კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ათი წლის გოგონას ხუთი წლის ასაკში გამოტოვებული აქვს გეგმიური დიფტერიის აცრა, შეიძლება თუ არა ახლა ავცრათ?

პასუხი: თუ პირველი ვაქცინაციის სამეტაპიანი კურსი სრულად აქვს ჩატარებული, შეგიძლიათ ახლა აცრათ.

კითხვა: რა საერთო აქვს ანემიას სისხლის გათეთრებასთან? ანემია იკურნება თუ არა და როგორ მკურნალობენ?

პასუხი: ანემიაც და სისხლის გათეთრებაც სისხლის სისტემის დაავადებებია. ანემია არის სისხლში ერითროციტების ნაკლებობა, რომელიც პერიფერიული ქსოვილების ჟანგბადით უზრუნველყოფისთვის არის აუცილებელი. სისხლის გათეთრება, ანუ ლეიკემია – სისხლის ავთვისებიანი სიმსივნეა. ლეიკემიის დროს ავთვისებიანი პროცესი, თავდაპირველად, ძვლის ტვინშია ლოკალიზებული. სწორედ ძვლის ტვინში წარმოიქმნება სისხლის უჯრედები. 

კითხვა: ხანდახან  მეწვის კუჭი, უფრო ხშირად ტკბილის ჭამის შემდეგ. მაინტერესებს წყლული მექნება?

პასუხი: შესაძლოა, კუჭის ლორწოვანი გარსი გქონდეთ გაღიზიანებული წყლულოვანი დეფექტის გარეშე, თუმცა დიაგნოზის დასაზუსტებლად სასურველია, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ენდოსკოპიური გამოკვლევა – გასტროსკოპია ჩაიტაროთ.

კითხვა: მაქვს თირკმლის დაწევა, თუმცაღა სიმძიმეებს არ ვწევ. შეიძლება, ამან გულის აჩქარება და წნევის უმნიშვნელო მატება გამოიწვიოს?

პასუხი: თირკმლის ნორმალური პროექციის შეცვლა მხოლოდ სიმძიმეების აწევას არ უკავშირდება. ის შესაძლოა, გამოწვეული იყოს წონაში სწრაფი და ძლიერი კლებით, აგრეთვე იმ მყეს-კუნთოვანი აპარატის მოდუნებით, რომელსაც თირკმლის საჭირო დონეზე ფიქსაცია ევალება. თირკმლის დაწევამ შეიძლება, გამოიწვიოს არტერიული წნევის ცვლილება.

კითხვა: ვარ 35 წლის, მცირე დატვირთვაზეც კი მტკივდება წელი (ჭურჭლის რეცხვა, უბრალოდ დგომა, სიარული). რა შეიძლება იყოს მიზეზი?

პასუხი: სავარაუდოდ, ეს წელის ოსტეოქონდროზს უკავშირდება. მიმართეთ ნევროპათოლოგს, თუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა, გამოიკვლიეთ საშვილოსნო და საკვერცხეები.

კითხვა: დაბალი ჰემოგლობინის გარდა, მოზრდილ ადამიანებში რა მიზეზებმა შეიძლება, გამოიწვიოს კიდევ სისუსტე, ანუ ძალის გამოცლა, მუხლების ადვილად დაღლა, გულის ფრიალი, როცა წნევა ნორმალურია, პულსი კი ხშირად ჩქარი.

პასუხი: ამგვარი ნიშნების ყველაზე გავრცელებული მიზეზი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებია. გამოიკვლიეთ ფარისებრი ჯირკვალი (ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, სისხლში  ჰორმონების გამოკვლევა).

კითხვა: რა იწვევს კალცის ნაკლებობას? რა საკვები შეიცავს კალცს?

პასუხი: კალციუმის ნაკლებობა შეიძლება გახდეს ოსტეოპოროზისა და კბილების დაზიანების მიზეზი, გამოიწვიოს ფრჩხილებისა და თმის მტვრევადობა, ნერვული სისტემის მხრივ – დაღლა, გაღიზიანება. ასევე კალციუმის ნაკლოვანება შეიძლება ჰიპერტონული დაავადების, სახის ნერვის პარალიზებისა და ნაადრევი ჭაღარის გაჩენის მიზეზიც კი გახდეს. კალციუმით მდიდარია რძის პროდუქტები, კომბოსტო, ლობიო, კენკროვანი ხილი.

скачать dle 11.3