კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რუსეთში გავრცელებულ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებზე კომპანია „ასკანელი ძმები” „როსპოტრებნადზორს” განმარტებებს სთხოვს

„ასკანელი ძმების” პროდუქცია ყოველთვის იყო გამორჩეული და განსაკუთრებული. კომპანიას არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული, არის უამრავი კონკურსის ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ „ასკანელი ძმების” პროდუქცია, მათ შორის, რაღა თქმა უნდა, კონიაკიც, მსოფლიოს 15 ქვეყანაში იყიდება.

ამ ყველაფრის ფონზე, მართლაც ძალიან უჩვეულოდ ჟღერს რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „როსპოტრებნადზორის” ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ „ასკანელი ძმების” კონიაკის ხარისხი დაიწუნა და გააკრიტიკა.

ალკოჰოლის მწარმოებელი კომპანია „ასკანელი ძმები,“ გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით, „როსპოტრებნადზორისგან“ განმარტებებს ითხოვს. 

როგორც დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე „ასკანელი ძმების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჯიმშერ ჩხაიძე-ასკანელმა განაცხადა, რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმს, გენადი ონიშენკოს, კომპანიამ განცხადებით მიმართა და ამ დღეებში „ასკანელი ძმების“ კონიაკის ხარისხის შესახებ მედიაში გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით განმარტებები მოითხოვა.

„გავრცელდა ინფორმაცია“, თითქოს გენადი ონიშენკომ „ასკანელი ძმების კონიაკის ხარისხი გააკრიტიკა. აშკარაა, რომ ადგილი აქვს გაუგებრობას. „ასკანელი ძმები“ ვამაყობთ ჩვენი კონიაკის ხარისხით, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, 15 ქვეყანაში იყიდება, სადაც აქვს სახელმწიფო რეგისტრაცია და მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. კონიაკის ხარისხთან დაკავშირებით მიღებული გვაქვს ოქროსა და ვერცხლის მედლები. ამიტომ, დაუყოვნებლივ მივწერეთ ოფიციალური წერილი გენადი ონიშენკოს და მოვითხოვეთ განმარტებები. ახლა ველოდებით წერილობით პასუხს. თუმცა, ჩვენი წარმომადგენელი გუშინ ჩავიდა მოსკოვში, სადაც გაიმართა მოლაპარაკებები და, პროდუქციის ნიმუშები, სავარაუდოდ, უმოკლეს ვადებში გაიგზავნება ხელახალი სერტიფიცირებისთვის,“ – განაცხადა ჯიმშერ ჩხაიძე-ასკანელმა.

„როსპოტრებნადზორის“ სპეციალისტები კომპანია „ასკანელი ძმებს“ გაზაფხულზე ესტუმრნენ, რა დროსაც ადგილზე გაეცნენ წარმოების პროცესს და წაიღეს პროდუქციის ნიმუშები. 

„ასკანელი ძმების“ გენერალური დირექტორის, ირაკლი ბექაურის განცხადებით, „როსპოტრებნადზორში“ წარდგენილმა პროდუქციამ ხარისხის კონტროლის სამი საფეხური გაიარა: უშუალოდ წარმოებაში, ქარხნის ლაბორატორიაში და დამოუკიდებელ ლაბორატორიაში – „ღვინის ლაბორატორია“. „პროდუქციამ ღვინის ნაციონალური სააგენტოს დადებითი შეფასებაც მიიღო. პროდუქციის ნიმუშები იმ პარტიებიდან ამოიღეს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში იგზავნება, მათ შორის – ევროკავშირის. კონიაკის ხარისხთან დაკავშირებით აქამდე არასდროს მიგვიღია შენიშვნა ოფიციალური სტრუქტურების ან მომხმარებლების მხრიდან. ამის მიუხედავად, მზად ვართ, ხელმეორედ გავიაროთ შემოწმება და ამის შესახებ წერილში გენადი ონიშენკოსაც მივწერეთ,“  – დასძინა მან. 

„ქორთიარდ მერიოტში“ პრესკონფერენციას ესწრებოდნენ „ევროპის ხარისხის ორგანიზაციის“ წარმომადგენელი საქართველოში და, ამავდროულად, საქართველოს ხარისხის ასოციაციის პრეზიდენტი გრიგოლ კუნჭულია და ეკონომისტი, BPI (Georgian Business&Political Insight) დამფუძნებელი, ირაკლი ლექვინაძე. 

გრიგოლ კუნჭულიას ინფორმაციით, კომპანია „ასკანელი ძმების“ პროდუქცია ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით, რაც უამრავი საერთაშორისო ჯილდოთია დადასტურებული. კომპანიამ წარმატებით გაიარა ხარისხის მენეჯმენტისა და მზა პროდუქციის შეფასების საკმაოდ რთული და ყოვლისმომცველი პროცედურა და უახლოეს მომავალში კომპანიის კონიაკსა და სხვა პროდუქციას „ხარისხის ნიშნის“ მარკირების უფლება მიენიჭება.

ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, ნებისმიერი კომპანია, რომელიც რუსეთის ბაზარზე გასვლას აპირებს, უნდა იყოს მზად, რომ მის წინააღმდეგაც შეიძლება აგორდეს ანალოგიური თემა, მათი ხარისხის სტანდარტის, ისტორიის, გამოცდილების მიუხედავად. „როცა საუბარი რუსეთის ბაზარს ეხება, ამის რისკი ყოველთვის არსებობს  და მსგავსი განცხადებები ხშირად შეგვხვდება მომავალშიც, მით უფრო, რომ ასეთ დიდ ბაზარზე არსებობენ კონკურენტები, რომლებსაც მაღალი ხარისხის პროდუქციის გამოჩენა აშფოთებთ,“ – შიშობს ირაკლი ლექვინაძე.

რაც შეეხება კომპანიის უახლოეს გეგმებს, როგორც  კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბექაურმა აღნიშნა, 23 მაისს „ასკანელი ძმების“ ქარხანაში მოეწყობა მედია-ტური, სადაც ჟურნალისტებს ექნებათ საშუალება, დეტალურად გაეცნონ წარმოების მთელ ციკლს და მოახდინონ სხვადასხვა წლოვანების ქართული ბრენდის დეგუსტაცია.  

კომპანია „ასკანელი ძმები“ 15 წლის წინ დაარსდა და დღეს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა ქართული ელიტური ალკოჰოლის მწარმოებელ კომპანიებს შორის. კომპანია აწარმოებს 8 სახეობის კონიაკს, 32 დასახელების ღვინოს, 4 დასახელების ჭაჭას. „ასკანელი ძმების“ პროდუქცია აღიარებულია საუკეთესოდ და მიღებული აქვს 100-ზე მეტი ჯილდო სხვადასხვა გამოფენასა და დეგუსტაციაზე. „ასკანელი ძმების“ მიერ წარმოებული სასმელები გადის ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკრაინაში, ჩინეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ესტონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, ყაზახეთში, ფინეთში, აზერბაიჯანსა და ბელორუსიაში. რაც დამატებით ადასტურებს იმას, რომ კომპანია იცავს მაღალ სტანდარტებს და აკმაყოფილებს სხვადასხვა ბაზრის მოთხოვნებსა და პარამეტრებს.

კომპანია „ასკანელი ძმების“ თანამედროვე ქარხანა ღვინისა და ბრენდის მწარმოებელი უახლესი დანადგარებითაა აღჭურვილი და  ერთ-ერთი იმ მცირედთაგანია საქართველოში, რომელსაც ბრენდისა და ჭაჭის სახდელი აპარატურა გააჩნია. საკონიაკე სპირტები და სამარკო ღვინოები ინახება მუხის კასრებში. წარმოების პროცესის ყველა ეტაპის მკაცრი კონტროლი (მთელი ციკლი ყურძნის მიღებიდან ჩამოსხმამდე), ასევე, სიცივით დამუშავება, მაღალი ხარისხისა და ფართო ასორტიმენტის ღვინის წარმოების საშუალებას იძლევა.

скачать dle 11.3