ბრძნული აზრები
ჩაპეკი: თქვენ საწინააღმდეგო არაფერი გაქვთ, თუ წინააღმდეგი ხართ, რადგან არაფერი არ გაქვთ?
დემოკრიტე: ყველაფრის ცოდნას ნუ შეეცდები, თორემ უმეცარი დარჩები.
პლატონი: ყოველგვარი სიბრძნის საფუძველია მოთმინება.
შილერი: ჭეშმარიტებას სულ არ აწუხებს, რომ იმას ვინმე არ აღიარებს.
ნიცშე: ქალს არ შეუძლია მეგობრობა, მხოლოდ სიყვარული იცის, რაც სიყვარულის იქითაა, იმის მიმართ ქალი განურჩეველია.
რემარკი: ვინც მეტისმეტად ხშირად იხედება უკან, იოლად წაჰკრავს რამეს ფეხს და დაეცემა.
ცვაიგი: ბედი ტრაგიკულ შემთხვევებში ახვევს დიდ ადამიანებს.
ალიგიერი: ყველაზე უფრო ბრძენი ის არის, ვისაც დროის დაკარგვა ყველაზე მეტად აღიზიანებს.
ჯორდანო ბრუნო: მხოლოდ თავისუფალი ადამიანია უშიშარი.
ბეკონი: რჩევის თხოვნა – უდიდესი ნდობაა, რაც შეიძლება კაცმა კაცის მიმართ გამოიჩინოს.
ფილდინგი: ჩვენ დღევანდელ სიძნელეებთან ბრძოლაში ვიყენებთ ზოგიერთ წამიერ უპირატესობას და არ ვიყურებით წინ.
უაილდი: მოწყენილობა არის სერიოზულობის ნაკლებობა.
რაბლე: ყოველი კაცი იმდენი ღირს, რამდენსაც თავს იფასებს.
სტენდალი: ადამიანი დედამიწაზე იმისთვის კი არ ცხოვრობს, რომ გამდიდრდეს, არამედ იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს!
ნაპოლეონი: ბრძოლის ველზე მალე ბერდებიან, მე კი იქიდან მოვდივარ.
ფორდი: კარგია, რომ ხალხს არ ესმის ჩვენი საბანკო და ფულადი სისტემა. რომ ესმოდეთ, ხვალ დილამდე რევოლუცია მოხდებოდა.
როტშილდი: ნება მომეცით დავბეჭდო და ვაკონტროლო სახელმწიფოს ფული და მერე აღარც კი დამაინტერესებს, ვინ წერს კანონებს.
ტოლსტოი: ცოდნა იარაღია და არა მიზანი.
ოუენი: შეაერთეთ ცოდნა და შრომა. მიეცით ცოდნა იმ ადამიანებს, რომლებიც საჭიროების მიხედვით მიიღებენ მისგან ყოველგვარ პრაქტიკულ სარგებლობას და თქვენ დაინახავთ, რომ ქვეყნისა და ხალხის სიმდიდრე არნახული სიჩქარით გაიზრდება.
ჩერნიშევსკი: თუ დასაშვებია სიცილი ცარიელ ადამიანებზე, მაშინ, ალბათ, დასაშვებია სიცილი ცარიელ წიგნებზეც... თუ დასაშვებია თქმა: „არ ღირს უსარგებლო ლაპარაკის დაწყება ან მოსმენა“, მაშინ, ალბათ, დასაშვებია თქმა: „არ ღირს უსარგებლო წიგნების წერა და კითხვა“.
დიუმა: ნაწარმოებებს, რომლებსაც კითხულობენ, აქვს აწმყო, ნაწარმოებებს, რომლებსაც ბევრჯერ გადაიკითხავენ, აქვს მომავალი.
ბრიუიერი: ცოტაა ამქვეყნად ისეთი ქალი, რომელიც დღეში ერთხელ მაინც არ მისცემდა ქმარს იმის საბაბს, რომ დაქორწინება ენანა და უცოლოების ხვედრი შეშურებოდა.
როსტანი: მამაკაცი ისე იქცევა ქალთან, როგორც ქიმიკოსი თავის ლაბორატორიაში – აკვირდება გაუგებარ პროცესებს, რომლებიც თავადვე გამოიწვია.