კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეხმარება ცოლი ქმარს ქართველი მამის პოვნაში და ვის ეძებენ რუსეთიდან საქართველოში

30 წლის ალისა კოსოვა და ანტონ მირონოვი ეძებენ დაახლოებით 51-52 წლის ამირან მაღლაკელიძეს.

ისტორია: ვეძებ ჩემი მეუღლის, ანტონ მირონოვის მამას – დაახლოებით 51-52 წლის ამირან მაღლაკელიძეს. ჩემს მეუღლეს მამა არ უნახავს, რადგან, ის სამი თვის იყო, როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. ამირანი დაბრუნდა თავის სამშობლოში, საქართველოში და 1980 წლიდან მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ. ძალიან მინდა, დავეხმარო ჩემს ქმარს და მამა ვაპოვნინო. იმედი მაქვს, ამირანიც მოინდომებს შვილთან დაკავშირებას.

– გვიამბე თქვენი ისტორია, როგორ დაკარგა მამა-შვილმა ერთმანეთი და როგორ მოხდა, რომ შენ ეძებ მამამთილს?

– მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი ორი წლის წინ გავიცანით, შეგვიყვარდა და დავოჯახდით. აღმოჩნდა, რომ ჩემი მეუღლის ბიოლოგიური მამაც ქართველია, ისევე, როგორც ჩემი. ანტონი სამი თვის იყო, როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მამამისის შესახებ ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ის ამჟამად დაახლოებით 51-52 წლის უნდა იყოს. ანტონის მშობლებმა ერთმანეთი ბელოგორიის რაიონში, ამურის მხარის სოფელ ტომიჩიში გაიცნეს. სწორედ იქ გადიოდა სამხედრო სამსახურს ამირან მაღლაკელიძე დაახლოებით 1978-1979 წლებში. ანტონის დედამ, ნინამ, შვილს დაბადებისთანავე თავისი გვარი მისცა და ის მირონოვია. ჩემი მეუღლე ამჟამად უკვე 32 წლისაა და მას მამა არასდროს უნახავს. მე ძალიან მინდა, მამის პოვნაში დავეხმარო, მაგრამ, დამოუკიდებლად ეს ვერ შევძელი.

– კიდევ რა იცით მეუღლის მამის შესახებ და თავად თქვენმა ქმარმა თუ იცის, მამამისს რომ ეძებთ?

– ანტონმა იცის, რომ მამამისს ვეძებ და მას ეს ძალიან უხარია. მას მამისგან არაფერი უნდა, გარდა იმისა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ნახოს. დარწმუნებულები ვართ, ამირანს აქვს თავისი ოჯახი და შვილებიც ეყოლება, მაგრამ, ვფიქრობ, ცუდი არაფერია იმაში, რომ დაუკავშირდეს თავის ვაჟიშვილს. მე არაერთხელ ვთხოვე ჩემს ქართველ ნათესავებს (მამის მხრიდან), რომ დამხმარებოდნენ ამირანის პოვნაში, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ის ვერ იპოვეს. ამიტომ, დახმარებას თქვენ გთხოვთ. ჩემს დედამთილს მხოლოდ ის ახსოვს, რომ ამირანი ცხოვრობდა თბილისში, დიღმის რაიონში, უფრო კონკრეტული მისამართი ჩვენთვის უცნობია.

– ესე იგი, თქვენც და თქვენს მეუღლესაც ქართული ფესვები გაქვთ და ამის შესახებ მხოლოდ ქორწინების შემდეგ გაიგეთ?

– დიახ (იცინის). მართლაც საინტერესოა, მაგრამ, ამის შესახებ მანამდე არც ერთს არ გვისაუბრია და, აღმოჩნდა, რომ მეც და ანტონიც ქართველები ვართ. საბედნიეროდ, მე ვიცნობ მამაჩემს, მაგრამ, ანტონს ეს ბედნიერება ჯერ არ ჰღირსებია. ამიტომ მინდა, რომ მამა ვაპოვნინო. დიდი იმედი მაქვს, მამამისიც მოინდომებს მასთან დაკავშირებას, რადგან ის მართლაც არაჩვეულებრივი ბიჭია. თანაც, ორივეს ქართული გარეგნობა გვაქვს, ანტონს – მით უმეტეს. სულ გვაინტერესებს, ჰყავს თუ არა ჩემს მეუღლეს საქართველოში ნახევარდები ან ნახევარძმები, ჰგვანან ისინი ერთმანეთს თუ არა. ნამდვილად კარგი იქნებოდა, მათაც სცოდნოდათ, რომ ნახევარძმა ჰყავთ.

 

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3