მხოლოდ ფაქტები
* მაგმა ბერძნულად „ცომს“ ნიშნავს.
* ცნობილი მეცნიერი ტორიჩელი ხელმოკლეობის გამო ძვირად ღირებული ცდების ჩატარებას თვითონ ვერ ახერხებდა, მეცნიერის ხელმძღვანელობით ამას მისი მოსწავლე გრაფი ვივიანი ასრულებდა.
* ავტომობილების ცნობილ ფირმა „იაგუარს“ ადრე SWALLOW – მერცხალი ერქვა.
* რუმინეთში გამოიგონეს ყალბი ფულის ამომცნობი აპარატი, რომელიც ნამდვილ ბანკნოტს ყალბისგან შრიალის მიხედვით განასხვავებს.
* თერძის, ტექნიკური, სამედიცინო მაკრატლების გარდა არსებობს კულინარიული – თოხლოდ მოხარშული კვერცხის თავის მოსაჭრელი მაკრატელი.
* ამერიკელმა ლაიონმა დააპატენტა დანადგარი, რომლისგანაც გამოსროლილ საპნის ბუშტებს მიზანში სროლის ვარჯიშისას თეფშების მაგივრად იყენებენ.
* ჰაერის ყველაზე გამჭვირვალე ზედა ფენას ბერძნულად ეთერი ერქვა.
* მოცარტის ორხმიანი კანონი სანოტო ჩანაწერში ორჯერ ნაკლებ ადგილს იკავებს ნებისმიერ ორხმიან კანონთან შედარებით, რადგან პირველი ხმა პარტიტურაში იკითხება დასაწყისიდან, ხოლო მეორე ხმა ბოლოდან – უკუღმა.
* ბერძენი ფილოსოფოსი – ანახარსისი ადამიანებს სამ კატეგორიად ყოფდა: მკვდრებად, ცოცხლებად და ვინც ზღვაშია.
* ინგლისელების გამოთვლით, ადამიანი თავისი სიცოცხლის განმავლობაში 100 000 კილომეტრს გადის.
* იტალიაში ყველაზე გავრცელებული სახელი და გვარია – მარიო როსი.
* მეოცე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში მხოლოდ 360 ქალაქი იყო, რომელთა მცხოვრებთა რაოდენობა 100 000-ს აღემატებოდა, ანუ მოსახლეობის 5 პროცენტი. ოთხმოციან წლებში ასეთი ქალაქების რაოდენობა 2 500-მდე გაიზარდა, სადაც მოსახლეობის 33 პროცენტი ცხოვრობდა.