რა მოხდა ამ დღეს
20 მაისი
1498 – ვასკო და გამას ექსპედიცია მიადგა ინდოეთის ნაპირებს (ქალაქ კალკუტის მიდამოებში).
1874 – ლევი სტრაუსმა გასაყიდად გამოუშვა თავისი ცნობილი ჯინსების პირველი პარტია – 12 ცალი ღირდა 13,5 დოლარი.
1899 – ჯეიკობ ჯერმანი (ნიუ-იორკი) გახდა პირველი მძღოლი, რომელიც დააჯარიმეს სიჩქარის გადაჭარბებისთვის. მისი მანქანა საათში 25 კილომეტრზე ოდნავ უფრო სწრაფად მოძრაობდა.
1927 – ამერიკელმა მფრინავმა ჩარლზ ლინდბერგმა პირველმა გადაუფრინა ატლანტის ოკეანეს.
21 მაისი
1502 – ესპანელმა ზღვაოსანმა ჟუან და-ნოვამ აღმოაჩინა კუნძული, რომელსაც წმინდა ელენეს სახელი უწოდეს.
1809 – ასპერნის ბრძოლაში (ავსტრიელებთან, რომლებსაც კარლ ჰაბსბურგი სარდლობდა) ნაპოლეონ ბონაპარტმა განიცადა პირველი დამარცხება თავის კარიერაში.
1904 – დაარსდა მსოფლიო საფეხბურთო ორგანიზაცია „ფიფა“.
22 მაისი
1455 – ინგლისში დაიწყო თეთრი და ალისფერი ვარდების ომი.
1908 – ძმებმა ორვილ და უილბერ რაიტებმა მიიღეს პატენტი მათ მიერ 1903 წელს გამოგონებულ თვითმფრინავზე.
1926 – ბენიტო მუსოლინიმ აკრძალა იტალიაში სილამაზის კონკურსების ჩატარება.
1960 – ბენჯამინ დევისი გახდა პირველი ზანგი გენერალი ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში.
1990 – ჩრდილოეთ და სამხრეთ იემენი ერთ სახელმწიფოდ გაერთიანდა.
23 მაისი
1877 – გამოცხადდა რუმინეთის დამოუკიდებლობა.
1911 – ვენაში ჩატარდა მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ჭიდაობაში.
1963 – ფიდელ კასტრო გახდა საბჭოთა კავშირის გმირი.
1986 – ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „კობრა“ სილვესტერ სტალონეს მონაწილეობით.
24 მაისი
1819 – თბომავლის პირველი ცურვა ატლანტის ოკეანეზე – სავანიდან (ამერიკის შეერთებული შტატები) ლივერპულამდე (ინგლისი).
1844 – სამუელ მორზემ აამუშავა პირველი სატელეგრაფო ხაზი ნიუ-იორკიდან ვაშინგტონის მიმართულებით.
1900 – თავისი პირველი ცურვა განახორციელა კრეისერმა „ავრორამ“.
1956 – შვეიცარიაში ჩატარდა მომღერალთა პირველი კონკურსი – „ევროვიზია“.
1995 – ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „მამაცი გული“ მელ გიბსონის რეჟისურითა და მონაწილეობით.
25 მაისი
1895 – ინგლისელი მწერალი ოსკარ უაილდი ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით ჩასვეს ციხეში.
1953 – ჰიუსტონში ამოქმედდა პირველი კომერციული ტელეარხი.
1977 – გამოვიდა ჰექსალოგია „ვარსკვლავეთის ომების“ პირველი ფილმი.
26 მაისი
1521 – ევროპაში დაიწყო პირველი ომი კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის.
1918 – გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.
1928 – „ფიფამ“ გადაწყვიტა, ოთხ წელიწადში ერთხელ ჩაეტარებინა მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.
1938 – ქალაქ ვოლფსბურგში დაიწყო „ფოლკსვაგენის“ პირველი ქარხნის მშენებლობა.
1977 – ჯორჯ უილინგმა ალპინისტური მოწყობილობით დალაშქრა მსოფლიოს სავაჭრო ცენტრის შენობა ნიუ-იორკში. 110-სართულიანი შენობის ფასადზე იგი სამსაათ-ნახევარში აძვრა, რის გამოც „ადამიანი-ბუზი“ უწოდეს.