კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

 

კითხვა: როგორ მოვუარო  ლიკუალას პალმას? მას გაუხმა ბოლო ფოთლები და, იქნებ, მირჩიოთ, რა გავაკეთო ამ დროს?

პასუხი: ლიკუალას პალმა ტროპიკული მცენარეა, ამიტომ, ესაჭიროება სათუთი მოვლა. ყოველ  ადრე გაზაფხულსა და შემოდგომაზე სასუქების მიცემა არ დაგავიწყდეთ. ის არ არის ძალიან პრეტენზიული მოსავლელი. ეცადეთ, ჰქონდეს კარგი დრენაჟი; ასევე გაითვალისწინეთ, რომ მაღალ ტემპერატურაზე კარგი იქნება ზემოდან დანამვა, რათა სიცხეში თავი კარგად იგრძნოს. ლიკუალა გადარგეთ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, ასევე, ნიადაგი გამოუცვალეთ ყოველ მეორე წელს. ნიადაგში მას ესაჭიროება ნაკელი, ტორფი, მიწა, ქვიშა. ასეთ ნიადაგში მცენარე კარგად იზრდება. რაც შეეხება ფოთლების გახმობას, ლიკუალას საერთოდ ყველა ბოლო ფოთოლი უხმება, რაც იმის ნიშანია, რომ მცენარე ზრდაშია და ეს არ არის საშიში. თუ, საერთოდ, ლიკუალა ხმება, ეს უკვე ფესვების ბრალია.  არასდროს მისცეთ მას  ზედმეტად აზოტიანი სასუქები, რომ ფესვები არ დაწვათ; ასევე, შეგიძლიათ, ზაფხულში სიცხეში ამყოფოთ – ეს დისკომფორტს არ შეუქმნის. 

კითხვა: მაქვს ჟასმინი და წელს კვირტები ნაკლებად აქვს. როგორ მოვიქცე?

პასუხი: ჟასმინი სუბტროპიკული მცენარეა, ამიტომ ის საერთოდ უხვად მოყვავილედ ითვლება. თუ გსურთ, რომ მას ბევრი ყვავილი ჰქონდეს, თებერვალში უნდა მისცეთ  სასუქები, რომლებიც არ უნდა იყოს აზოტის შემცველი. მცენარე გადარგეთ  ყოველ მესამე წელს,   ასევე გადარგვისას შეაჭერით ფესვები, რომ ახალი ცხოვრება დაიწყოს. ჟასმინს ყვავილობამდე სჭირდება მავნებლებზე დამუშავება, რათა არ შეესიოს; ასევე, გახსოვდეთ, რომ სიცხეში ზემოდან უნდა დანამოთ. თუ მცენარეს არ დაამუშავებთ მავნებლების საწინააღმდეგო შხამებით, მაშინ ეს მავნებელი მომავალი კვირტების ადგილებს დააზიანებს და შემდეგ წელს აღარ ამოუვა ბევრი კვირტი. ჟასმინს, ასევე, ესაჭიროება  გვიან  შემოდგომით საკვები ნივთიერებების მიცემა. ის მრავლობს როგორც თესლით, ასევე კალმით. კალმობა უნდა მოხდეს გვიან შემოდგომით, როდესაც მცენარე უკვე კარგა ხნის მიძინებულია. ჟასმინს ზემოდან აქვს დამატებითი ფესვები, რომლებიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოაჭრათ. ეს მცენარე ყინვაგამძლეა და მისი გარეთ დატოვება შეიძლება.

კითხვა: მსურს, ბინაში გავახარო ლიმონის ხე ისე, რომ თან მსხმოიარეც იყოს. იქნებ ამიხსნათ, როგორ მოვუარო ამ შემთხვევაში მცენარეს და როგორ გავამრავლო?

პასუხი: კარგად მოვლილი ლიმონი 20-40 ცალ ნაყოფს იძლევა. ოთახის პირობებში უმთავრესად კარგად იზრდება და მსხმოიარობს ის ნერგები, რომლებიც მიღებულია კალმებისა და ტოტების დაფესვიანებით. მათი გამრავლება უმჯობესია თებერვალ-მარტში. ლიმონის დასაკალმებლად უნდა აიჭრას 4-6 მილიმეტრი სისქისა და  10-12 სანტიმეტრი სიგრძის ტოტები. კალამი უნდა ჩაირგას ღრმად, თავისი სიგრძის ნახევრამდე. ზემოდან დაახურეთ ქილა და სითბოში დადგით. ერთ თვეში დაფესვიანდება და შემდეგ გადარგეთ მაღალ ქოთანში. 

მისი ნიადაგი უნდა მომზადდეს სპეციალურად: ჰუმუსი, დამწვარი ნაკელი და სილა თანაბარი რაოდენობით. 

სასურველია, ლიმონი გვიან შემოდგომამდე გედგათ აივანზე. მისი დაკოკრება-დაყვავილებისთვის საკმარისია ოთახის ტემპერატურა 10-15 გრადუსი, ხოლო ნაყოფის მომწიფებისთვის 20-25 გრადუსი. 

ზაფხულში მორწყვა სჭირდება ყოველდღიურად ან 2-3 დღეში ერთხელ. შემოდგომით ნაყოფის მოსამწიფებლად აუცილებელია, მორწყვა შეამციროთ.  ნაყოფის შემცირებისა და კოკრის დაცვენის უმთავრესი მიზეზებია: მაღალი ტემპერატურა, ჰაერის დაბალი შეფარდებითი ტენიანობა, ტემპერატურის დიდი ცვალებადობა, ცივი წყლით რწყვა, ნიადაგის ზედმეტი სიმშრალე ან ჭარბი ტენი, მავნებლების მოქმედება და სხვადასხვა დაავადება. 

იმისათვის, რომ ლიმონის ფოთლები სუფთა იყოს, გირჩევთ, თბილი წყლით ჩამობანოთ. 

მავნებლების საწინააღმდეგოდ მცენარის ფოთლები ხანდახან საპნიან ხსნარში დასველებული ბამბით გაწმინდეთ. კვირაში ერთხელ სასურველია გოგირდის შეფრქვევაც.

 

 

скачать dle 11.3