კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს სწორად მოწყობა თქვენს ფინანსებს გაზრდის, ურთიერთობებს კი მოაწესრიგებს

 არსებობს ისეთი ატრიბუტიკა, რომელიც ბინაში აუცილებლად უნდა გქონდეთ, რათა თქვენი ცხოვრება უფრო მეტად ნაყოფიერი, წარმატებული და იღბლიანი გახადოთ. მაგალითად: ჩინური დრაკონი ქმნის ისეთ კოსმიურ ენერგიებს, რომლებსაც ჩვენს ოჯახსა და სამსახურში წარმატება მოაქვს. დრაკონისა და მოძრავი წყლის ერთობლიობა კი კიდევ უფრო აძლიერებს ენერგიების შემოდინებას, რომელიც წარმატებების მიღწევაში გვეხმარება. ასეთი მოძრავი წყლის მოწყობილობები ბაზრობაზე ან ჩინურ მაღაზიებში შეგიძლიათ, შეიძინოთ. თუ მას ოთახის ჩრდილოეთ ნაწილში დადგამთ, კარიერულ წინსვლაში შეგეწყობათ ხელი, ხოლო, თუ მატერიალური კეთილდღეობის მიღწევა გინდათ, მაშინ, ჯობია, ასეთი ატრიბუტიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთით მოათავსოთ.

ბროლის ბურთულა ერთ-ერთი მძლავრი აქტივიზატორი და წარმატებების მომტანი ატრიბუტია შემოქმედებითი ადამიანებისთვის. თუ კომუნიკაციის სფეროში გიჭირთ, ვერ ახერხებთ თანამოაზრეების დარწმუნებას თქვენი აზრების სისწორეში და გიჭირთ საერთო ენის გამონახვა კოლეგებთან, შეიძინეთ ბროლის ბურთულა და დადეთ თქვენს სამუშაო მაგიდაზე. ის, გარდა წარმატებებისა, სიმდიდრესაც გპირდებათ და თქვენი ავტორიტეტიც საგრძნობლად ამაღლდება.

თუ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, კარიერაში არ გიმართლებთ, სასწრაფოდ შეიძინეთ თევზებიანი აკვარიუმი, მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ აკვარიუმი სასტუმრო ოთახის ჩრდილოეთ ნაწილში უნდა დადგათ, მასში კი რვა ოქროსფერი თევზი უნდა დაცურავდეს. სამუშაო მაგიდაზე კი თევზის ფორმის სტატუეტი დადგით. ეს სიმდიდრისა და ავტორიტეტის მოხვეჭაში შეგიწყობთ ხელს.

ეგრეთ წოდებული ამეთვისტოს ხე ძლიერი სტიმულატორია კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან საერთო ენის გამონახვისა და ერთობლივი ნაყოფიერი სამუშაოს წარმოებისთვის. შეიძინეთ და დადგით სამუშაო მაგიდაზე ამეთვისტოს ხე და დარწმუნებული იყავით, რომ წარმატებებს ადვილად მიაღწევთ პროფესიულ საქმიანობაში, ასევე, თავიდან აიცილებთ უთანხმოებებსა და გაუგებრობებს კარიერაში.

ფაიფურის ან თიხისგან დამზადებული გომბეშოს გამოსახულება დადეთ შემოსასვლელი კარის მარცხნივ. ის დაგიცავთ ბოროტი ადამიანების უარყოფითი ენერგიების ზემოქმედებისგან და ბინაში არ შემოუშვებს ნეგატიურ ძალებს. 

საფულეში ატარეთ სამი ჩინური მონეტა, რომ თქვენს ბიზნესში ხელი მოგემართოთ და პრობლემები არ შეგექმნათ. ეს მონეტები ჩინურ მაღაზიაში შეიძინეთ. ასევე, შეგიძლიათ, ისინი დაკიდოთ მაღაზიის შესასვლელ კარზე, რომ თქვენს ბიზნესს საფრთხე არ შეექმნას და ბევრი კლიენტი მიიზიდოთ. 

კუს გამოსახულება მეტ გამბედაობასა და სითამამეს შეგმატებთ. თქვენს სამუშაო მაგიდაზე დადგით მისი გამოსახულებიანი სტატუეტი და ჩათვალეთ, რომ კოლეგები და ხელმძღვანელობა თქვენს სამუშაოს წუნს ვერ დაუდებენ. ის დაგეხმარებათ ახალი საქმის დაწყებასა და ფულის ადვილად მოძიებაში.

მითიური ჩინური მარტორქა, რომელიც ცხენი-დრაკონის სახელითაა ცნობილი, კოსმოსიდან დადებით ენერგიებს იზიდავს და წარმატება მოაქვს პოლიტიკასა და სამხედრო სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. ის განსაკუთრებულად კარგია აქტიური და საკუთარ ძალებში დარწმუნებული პიროვნებისთვის. 

მამალი, რომელსაც ფერადი ბიბილო აქვს და ფაიფურისგანაა დამზადებული, დაგიცავთ ინტრიგებისა და ფარული მტრების შემოტევებისგან. დადგით ის ოფისში ან სახლში ისეთ ადგილას, რომ ადვილად დასანახი და თვალშისაცემი იყოს. ეს სტატუეტი თქვენს კეთილდღეობაზე აგებს პასუხს. შეიძინეთ ის და ნახავთ, როგორ დაიწყებს სიტუაცია ყოველდღიურად, ნელ-ნელა გამოსწორებას. 

ზოგადად, საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს დაკვირვება და სწორად მოწყობა ბევრ რამეზე მიგანიშნებთ. გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები და, ელემენტარული კორექტივების შეტანით, ცხოვრებაში რადიკალურ ცვლილებებს შეიტანთ, ასევე, გამოასწორებთ შექმნილ სიტუაციას უკეთესობისკენ. 

скачать dle 11.3