კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაკეთილებულები

და კაკალგაგდებულები

სრულიად უცნობ მიზეზთა გამო, ამ ჩვენს მაშინ „დემოკრატიის შუქურად“ წოდებულ „ნაციონალურ“ სამშობლოში „აისაფის“ მისიაში დაღუპულ ჯარისკაცებს ჩუმ-ჩუმად ასაფლავებდნენ (დაჭრილების შესახებ ინფორმაციას კი მხოლოდ იმ გამონაკლის შემთხვევაში ვიღებდით, თუკი მათ უცხოურ ჰოსპიტლებში აშშ-ის პრეზიდენტი ან ჰოლივუდელი რომელიმე ვარსკვლავი ეწვეოდა).

როგორც უნდა ყოფილიყო, ვითარება შეიცვალა და ავღანეთში დაღუპული სამი სამხედრო მოსამსახურის: კაპრალ ალექსანდრე კვიწინაძის, უმცროს სერჟანტ ზვიად დავითაძისა და კაპრალ ვლადიმერ შანავას  სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა. ხოლო, რაკი ვითარება შეიცვალა,  შესაბამისად, ყველა გაკეთილდა. სახელდობრ, თბილისის მერმა ბ-ნმა უგულავამ, ჯერ ერთი, ქაშუეთის ეკლესიაში ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და, მეორეც, მისივე გადაწყვეტილებით, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს სარეზერვო ფონდიდან 10 000-10 000 ლარი გადაეცემა.

ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიცით, რატომ არ იმეტებდა აქამომდე თბილისის მერია სარეზერვო ფონდიდან თანხებს ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, არ არის ურიგო, ადრე თუ გვიან, არა მხოლოდ ყვავს, კაკალს თუ გააგდებინებ (აი, ასეთი მატერიალისტურია კონკურენციის მოკრძალებული ხიბლი). 

скачать dle 11.3