ანეკდოტები
მამაკაცები ქალს წინ უშვებენ იმიტომ‚ რომ კარგად შეაფასონ მისი უკანალი; ხელზე კი ჰკოცნიან მკერდის შესაფასებლად.
***
კაცი ქალისგან მხოლოდ ერთ ინფორმაციას მოითხოვს: ან ჰოს, ან – არას‚ არადა, იღებს გიგაბაიტებს.
***
თუ აპირებთ გათხოვებას მდიდარსა და ხანში შესულ მამაკაცზე‚ უმჯობესია, გაჰყვეთ ძალიან მდიდარს და ძალიან ხანშიშესულს.
***
ნაღდი ნიშანია: თუ სიზმარში მაგარი ქალი გესიზმრება‚ თანაც შიშველი... – აუცილებლად მაღვიძარა დარეკავს...
***
– წარმოგიდგენია‚ როგორი მიამიტი ქმარი მყავს? ყოველ წელიწადს‚ დაბადების დღეზე, ოქროს სამკაულს მჩუქნიდა, მაგრამ, აღმოჩნდა‚ რომ ყოველთვის ყალბი შემოატყუეს...
– ო... ოჯახში მართლაც გყოლიათ ძალიან მიამიტი ადამიანი.
***
– საყვარელო‚ სად იყავი მთელი ღამე?
– ბევრი გეცოდინება‚ მანქანა აღარ გეყოლება...
***
ქალების 40 პროცენტი ნაკლებთმიან მამაკაცს არჩევს‚ დანარჩენი 60 პროცენტი – თმიანს‚ ოღონდ‚ ასევე‚ ფულიანს...
***
– ყველაზე ცუდი ის კი არ არის‚ რომ ქმარი თავის დროზე არ მოდის‚ არამედ ის‚ როცა უდროოდ მოდის.
***
გახურებული ქეიფია. რეკავს ტელეფონი. დიასახლისი იღებს ყურმილს‚ მალევე დებს და შეშფოთებული კივის:
– ვაიმე‚ ხანძარია‚ ხანძარი!.. ოღონდ‚ ვერ გავიგონე‚ რომელი თქვენგანის სახლს უკიდია ცეცხლი!..
***
მეცნიერებმა გამოიკვლიეს და აღმოჩნდა‚ რომ ყინულიანი არაყი აზიანებს თირკმელებს‚ ყინულიანი კონიაკი – ღვიძლს‚ ყინულიანი ვისკი – ტვინს... რა საშინელება ყოფილა ეს ყინული...
***
პარლამენტში ცნობილი გარჩევების შემდეგ მამა-შვილი აფთიაქში შედის. ბიჭმა თვალი მოჰკრა პრეზერვატივს და მამას ეკითხება:
– მამი‚ ეს რა არის?
მამამ ჩათვალა‚ რომ შვილი იმ ასაკისაა‚ უკვე უნდა იცოდეს:
– შვილო‚ ეს უსაფრთხო სექსისთვისაა.
– და შეკვრაში სამი ცალი რატომ არის?
– ეს თავისუფალი ადამიანებისთვისაა – პარასკევს‚ შაბათს‚ კვირას.
– ამაში რომ ორი შეკვრაა?
– ეს შეყვარებულებისთვის: 2 პარასკევს‚ 2 – შაბათს‚ 2 – კვირას.
– ეს თორმეტცალიანი შეკვრა ვისთვისაა?
– ო‚ ეს ცოლ-ქმრისთვის: 1 იანვარს‚ 14 თებერვალს‚ 8 მარტს...
***
საღამო ხანია‚ უკვე ბნელა. მანიაკმა გოგონა კუთხეში მიიმწყვდია. გოგონა ფიქრობს‚ რომ ყვირილს აზრი არ აქვს.
– გეშინია? – დანა ამოიღო ბიჭმა‚ უნდა დაემუქროს...
– არა‚ მრცხვენია...
***
სტუდენტი გამოცდის ჩასაბარებლად მიდის. არაყი იყიდა და პიჯაკის შიგნითა ჯიბეში ჩაიდო: ჩავაბარებ – დავლევ‚ აღვნიშნავ; ვერ ჩავაბარებ – დავლევ, გულს გადავაყოლებ. შევიდა აუდიტორიაში‚ უნდა აიღოს ბილეთი‚ დახრაში ბოთლმა შეუშალა ხელი‚ ამოიღო და მაგიდაზე დადგა.
პროფესორმა კმაყოფილებით შეხედა:
– მისაყოლებელიც გაქვს?
– არა...
– მაშინ – ოთხიანი...
***
მარომ მიხოს მაყვალასთან წაასწრო:
– ი‚ მეხი კი დაგაყარე! აი‚ როცა გინდა‚ ხო შეგიძლია?!
***
ქალი შედის ხალიჩებისა და ნოხების მაღაზიაში:
– მინდა რამე პრაქტიკული‚ მისაღებისთვის კი არა, ბავშვების ოთახისთვის.
– რამდენი შვილი გყავთ?
– ექვსი.
– მაშინ, მოაბეტონეთ.
***
– სად მიდიხარ? – ეკითხება ქმარი ცოლს.
– მაღაზიებში?
– ფული მიგაქვს?
– კი.
– კარგი‚ ოღონდ‚ არ დახარჯო...
***
გაიღვიძა მარომ შუაღამისას. ხედავს‚ მიხო საწოლში არ წევს. წამოდგა და ეძებს... დაინახა – ქმარი კიბეზე ზის ჩაფიქრებული‚ ცრემლები ჩამოსდის.
– მიხო‚ რა მოგივიდა‚ კაცო?
– გახსომს‚ მარო‚ 20 წლის წინ‚ მანქანაში რომ წაგვასწრო მამაშენმა საქმეში... მაშინ 16 წლისები ვიყავით...
– მახსომს‚ აბა, არა?..
– მაშინა, თოფი რო მამადო შუბლზე და მითხრა‚ თუ ჩემ გოგოს არ შაირთამ‚ მილიციას დავაჭერინებ შენ თავსაო...
– მახსომს‚ მახსომს...
მიხო ხმამაღლა ატირდა:
– დღეს უკვე გამოსული ვიქნებოდიიი....
***
– ოო‚ ასეთი ვირუსი ჯერ არ ყოფილა! – წამოიძახა სიძემ‚ როდესაც სიდედრი კომპიუტერთან დაინახა.
***
– მარო‚ ასეთი მოკლე კაბის ჩაცმას რატომ არ უშლი შვილსა?..
– გაუშვი‚ ჯერა ბავშვია!
– ხოდა, რაც მოკლეს ჩაიცვამს‚ მით მოკლე ბავშვობა ექნება‚ მე შენთვინ მითქვია და დამიჯერე...
***
მიმდინარეობს სასამართლო სხდომა. პროკურორი მიმართავს დამნაშავეს:
– თქვენი სინდისი ისეთივე შავია‚ როგორც თქვენი წვერი!
– თუ სინდისზე წვერით ვიმსჯელებთ‚ შემიძლია, ვთქვა‚ რომ თქვენ ის საერთოდ არ გაგაჩნიათ.
***
დაუქორწინებელ მიტუას ქალს ურიგებენ. გააცნეს.
– მოგწონს?
– რა ვიცი‚ ეგრე როგო უნდა შევაფასო‚ აი‚ რო გაიხდიდეს...
გადაულაპარაკეს ერთმანეთს‚ იჩურჩულეს და გოგო დაარწმუნეს‚ გაიხადეო.
– აბა‚ ახლა მოგეწონა?
– არა‚ მაგას ვერ შავირთამ...
– რათა‚ კაცო‚ რას უწუნებ?
– ალერსიანი თვალები არა აქვს.