კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კალეიდოსკოპი

პლანეტის 100 ყველაზე სექსუალური ქალი

მამაკაცების პოპულარულმა ჟურნალმა FHM-მა (For Him Magazine  – „ჟურნალი მისთვის“ – მამაკაცისთვის) გამოაქვეყნა 2013 წლის მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალთა ასეული. რეიტინგი ჟურნალის მკითხველთა ხმის მიცემის შედეგებით შედგა.

პირველი ადგილი ჰოლივუდის მსახიობმა, 29 წლის მილა კუნისმა დაიკავა. მილა უკრაინაში, ქალაქ ჩერნოვციში, ებრაელთა ოჯახში დაიბადა. როდესაც მომავალ მსახიობს 7 წელი შეუსრულდა, მამამისი – ინჟინერ-მექანიკოსი, მარკი და დედა – ფიზიკის მასწავლებელი, ელვირა, შვილებთან ერთად ლოს-ანჯელესში გადასახლდნენ.

ახალ გარემოში ადაპტირება რომ გაადვილებოდა, მილა სამსახიობო ოსტატობის კურსებზე შეიყვანეს. 2 წლის შემდეგ, მილამ თავისი პირველი როლი შეასრულა ტელესერიალ „ჩვენი ცხოვრების დღეებში“. დღეს ის უკვე თითქმის 50 ფილმშია გადაღებული. მილა კუნისი არაერთხელ მოხვდა ყველაზე სექსუალური ცნობილების ტოპ-რეიტინგში. 2012 წელს FHM-ის ამავე რეიტინგში ის მე-9 ადგილზე იყო. ჟურნალმა Esquire-მ კი დედამიწაზე მცხოვრებთა შორის ყველაზე სექსუალურ ქალად შარშანვე დაასახელა.

მეორე ადგილი წელს 25 წლის ამერიკელმა მომღერალმა რიანამ დაიკავა. ის შარშან მესამე ადგილზე იყო. წელს კი მესამე ადგილზე ბრიტანელი მსახიობი ჰელენ ფლენეგენია.

შარშანდელი რეიტინგის ლიდერმა, ბრიტანელმა მომღერალმა ტულიზა (ტულა) კონტოსტავლოსმა მეთერთმეტე ადგილზე ჩამოინაცვლა. ისრაელის სუპერმოდელი ბარ რაფაელი და ჰოლივუდის მსახიობი ნატალი პორტმანი, რომლებიც შარშან, შესაბამისად, 46-ე და 71-ე პოზიციაზე იყვნენ, წელს ყველაზე სექსუალურ ქალთა ასეულის მიღმა დარჩნენ.

ტოპ-ასეულის პირველი ოცეული ასე გამოიყურება: 1. მილა კუნისი, 2. რიანა, 3. ჰელენ ფლენეგენი, 4. მიშელ კიგანი, 5. კელი ბრუკი, 6. კეილი კუიოკო, 7. პიკსი ლოტი, 8. კეიტ აპტონი, 9. შერილ კოული, 10. ჯორჯია სელპა, 11. ტულიზა კონტოსტავლოსი, 12. ტეილორ სვიფტი, 13. ჯორჯი პორტერი, 14. როზი ჯონსი, 15. რიტა ორა, 16. კეტი პერი, 17. მეგან ფოქსი, 18. მოლი კინგი, 19. ბიონსე ნოულზი, 20. ჯენიფერ ლოურენსი.


სატურნის ქარიშხალი – „წითელი ვარდი ბალახზე“

„ნასამ“ მზის სისტემის პლანეტებზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში პირველად გადაიღო ქარიშხალი სატურნზე. ფერად სურათებზე ეს ბუნებრივი მოვლენა ისე გამოიყურება, როგორც „წითელი ვარდი ბალახზე“. სინამდვილეში კი წითელი ქარბორბალა ღრუბელია, რომელიც სატურნის ნიადაგის ზედაპირთან ძალზე ახლოს მოძრაობს, ხოლო მწვანე ღრუბლები კი უფრო ზემოთ.

ულამაზესი სურათები ამერიკულმა საპლანეტათაშორისო ორბიტულმა სადგურმა – Casini-მ სპეციალური ფილტრების დახმარებით თებერვალში გადაიღო და მხოლოდ ახლა გამოაქვეყნა.

ქარიშხალი სატურნის ჩრდილოეთ პოლუსზე აბობოქრდა. სწავლულებმა შეისწავლეს კადრები და გამოიტანეს დასკვნა, რომ შტორმის გავრცელების დიამეტრი  2 011 კილომეტრია, რაც „დედამიწის ზომებზე გადმოტანით“ ავსტრალიის ნახევარია. სატურნზე ქარიშხლის მასშტაბები 20-ჯერ დიდია დედამიწაზე ნებისმიერი ქარიშხლის დაზიანების ფართობთან შედარებით. ქარიშხალში ჰაერის ნაკადის სიჩქარე წამში 150 მეტრს აღწევს – ამას გარდა, დედამიწის შტორმებისგან განსხვავებით, პლანეტაზე რომ გადაადგილდებიან, სატურნზე უმოძრაოა და ჩრდილოეთ პოლუსზე რჩება.

განსხვავებების  მიუხედავად, სატურნის ქარიშხალი დედამიწისას ძალიან ჰგავს: კერძოდ, მასაც აქვს „თვალი“ – ქარბორბალას ცენტრი, რომელშიც არ არის ღრუბელი. „ჩვენ გაკვირვებულები დავრჩით, როცა კადრები შევისწავლეთ,  რადგან შტორმი ისე გამოიყურება, თითქოს ეს ყველაფერი დედამიწაზე ხდებოდეს“, – თქვა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელმა ენდრიუ ინგერსოლმა, თანაც დაამატა, რომ „მიუხედავად იმისა, რომ სატურნზე ყველაფერი გაცილებით დიდი ზომებისაა, წყლის რაოდენობა იქ ნაკლებია“.

„ნასას“ წარმომადგენლების თქმით, ქარიშხალი სატურნზე უკანასკნელი რამდენიმე წელია, გააქტიურდა. მისი პირველი ნიშნები 2009 წელს დაფიქსირდა, ხოლო ხარისხიანი გადაღება მხოლოდ ახლა განხორციელდა. ეს იმიტომ, რომ სატურნის ამ ნაწილში დიდი ხნის განმავლობაში ზამთარი იყო და რეგიონს მზის სინათლე აკლდა, რაც არა მარტო დაკვირვებას ხდიდა შეუძლებელს, არამედ ქარიშხალიც შეუმჩნეველი იყო.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ აღმოჩენები სატურნზე  დაეხმარება მათ, უკეთ გაერკვნენ მსგავს ბუნებრივ მოვლენებში დედამიწაზე.

скачать dle 11.3