კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1983 წლის 15 ივლისს, საღამოს 21 საათზე. მინდა, უცხოეთში წასვლა. თუ მირჩევთ იქ კარიერის გაგრძელებას?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმული მისია არ არის, ამიტომ, თქვენთვის დამაბრკოლებელია. თუ ორმაგი ძალისხმევა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა არ გამოავლინეთ, ისე წარმატებას ვერ მიაღწევთ. საერთოდ, პროფესიული თვალსაზრისით, თქვენთვის უკეთესია ისეთი სფეროები, როგორიცაა: ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმე. რაც შეეხება უცხოეთს, თქვენი კოსმიური მისია უკავშირდება სამშობლოს. ამიტომ, თქვენთვის მთავარია ოჯახის შექმნა, სტაბილურობა ნათესავებთან ურთიერთობაში და პატრიოტიზმი. დროებით კი, მაგალითად, ცოდნისა და კაპიტალის დასაგროვებლად, კარგია შემდეგი ქვეყნები: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი, შოტლანდია, ჰოლანდია, თურქეთი, ახალი ზელანდია, ჩინეთი, ინდოეთი, ნორვეგია, დანიის ჩრდილოეთი ნაწილი, მექსიკა, კუბა.

კითხვა: დავიბადე 1987 წლის 25 მაისს, ჩემი რჩეული კი – 1983 წლის 6 თებერვალს. გაგვიმართლებს თუ არა სამომავლო ურთიერთობა სასიყვარულო-საოჯახო თვალსაზრისით?

პასუხი: ურთიერთობა თქვენ შორის, საერთო ჯამში, მისაღებია როგორც წლების, ასევე თვეების მიხედვით. ხასიათში ბევრი მსგავსებაა, რაც სამომავლოდ ჰარმონიულ ურთიერთობას გპირდებათ ოჯახური და სასიყვარულო თვალსაზრისით.

კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2002 წლის 13 ოქტომბერს. მაინტერესებს, რა არის მისი კარმული მისია დედამიწაზე და რომელ პროფესიაში ელის წარმატება ასტროლოგიური კუთხით სამომავლოდ?

პასუხი: თქვენი გოგონას კარმული მისიაა, იყოს მომავალში აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი. ასევე, უნდა იყოს ლიდერი, უშიშარი, მებრძოლი. დაეყრდნოს კეთილშობილებას. სადაც შევა, უნდა შეიტანოს სიმშვიდე და ჰარმონია, შეძლოს შუამავლის ფუნქციის შესრულება. პროფესიებიდან კი მისთვის კარგია და წარმატების მომტანი: პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა, საიუველირო ბიზნესი, არქიტექტურა, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი, იურისპრუდენცია, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა, პროფესიული დიპლომატია, ტურისტული ბიზნესი.

კითხვა: დავიბადე 1987 წლის 19 იანვარს, ღამის საათებში, ჩემი რჩეული კი – 1987 წლის 21 იანვარს, დილის საათებში. როგორ შევეწყობით ერთმანეთს?

პასუხი: თქვენი ურთიერთშეწყობა საშუალოა. წლების მიხედვით, ეს, შეიძლება, შევაფასოთ ხუთბალიანი სისტემიდან სამი ბალით. დასავლური კალენდრით, ორივე „თხის რქა“ ხართ. აქედან გამომდინარე, ურთიერთგაგება იქნება, მაგრამ, ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციებიც არის მოსალოდნელი. თუ შეძლებთ თვითკონტროლს, დათმობას, მაშინ ურთიერთობა ოთხი ბალით შეფასდება.

კითხვა: დავიბადე 1980 წლის 5 ივლისს. მინდა, ახალი სამსახურის შექმნა და რა ფერად უნდა შევღებო კედლები ინტერიერში?

პასუხი: უკეთესი იქნება, თუ არჩევანს გააკეთებთ თეთრ, ღია მწვანე, კრემისფერ ან ღია ნაცრისფერ ტონებზე. თქვენთვის ღია ტონები გაცილებით მომგებიანი და წარმატების მომტანია.

скачать dle 11.3