კონკურენტი გამოუჩნდა, კერძოდ, დათო ტურაშვილის სახით, რომელმაც შეშფოთებული საზოგადოება შემდეგნაირად გაამხნევა (მომყავს ციტატა ბოდიშის მოხდით): „სისულელეა, რომ ევროპაში მხოლოდ უკანალის მიცემის პირობით მიგვიღებენ.“

მოკლედ, ისე მოხდა, რომ ადამიანის სხეულის ამ, ერთი შეხედვით, ფუნქციით არცთუ გამორჩეულმა ორგანომ, ცენტრალური ადგილი დაიჭირა თანამედროვე საქართველოს მოქალაქის ცხოვრებაში (სხვათა შორის, არა ზოგადად ამ ორგანომ, არამედ, კერძოდ, მამრობითი სქესის მოქალაქეების განხრით). შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ, სახელდობრ, ჩვენს სამშობლოში, გზა დემოკრატიისკენ სწორედ მასზე გადის?! 

скачать dle 11.3