კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

 

ორი დაქალი პლაჟზე წევს და ახალგაზრდა მამაკაცებს ათვალიერებენ. ჩაიარა ერთმა. 

– აბა‚ რას იტყვი‚ როგორია?

– ზურგზე ნაკაწრებით თუ ვიმსჯელებთ‚ მაგარი ბიჭი უნდა იყოს...

***

– მიყიდე‚ რა, „ლექსუსი“‚ ბავშვებთან ერთად ვისეირნებთ ხოლმე‚ – როგორც იტყვიან‚ შეუჭამა გული ცოლმა ქმარს და, ქმარმაც, ბოლოს და ბოლოს, აჩუქა ძაღლი‚ საყელურზე ამოკვეთილი სახელით – „ლექსუსი“ და ღია ბარათიც მიაყოლა: „ოცნებები სრულდება – ისეირნეთ!“

***

– შებოლილ ქათამს ვეძებ და ვერ ვიშოვე...

– ალბათ‚ ჯერ ყველა სოლარიუმშია...

***

– ბავშვებო‚ ვინც დაბალ ნიშნებზე დაამთავრებს სკოლას‚ ჯოჯოხეთში მოხვდება‚ ვინც მაღალ ქულებზე – სამოთხეში...

– მასწ... ცოცხლებმა რომ დავამთავროთ‚ არ შეიძლება?

***

მამა პატარა გოგონას ეთამაშება... ცოტა ხნის შემდეგ ბავშვმა – აღარ მინდა თამაში‚ თავი მტკივაო. კაცმა ცოლს შეხედა:

– რა, ქალებს ამას ბავშვობიდან გასწავლიან?

***

მორგში სანიტრები სხედან და სპირტს „ურახუნებენ“. უცბად მორიგე სტუდენტი წამოხტა‚ სულ თეთრი:

– იქ... იქ...

– რა? – შეშფოთდნენ სანიტრები... სასწრაფოდ მიმალეს სასმელი‚ „კლიონკაზე“ დაწყობილი მწნილი და პური შეახვიეს და უჯრაში ჩატენეს...

– იქ... მიცვალებული გაცოცხლდა...

– უჰ‚ შენ რა გითხარით... მთავარი ექიმი გვეგონა‚ შემოვლაზე...

***

მეზღვაური ხიდზე სეირნობს. ხედავს‚ გოგონა ხიდის მოაჯირზე ცდილობს ავიდეს – გადახტომას აპირებს. 

– გოგონა‚ გოგონა‚ არც იფიქროთ თავის მოკვლა!

– თქვენ ვერ გამიგებთ‚ მე ისეთი დეპრესია მაქვს... საშინელ დღეში ვარ... სხვა გზა არ მაქვს...

– არ გინდათ‚ მე მეზღვაური ვარ‚ წამომყევით‚ გემზე ავიდეთ‚ წავიდეთ‚ ევროპას გაჩვენებთ – რომს‚ პარიზს‚ ლონდონს... 

წაჰყვა გოგო. მეზღვაურმა ტრიუმში დამალა‚ ყოველდღე საჭმელი მიაქვს‚ ყოველღამე „ართობს“... ერთხელაც, გემის შემოვლისას კაპიტანმა აღმოაჩინა.

– გთხოვთ‚ არ გააგდოთ მეზღვაური‚ მან მე დეპრესიისგან‚ უფრო სწორად‚ სიკვდილისგან მიხსნა‚ რომი უნდა მაჩვენოს‚ პარიზი‚ ლონდონი...

– რა რომი‚ რის პარიზი? გოგონა‚ ეს ბორანია...

***

აფთიაქში ქალმა ჰემოროის სანთლები იყიდა. უკან მდგარმა მამაკაცმა თვალი მოჰკრა. ეს შეამჩნია ქალმა და უხერხულად შეიშმუშნა.

– სანერვიულო არაფერი გაქვთ‚ ქალბატონო‚ სამაგიეროდ‚ შანდალი გაქვთ ძალიან ლამაზი...

***

– მართალია‚ ერთი წუთი სიცილი სიცოცხლეს 5 წუთით ახანგრძლივებსო?

– გააჩნია‚ ვისზე იცინით; შეიძლება‚ შეამციროს კიდეც.

***

ტიპი მატარებელში‚ ზედა „კოიკაზე“ წევს. ერთ-ერთ სადგურზე ქალი ამოვიდა და ქვემოთ მოთავსდა... მერე ამოალაგა ჩანთიდან არაყი და მისაყოლებელი‚ ჭამს და თან ას-ას გრამს აყოლებს. იფიქრა კაცმა‚ დროა, გავიცნოო და ეკითხება:

– ქალბატონო‚ თუ შეიძლება‚ მითხარით‚ როგორ მოგმართოთ?

– მომართვა რად მინდა‚ ამ ბოლო ჭიქასაც დავლევ და მე თვითონ ამოვალ...

***

სკკპ ყრილობის ბოლო სხდომაზე ბრეჟნევს ციმბირიდან მოსული წერილი მიაწოდეს:

„სასწრაფოდ გამოგვიგზავნეთ ორი ცისტერნა არაყი‚ თორემ, ხალხი გამოფხიზლდა და კითხულობს – მეფე სად არისო“...

***

– მითხარი‚ როგორი ქალები მოგწონს – ჭკვიანები თუ ლამაზები?

– არც ერთი და არც მეორე‚ ხომ იცი‚ მე მხოლოდ შენ მიყვარხარ...

***

– აბა‚ სანდრო‚ მითხარი რამდენი იქნება 9X7?

– არ მესმის‚ მასწ!

– რამდენია 9X7? – ხმას აუწია მასწავლებელმა.

– არც ახლა მესმის!

– კარგი. აბა‚ ადგილები შევცვალოთ‚ ვნახოთ‚ როგორ არ გესმის.

დაჯდა მასწავლებელი. 

– მასწ‚ როდის მოეშვებით დედაჩემთან სიარულს?

– ვა‚ ხედავ‚ მართლა არაფერი არ ისმის...

***

მიხომ საღამოს მიტუა და ვანუა მოიყოლა შინ. 

– ბიჭებო‚ ყავაი დალევთ? – შეეკითხა მარო.

– რაც ამ სერიალების ყურება დაიწყო‚ ასე უცნაურად წარმოთქვამს ხოლმე არაყსა...

***

ქვეყანაში რევოლუციის გამოწვევას მხოლოდ ორი რამე სჭირდება: ტელევიზიებმა შეწყვიტონ სერიალების ჩვენება და გამოირთოს ინტერნეტი – მაშინვე მთელი ხალხი ქუჩებში გამოიფინება.

***

– ჩემო სიყვარულო... – ხელი მოჰხვია ცოლს ქმარმა.

– შენი სიყვარული რომ ვიყო‚ გვერდზე არც კი გაიხედავდი...

– მაშინ ერთადერთი იქნებოდი‚ ახლა სიყვარული ხარ...

***

სტუდენტი პაემანზე მიდის:

– დე‚ ფული მომეცი‚ რა...

– არა‚ ვერ მოგცემ.

– შვილიშვილი გინდა?

– ახლავე. რამდენი გჭირდება?

 

 

скачать dle 11.3