მხოლოდ ფაქტები
* საზამთრო ყველას უყვარს, მაგრამ მექსიკელები მას განსაკუთრებულ პატივს სცემენ. როდესაც მათ უცხო ქვეყნის ხელისუფლება დაამხეს და მექსიკა დამოუკიდებელი გახდა, პატრიოტები გამარჯვებას ბრძოლის ადგილას ზეიმობდნენ, ხელში კი სწორედ საზამთროები ეკავათ. ამიტომაცაა მექსიკის დროშა სამფეროვანი: მწვანე, თეთრი და ალისფერი – როგორც საზამთრო.
* მდინარე ამაზონმა სახელი 1540 წელს მიიღო, როდესაც ესპანელი მკვლევარი მის ნაპირებზე წააწყდა ტომს, რომელიც განვითარების მატრიარქალურ სტადიაში იმყოფებოდა. მეცნიერის აზრით, ეს იყო ამაზონთა ტომი და მდინარესაც ასე დაარქვა.
* ერკიულ პუარო – დეტექტივების გმირი ნიკარაგუის მარკაზეა გამოსახული. სახელი ერკიული – იგივე ჰერაკლეა, „პუარო“ კი ფრანგულად „უბრალოს“ ნიშნავს.
* ძველად ქარვას მრავალი დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ: სიყრუის, გაციების, ნივთიერებათა ცვლის მოშლის, კუჭისა და გულის დაავადებების... პოლონეთში კბილების ამოჭრის დროს საღეჭად აძლევდნენ ჩვილებს. მისი ლიტვური დასახელება კი ითარგმნება, როგორც „ავადმყოფობებისგან დაცვა“.
* მოლდოვამ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, პირველი მარკა 1991 წლის 23 ივნისს გამოუშვა, რუსეთმა – 1992 წლის 14 იანვარს, უკრაინამ კი – იმავე წლის 1 მარტს.
* 1989 წელს ინგლისურ გაზეთში დაიბეჭდა ფოტომონტაჟი, რომელზეც ფრანსუა მიტერანი და მარგარეტ ტეტჩერი ახალდაქორწინებულ წყვილად იყვნენ წარმოდგენილნი. ეს ფოტოგრაფია მიეძღვნა ლა მანშის ქვეშ გვირაბის გაყვანის პროექტს, რომელსაც, როგორც სტატიაში იყო ნათქვამი, საფრანგეთსა და ინგლისს შორის მჭიდრო კავშირი უნდა დაემყარებინა, ამინდის, ატმოსფეროსა და პოლიტიკური კაპრიზების მიუხედავად.
* ქალაქი ნეფტიანიე კამნი (ნავთობის ქვები) აზერბაიჯანში, კასპიის ზღვაში მდებარეობს და იქ მხოლოდ მენავთობეები ცხოვრობენ. სახელის მიუხედავად, ქალაქი ქვებზე კი არა, ხიმინჯებსა და ესტაკადებზეა განლაგებული.
* ერთხელ ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრს შესთავაზეს, კონცერტი ჩაეტარებინათ მათთვის მიუღებელ ადგილას – კაზინოში. რა თქმა უნდა, უარი მიიღეს, თუმცა, მოგვიანებით დასთანხმდნენ – მას შემდეგ, რაც დამატებით 100 დოლარი შესთავაზეს... 25-ცენტიანი მონეტებით.
* ძველი პარიზული საბავშვო სახლი „ბურბი“ მხოლოდ ღატაკთათვის იყო განკუთვნილი. „ბურბი“ – ტალახს ნიშნავს.