კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: შეიძლება თუ არა მართლმადიდებელი ქრისტიანი დაკავებული იყოს აღმოსავლური ორთაბრძოლებით?

პასუხი: აღმოსავლური ორთაბრძოლების იდეოლოგია და ფილოსოფია ანტიქრისტიანულია, თუმცა ამ ორთაბრძოლების ელემენტები შესაძლებელია, გამოყენებული იყოს წვრთნის დროს საჯარისო ფორმირებებში – ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ უგულებელყოფილი იქნება ის ფილოსოფია და რელიგიური საფუძვლები, რომელსაც ეყრდნობა საბრძოლო ხელოვნების მათეული ილეთები. ამდენად, აღმოსავლური ორთაბრძოლების იდეოლოგია მიუღებელია, ხოლო მათი ცალკეული ხერხების გამოყენება – შესაძლებელი.

კითხვა: შეიძლება თუ არა მართლმადიდებელი ქრისტიანის ოჯახში ინახებოდეს კათოლიკური ხატი?

პასუხი: მართლმადიდებელი ქრისტიანის ოჯახში შეიძლება ინახებოდეს კათოლიკური ხატი, ისევე, როგორც ბევრი სხვა ნივთი, ოღონდ ამ ხატზე არ შეიძლება ლოცვა და მასთან სანთლის დანთება.

კითხვა: ეკლესიაში შესული მორწმუნე პირჯვარს იწერს და ემთხვევა ხატსა და ჯვარს. რამდენად ჰიგიენურია ეს და ხომ არ გამოიწვევს რაიმე ინფექციურ დაავადებას?

პასუხი: ეკლესიის 2000 წლის ისტორიის განმავლობაში ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ჯვრისა და ხატის ამბორისყოფისა და ზიარების შედეგად, ინფექციები გავრცელებულიყო. პირიქით კი მრავალი შემთხვევაა ცნობილი: გავრცელებულ ინფექციებს გვერდი აუვლია სწორედ ერთი საზიარებელი კოვზით მაზიარებელთათვის. ზიარება არაერთი მორწმუნისთვის გამხდარა სასწაულებრივი კურნების მიზეზი. ასეთი აზრები, რაც თქვენ დაგებადათ, მცირედმორწმუნეობის ბრალია.

კითხვა: რამდენად არის საფრთხის შემცველი, როდესაც მართლმადიდებელი ბავშვების გვერდით იეღოველები სწავლობენ? როგორ დავიცვათ მათგან ჩვენი შვილები?

პასუხი: რადგან საქართველოში განათლება საეროა, შესაძლებელია, სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანმა ერთად ისწავლოს. თქვენი შვილების დაცვა სხვა სარწმუნოების მიმდევართაგან იმით შეგიძლიათ, რომ მართლმადიდებლურად აღზარდოთ ისინი, აჩვენოთ საკუთარი  მაგალითით, როგორ უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი, ხშირად წაიყვანოთ ეკლესიაში, აზიაროთ, რათა მათი რწმენა ისეთი მყარი იყოს, რომ სხვა სარწმუნოებით დაინტერესება საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს.

скачать dle 11.3