ხშირად მოიხმარეთ მცენარეული ზეთები კლიმაქსის პერიოდში
E ვიტამინი, რომელიც ბევრია მზესუმზირის, სიმინდისა და სოიის ზეთებში, ანელებს სიბერის მოახლოებას. ის შესანიშნავი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია და ეწინააღმდეგება ორგანიზმის დაბინძურებას ჟანგვის პროდუქტებით, რომლებიც ნაადრევ სიბერეს იწვევს.
მარგარინისა და კარაქის მოყვარულებს უფრო ხშირად აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, იმუნური და ნერვული სისტემის მოშლა, ვიდრე მათ, ვინც მცენარეულ ცხიმს ანიჭებს უპირატესობას.
ცხოველური ცხიმების მოყვარული ადამიანები უფრო აგრესიულები, გაუწონასწორებლები არიან და ასევე, ცუდად იტანენ სტრესს. მათი კანი მალე ბერდება, კარგავს ბუნებრივ ელასტიკურობას და სიმკვრივეს.
ქალმა, კლიმაქსის პერიოდში, რაც შეიძლება მეტი მცენარეული ზეთი უნდა შეიტანოს საკვებ რაციონში. ის მდიდარია E ვიტამინით, რომლის საშუალებითაც ადამიანს შეუძლია, შეეწინააღმდეგოს ალებს და ლორწოვანი გარსის სიმშრალეს, რაც ამ პერიოდისთვისაა დამახასიათებელი.
ყოველდღე ჭამეთ ორი ცალი ვაშლი
თუ გსურს, ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ, კარგად დაფიქრდით და ისე შეარჩიეთ ყოველდღიური საკვები.
თუ დღეში ორ ცალ ვაშლს შეჭამთ, ამით შეამცირებთ ინსულტის განვითარების ალბათობას, თან, ჯანმრთელ გულს შეინარჩუნებთ. ვაშლი განსაკუთრებით სასარგებლოა მამაკაცებისთვის, რადგან ის ამცირებს პროსტატის, ფილტვებისა და ღვიძლის კიბოს განვითარების რისკს.
თუ გსურთ, დიდხანს შეინარჩუნოთ კარგი მხედველობა, არ დაივიწყოთ C და E ვიტამინები, რაც კატარაქტის განვითარების რისკს ამცირებს. ასე რომ, ყოველდღიურად მიირთვით ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი ან მიიღეთ ასკორბინის მჟავა. მათი წყალობით გარანტირებული გექნებათ იდეალური მხედველობა.
თუ დრო არ გრჩებათ, ნორმალურად ისადილოთ, ჭამეთ ნუში. დღეში დაახლოებით 60-70 გრამი ნუში ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია. თუ მას თხუთმეტი-ოცი დღის განმავლობაში მიიღებთ, სისხლში ქოლესტერინის დონე შემცირდება.
ზეითუნის ზეთის რეგულარულად მოხმარება კი, საკვერცხეების კიბოსგან დაგაზღვევთ.
მაღალი არტერიული წნევის დროს და გულის რიტმის დასამშვიდებლად შავბალახა დაგეხმარებათ
სამკურნალო მცენარე შავბალახა შეიცავს ალკალოიდებს, ფლავინოიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, ასკორბინის მჟავას, მინერალურ მარილებს და ასე შემდეგ.
შავბალახა შესანიშნავი დამამშვიდებელი საშუალებაა. მისი მოქმედება თითქმის 3-4-ჯერ აღემატება აპრობირებულ კატაბალახას მოქმედებას.
ხალხურ მედიცინაში მას ასევე იყენებენ საგულე საშუალებად, ხუთვის, წყალმანკის, კუჭის სპაზმების, მალარიის, კუჭ-ნაწლავის დაავადების, ნერვული აშლილობისა და შიშების დროს.
შავბალახას ნაყენს ასე მოამზადებთ: ერთ ან ორ სუფრის კოვზ გამხმარ ბალახს, რომელიც აფთიაქებში იყიდება, დაასხით 250 მილიგრამი წყალი. ადუღეთ, სანამ დაახლოებით, 12 სუფრის კოვზი არ დარჩება. დალიეთ ორი სადილის კოვზი, დღეში რამდენჯერმე ან ნახევარი ჭიქა – დღეში ორჯერ.
ხალხურ მედიცინაში შავბალახას იყენებენ სისხლის მაღალი წნევის დასარეგულირებლად, გულის რიტმის დამამშვიდებელ, კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებად. ამ შემთხვევაში, ორი ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 200 მილილიტრი ცივი წყალი, დადგით და გააჩერეთ დაახლოებით რვა საათი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ერთი დღის განმავლობაში.
ასევე, ორი სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 500 მილილიტრი მდუღარე წყალი. დადგით ორი საათით. მიიღეთ ღვინის ჭიქით, დღეში ოთხჯერ, ჭამის წინ.
მედიცინაში, ასევე იყენებენ ნედლი შავბალახას წვენს, როგორც დამამშვიდებელ საშუალებას. ამ შემთხვევაში ის უნდა მიიღოთ 30-40 წვეთი, დღეში რამდენჯერმე.
რა იწვევს ჩიყვის წარმოქმნას და როგორ მოვამარაგოთ ორგანიზმი იოდით
ფარისებრი ჯირკვალი მდებარეობს ყელზე, ტრაქეისა და ხორხის ხრტილების მიდამოში. ის სასიცოცხლო გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის ცხოველქმედებაზე. მისი ნორმალური ფუნქციონირების დროს, ადამიანი თავს ჯანმრთელად და მხნედ გრძნობს. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას, შეიგრძნობა სწრაფი დაღლა, კანი მოშვებულია, ადამიანი მოდუნებული და აპათიურია, აღინიშნება შეშუპება, თმა იწყებს ცვენას. ასევე, აღინიშნება გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება, შენელებული რეაქციები.
სუსტად განვითარებული ფარისებრი ჯირკვალი უარყოფითად მოქმედებს სასქესო ჯირკვლებზე, იწვევს ინტერესის დაკარგვას სქესობრივი ცხოვრებისადმი.
ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის იმ ჰორმონის უკმარისობისას, რომელიც იოდს შეიცავს, ადამიანს უჩნდება ჩიყვი. ამ ჯირკვლის ამოკვეთას ან მის ფუნქციურ უკმარისობას, შეუძლია, გამოიწვიოს სიმპტომური დაბერება უმოკლეს დროში.
ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის რეგულაციისთვის აუცილებელია იოდი. ორგანიზმში უნდა იყოს იოდის ნორმალური შემცველობა, რომ შენარჩუნდეს სისხლში თიროქსინის მარაგი. ფარისებრი ჯირკვლისთვის აუცილებელია B ჯგუფის ვიტამინები, ასევე, C ვიტამინი და ამინომჟავა თიროზინი, რომელიც მონაწილეობს ცილების აგებაში.
იოდს დიდი რაოდენობით შეიცავს ზღვის პროდუქტები და წყალმცენარეები, თევზის ქონი, პომიდორი, ჭარხალი, ბოლოკი, ავოკადო. ვიტამინი C კი, დიდი რაოდენობით არის: შავ მოცხარში, ლიმონში, ფორთოხალში, პომიდორში, კომბოსტოსა და წითელ წიწაკაში.
რომელი ინფექცია იწვევს უშვილობას და უქმნის საშიშროებას ორსულ ქალს
ბოლო დროს ძალიან გახშირდა ინფექციები, რომლებიც იმუნოდეფიციტს უკავშირდება. ორსულებში არსებული ბუნებრივი იმუნოდეფიციტის გამო გახშირდა ჰერპეროინფექციები, ტოქსოპლაზმოზი, ქლამიდიოზი, რაც ხშირად შეწყვეტილი ორსულობისა და პათოლოგიური ნაყოფის დაბადების მიზეზი ხდება.
ჰერპეროვირუსებიდან ყველაზე გავრცელებულ კატეგორიას მიეკუთვნება ადამიანში დაავადების გამომწვევი ხუთი ტიპის ვირუსი. პირველი და მეორე ტიპის ვირუსებს მარტივ ჰერპეროვირუსებს უწოდებენ, მესამე ტიპის ვირუსი ბავშვთა ცნობილ ინფექციას, ჩუტყვავილას იწვევს. ის, ზოგადად, მძიმედ მიმდინარეობს. სუსტი იმუნიტეტის ფონზე შესაძლოა, ადამიანის სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მეოთხე ტიპის ჰერპეროვირუსი ცნობილია, როგორც ებშტაინ-ბარის ვირუსი. ის იწვევს ინფექციურ მონონუკლეოზს და ცხელებით, ლიმფური ჯირკვლების, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით, სისხლში სპეციფიკური ცვლილებებით მიმდინარეობს. მეხუთე ტიპის ვირუსი – ციტომეგალოვირუსია, რომელიც ბოლო დროს საკმაოდ გააქტიურდა.
პირველი ტიპის ვირუსის დროს დაავადება ავადმყოფთა მხოლოდ ერთ მეოთხედში ვლინდება მწვავე კლინიკური ნიშნებით. ეს შესაძლოა, იყოს გრიპის მსგავსი სიმპტომი, პირის ღრუს ლორწოვანას დაზიანება და ასე შემდეგ.
მეორე ტიპის ჰერპეროვირუსის გავრცელება კი სქესობრივი ცხოვრების ინტენსივობის პარალელურია და ის ამ გზით გადადის. ვირუსი ხან ავლენს თავს და ხან პერიოდული გამწვავება ახასიათებს.
როცა ორსულში ფიზიოლოგიურადაა დაქვეითებული იმუნიტეტი, დედის ორგანიზმში აქტიურდება ჰერპესინფექცია. ვირუსი შესაძლოა პლაცენტის გავლითაც მოხვდეს ნაყოფის ორგანიზმში, გამოიწვიოს მისი დაზიანება, დაღუპვა, სიმახინჯეები. შეიძლება ბავშვი დაიბადოს თანდაყოლილი ფილტვების ანთებით, ჰეპატიტით, თავის ტვინის ანთებითა და ასე შემდეგ.
ციტომეგალოვირუსი ორგანიზმში „ჩუმად” არის და მხოლოდ მწვავე იმუნოდეფიციტურ პირობებში იწყებს გამოვლენას. განსაკუთრებული კლინიკური ნიშნები არ გააჩნია და შესაძლოა, ნებისმიერი რთული ინფექციის სახით გამოვლინდეს.
იმის მიხედვით, თუ ორსულობის რა ეტაპზე გააქტიურდება ვირუსი და გაარღვევს პლაცენტის ბარიერს, შესაძლოა, განვითარდეს თვითნებური აბორტი, სხვადასხვა თანდაყოლილი სიმახინჯე. ციტომეგალოვირუსის სამკურნალო პრეპარატები ძალიან ტოქსიკურია და მათი დანიშვნა ახალშობილისთვის არ არის რეკომენდებული. სისხლის ანალიზის მიხედვით განისაზღვრება სპეციფიკური ანტისხეულების ტიტრი.
ტოქსიკოპლაზმოზის ვირუსს ცხოველები ავრცელებენ. ინფექცია საგნებისა და პროდუქტების საშუალებით ვრცელდება. ინფექცია უმეტესად ჩუმ მდგომარეობაშია, გააქტიურების დროს კი დიდდება ლიმფური კვანძები, აღინიშნება ტემპერატურის მატება, მუცლის ტკივილი, ქოლეცისტიტი, თავის ტკივილი, ოფლიანობა, უგუნებობა. ეს ინფექცია საშიშროებას უქმნის ორსულს. ტოქსიკოპლაზმის ერთხელ გადატანის შემდეგ სუსტდება იმუნიტეტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაავადება მწვავე ფორმით აღარ განვითარდება და ჩუმად მაინც იარსებებს ორგანიზმში.
ქლამიდიები მცირე ზომის მიკროორგანიზმებია და იწვევს შარდ-სასქესო გზების ანთებით დაავადებას. უროგენიტალიური ქლამიდიოზი მეორად უშვილობას იწვევს. მისი მკურნალობა ეფექტურია, მაგრამ ქლამიდიის გამომწვევი მიკრობი ადამიანის უჯრედებში ცხოვრობს და პრობლემა ხდება სამკურნალო საშუალებების მათში შეღწევა. სქესობრივი პარტნიორების მკურნალობა ერთდროულად უნდა მოხდეს. გარდა გამომწვევზე მოქმედი პრეპარატებისა, გამოიყენება ორგანოთა ფუნქციების აღსადგენი საშუალებები. იმუნიტეტის გამაძლიერებლებისა და სხვა იმუნური სისტემების გასამაგრებლად, კარგია იმუნომოდულატორები, მაგალითად, C და E ვიტამინები. დიდი მნიშვნელობა აქვს სრულფასოვან კვებას. ორსულმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო მიკროელემენტი, რომელიც სხვადასხვა პროდუქტშია.
შაკიკის „მტერი“ თევზია, ალერგიის კი – ორკბილას ნაყენი
თუ ალერგია გაწუხებთ, ორგანიზმის რეაქციის შესაცვლელად, ჩაისა და ყავის ნაცვლად უნდა სვათ ორკბილას ნაყენი. ნაყენი ასე მზადდება: 20 გრამ აფთიაქში ნაყიდ ორკბილას დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურაზე, თავდახურულ ჭიქაში. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ. სასურველია, ყოველი დალევის წინ დააყენოთ. ნაყენი უნდა იყოს ოქროსფერი, რადგან მღვრიე და მომწვანო ფერის ორკბილას ნაყენი ძველია და მან შესაძლოა, მოგწამლოთ კიდეც.
კოლიტის სამკურნალოდ, ხალხურ მედიცინაში იყენებენ საზამთროს ქერქს. 100 გრამ გამომშრალ საზამთროს ქერქს დაასხით ორი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ თავდახურული. ნახევარი ჭიქა ნაყენი დალიეთ დღეში 4-ჯერ. ეს უებარი საშუალებაა მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთების დროსაც.
თუ გსურთ, ინფარქტისგან დაზღვეული იყოთ, ხშირად მიირთვით თევზი. თევზის ქონში შემავალ „ომეგა 3-ს” ეს თვისება გააჩნია – ანუ, თევზის ქონი შეიცავს ცხიმიან მჟავებს, რომლებიც ეწინააღმდეგება სისხლის შედედებას და იცავს გულს შესაძლო დაავადებებისგან.
თევზის ქონი ამცირებს ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინის ცხიმოვან მჟავებს ადამიანის ორგანიზმში, ასევე, გვიცავს ათეროსკლეროზისა და შაკიკის შემოტევებისგან.