კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თურქული კინოს ვარსკვლავების – სერიალ „სიყვარულისა და სასჯელის“ მსახიობთა ცხოვრების დეტალები

თურქულმა სერიალმა „სიყვარული და სასჯელი” ქართველ ტელემაყურებელთა დიდი სიყვარული უკვე მოიპოვა – სერიალმა არაერთი თაობის „საპნის ოპერის” მოყვარულთა გულები დაიპყრო და მათი განსჯის საგნად იქცა. სერიალის გმირების ცხოვრება აქტიურად განიხილება ტრანსპორტში, სამზარეულოსა და სოციალურ ქსელში. საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საინტერესო იქნება, გავეცნოთ გახმაურებული სერიალის თურქი ვარსკვლავების ბიოგრაფიებს.

 

მურატ ილდირიმი – სავაშ ბალდარი

თურქული კინოს ვარსკვლავი მურატ ილდირიმი ქალაქ ქონიაში დაიბადა 1979 წლის 13 აპრილს. მისი მშობლები წარმოშობით მარდინიდან არიან. მამა ლიტერატურის მასწავლებელი, დედა კი, წარმოშობით არაბი, თარჯიმანია. მამის სამსახურის გამო, ოჯახს ხშირად უწევდა საცხოვრებლის შეცვლა და ბავშვობის პერიოდი მურატმა ქონიასა და ადანას შორის მოგზაურობაში გაატარა. სტამბულის ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად, მურატი სამსახიობო წრეზე ჩაეწერა და უნივერსიტეტის თეატრის სცენაზე დაიწყო სპექტაკლებში მონაწილეობა. თუმცა, არც სწავლას ივიწყებდა, რადგან მათემატიკა მისი ერთ-ერთი საყვარელი საგანი იყო. საინტერესოა, რომ თავდაპირველად, მურატი მშობლებს უმალავდა, რომ თეატრში იყო დაკავებული. თეატრში თამაშის პარალელურად, ის როკ-ჯგუფშიც უკრავდა დასარტყმელ ინსტრუმენტზე. 

სამოყვარულო თეატრში სამწლიანი მუშაობის შემდეგ, მურატ ილდირიმმა მეგობრების დახმარებით, ბედი ტელევიზიაში სცადა და წარმატებით გაიარა ქასთინგი სერიალისთვის, „უკვდავი სიყვარული”, რომლის პრემიერა 2003 წელს შედგა თურქული ტელევიზიით. იმავე პერიოდში მურატმა მთავარი როლი ითამაშა მხატვრულ ფილმში „ჯადოსნური მოგზაურობა ხალიჩებზე”. ამავე დროს, სერიალ „არაფში” შესრულებული როლისთვის,  მან პრესტიჟული თურქული კინოპრემია „ოქროს ფორთოხალი” დაიმსახურა ანტალიის კინოფესტივალზე. 2007 წელს მურატ ილდირიმმა მონაწილეობა მიიღო ტელესერიალში „ასი”, რომელიც მსოფლიოს 73 ქვეყანაში აჩვენეს და მონტე-კარლოს „საპნის ოპერების” ფესტივალზე საუკეთესო სერიალად დასახელდა. „ასის” გადაღებების დასრულების შემდეგ, მურატ ილდირიმმა მონაწილეობა მიიღო მორიგ ტელესერიალში „სიყვარული და სასჯელი”. სავაშ ბალდარის როლის შესრულებით მან გაამყარა თავისი პოზიციები, როგორც თურქული კინოს ვარსკვლავმა და სექს-სიმბოლომ. ამჟამად მურატ ილდირიმი თამაშობს ტელესერიალ „სუსკუნლარში“, რომელიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს თურქ მაყურებლებში. 

მურატ ილდირიმი დაქორწინებულია, მისი მეუღლეა ასევე მსახიობი, ბურსინ ტერზიოღლუ, რომელიც სერიალ „ფიტრინას” გადასაღებ მოედანზე გაიცნო. წყვილი ერთად 2008 წლის 20 ივნისიდან ცხოვრობს. ცნობისთვის, ბურსინ ტერზიოღლუ ქართველი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ ტელესერიალ „ეზელში” თამაშობს.

 

ნურგულ იეშელჩაი – იასემინი

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი თურქი მსახიობი ქალი, ნურგულ იეშელჩაი 1976 წლის 25 მარტს დაიბადა ქალაქ აფიონში, თურქეთის დასავლეთში. ის იზმირში იზრდებოდა, სადაც მამის დახმარებით, ოთხი წლის ასაკში ისწავლა წერა-კითხვა. ბავშვობაში ნურგული, მურატ ილდირიმის მსგავსად, მათემატიკით იყო გატაცებული. სამსახიობო განათლება ნურგულიმ ანტალიაში, სასცენო ხელოვნების ინსტიტუტში მიიღო. მოგვიანებით, მან ესკიშეხირის უნივერსიტეტში სასცენო სკოლის კურსებიც გაიარა. პირველი როლი კინოში ნურგულ იეშელჩაიმ 1998 წელს ითამაშა ფილმში „ყველაფერი კარგად იქნება”, რომლის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ის თურქმა მაყურებელმა შეიყვარა. 2004 წელს ნურგულ იეშელჩაი ცოლად გაჰყვა მსახიობ ჯემა ეზერს, თუმცა ისინი მალევე განქორწინდნენ. ნურგულს ჰყავს 2005 წელს დაბადებული ვაჟი, სახელად ოსმანი. ნურგულ იეშელჩაი თურქული კინოს სექს-სიმბოლოდ მიიჩნევა და არც გულახდილ თემებზე საუბარს ერიდება ინტერვიუებში. მაგალითად, ცნობილია, რომ ნურგულის პირველი სიყვარული ტრანსსექსუალია, ხოლო მეორე სიყვარული ტუბერკულოზით იყო დაავადებული და მასთან განშორება ნურგულს მშობლებმა აიძულეს. მსახიობის თქმით, ის აღარ ფიქრობს ქორწინებაზე და თავს ბედნიერად გრძნობს საყვარელ ადამიანთან ყოველგვარი ფორმალობის გარეშე. 

ტომრის ინჯერი – სანუს ბალდარი

ტომრის ინჯერი 1948 წლის 16 მარტს დაიბადა ბულგარეთში, ქალაქ ვარნაში. 1974 წლიდან ის სტამბულის მუნიციპალური თეატრის მსახიობი გახლდათ და იმავე პერიოდში დაიწყო მისი კინოკარიერაც, რომელიც დღემდე გრძელდება. ტომრისი თურქული კინოსა და თეატრის აღიარებული ვარსკვლავია. მსახიობი მუშაობს და ცხოვრობს სტამბულში.

ფერიდე ჩეთინი – ჩიჩეკ ბალდარი

ფერიდე ჩეთინი 1980 წელს დაიბადა სტამბულში, იქვე სწავლობდა კომუნიკაციის, ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის ფაკულტეტზე, შემდეგ კი სწავლა მარმარილოს ზღვის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში განაგრძო. სამსახიობო კარიერა ფერიდემ 2005 წელს დაიწყო ფილმით „ორი გოგო”, რასაც მოჰყვა როლი გახმაურებულ სერიალში „სიყვარული და სასჯელი”. მსახიობობის გარდა, ფერიდე სხვადასხვა თემაზე ამზადებს სტატიებს თურქული ჟურნალ-გაზეთებისთვის.

გიოკჩე იანარდაღი – ნაზანი

ნაზანას როლის შემსრულებელი გიოკჩე იანარდაღი სტამბულში დაიბადა 1975 წელს. გიოკჩე ბავშვობიდან ოცნებობდა მსახიობობაზე და უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, თეატრალურ წარმოდგენებში მონაწილეობდა სამოყვარულო დონეზე. მისი კარიერა 2000 წელს დაიწყო  მინი-სერიალით „სავუნმა,” ხოლო სერიალი „სიყვარული და სასჯელი” მის კარიერაში საუკეთესო ფილმადაა მიჩნეული. ის ასევე, ცნობილია, როგორც მოდელი და თურქული კინოს სექს-სიმბოლო.

ოქტაი გიურსოი – ჩემი

ოქტაი გიურსოი 1984 წელს ანკარაში დაიბადა. იქვე მიიღო დაწყებითი და საშუალო განათლება, რის შემდეგაც სწავლა სახელმწიფო თეატრალურ უნივერსიტეტი განაგრძო. ოქტაი აქტიურად არის დაკავებული თურქული კინოსა და თეატრის სამყაროში. მონაწილეობს სპექტაკლებში, სერიალებსა და მხატვრულ ფილმებში. მისი საყვარელი ჟანრია მძაფრსიუჟეტიანი „ბოევიკები”.

ჯენკ ერტანი – ბორა

თურქი მსახიობი, „სიყვარული და სასჯელში” ბორას როლის შემსრულებელი, ჯენკ ერტანი გერმანიაში დაიბადა 1970 წელს. თავდაპირველად ის მოდელად მუშაობდა და მხოლოდ შემდგომ სცადა ბედი ტელევიზიაში. პირველი როლი მან 2003 წელს ითამაშა და მას შემდეგ, ხშირად იწვევენ უარყოფითი პერსონაჟების განსახიერებისთვის, რაც მას საუკეთესოდ გამოსდის, მათ შორის „სიყვარულსა და სასჯელშიც”.

скачать dle 11.3