კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კალეიდოსკოპი

ფინეთი – დედობისთვის იდეალური ადგილი

საერთაშორისო ორგანიზაციამ „Save the Children“, რომელიც იცავს ბავშვების უფლებებს მთელ მსოფლიოში, წარმოადგინა ქვეყნების ყოველწლიური რეიტინგი, სადაც ყველაზე კარგია დედობა. ლიდერობენ სკანდინავიის სახელმწიფოები, ხოლო ყველაზე ცუდი პირობები დედებისთვის აფრიკის ცალკეულ ქვეყნებშია.

176 ქვეყანა განალაგეს განსაზღვრული რიგით შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: დედათა და 15 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის დონის მაჩვენებლები; სკოლაში სწავლის საშუალო ხანგრძლივობა; ქალების შემოსავლის დონე და მართვის ორგანოებში მათი წარმომადგენლობის პროცენტულობა.

დედებისთვის იდეალურ ადგილად აღიარეს ფინეთი. მათთვის საუკეთესო პირობებით, ათეულში შევიდნენ: შვედეთი, ნორვეგია, ისლანდია, ნიდერლანდები, დანია, ესპანეთი, ბელგია, გერმანია და ავსტრალია. სლოვენია მე-14 ადგილზეა, საფრანგეთს მე-16 ადგილი უკავია, იტალიას – მე-17,  ესტონეთს – 21-ე, დიდი ბრიტანეთი 23-ე პოზიციაზეა, ისრაელი – 25-ზე, შემდეგ მოდის ბელორუსია (26), ლიტვა (27), ამერიკის შეერთებული შტატები (30), საქართველო (34), სლოვაკია (35), არგენტინა (36), სერბია (37), მაკედონია (40), ბაჰრეინი (44), საუდის არაბეთი (46), მექსიკა (49), გრენადა (52), ქუვეითი (55), ტუნისი (56), ლიბია (57), ყატარი (58), რუსეთი (59), შემდეგ მოდიან თურქეთი, რუმინეთი და მავრიკია.

სიის ბოლოშია აფრიკის ქვეყნები – მალი, სიერა-ლეონე, სომალი და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. როგორც „გარდიანი“ აღნიშნავს, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 30-დან ერთი მშობიარე კვდება. ფინეთში 12 209-დან – მხოლოდ ერთი. რაც შეეხება ბავშვთა სიკვდილიანობას, იმ ქვეყნებში, რომლებიც ყველაზე ცუდ ქვეყანათა ათეულშია, ტრაგიკული ხვედრი აქვს ყოველ მეშვიდე ბავშვს, რომლებიც 5 წლის ასაკს ვერ აღწევენ, ფინეთში კი 345-დან ერთი ბავშვი კვდება.

ორგანიზაცია „Save the Children“ დააარსა ეგლანტაინ ჯებმა და მისმა დამ – დოროთი ბაქსტონმა 1919 წელს დიდ ბრიტანეთში. მისი ძირითადი მიზნებია: განათლების სისტემის გაუმჯობესება, ჯანდაცვა, ეკონომიკური შესაძლებლობები, ბავშვთა დაცვა ძალადობისა და სტიქიური უბედურებისგან, აგრეთვე, სხვა საქმიანობა ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. 1970 წელს ორგანიზაცია განსაკუთრებით ზრუნავს განვითარებად ქვეყნებში ბავშვთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

скачать dle 11.3