კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მინდა ავტომობილის შეძენა, მაგრამ როგორც დავაკვირდი, სხვადასხვა ქვეყნისთვის წარმოებული მოდელები ერთმანეთისგან სერიოზულად განსხვავდება. ამას იმასაც თუ დავუმატებთ, რომ არ ვიცი, როგორი ნახმარია, შეიძლება სერიოზულად შევცდე? დიდი მნიშვნელობა თუ აქვს, როგორი ნახმარია ავტომობილი?

პასუხი: არსებითად ამას მნიშვნელობა არ აქვს თუ, რა თქმა უნდა, რამე დაზიანებული არ არის. მნიშვნელობა აქვს მის კომპლექტაციას, როგორი ტიპის სავალი ნაწილი და ძრავა აქვს. ავტომობილის სიუხეშეს, სირბილესა და მანევრს მისი სავალი ნაწილის კომპლექტაცია იწვევს, ხოლო სიმძლავრეს – ძრავისა და ელექტრონული სისტემის კომპლექტაცია. როდესაც ავტომობილის ყიდვას გადაწყვეტთ, კარგი იქნება, წინასწარ, თეორიულად გაეცნოთ ინფორმაციას, თუ მწარმოებელი ამ მოდელის რა და რა ვარიანტებს გვთავაზობს. მაგალითისთვის ავიღოთ ყველასთვის ნაცნობი „ე კლასის”, იგივე მრგვალფარებიანი „მერსედესი”. ვიზუალურად, მისი სხვადასხვა მოდელი ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ძნელად გასარჩევია, ისე მიზერულია განსხვავება. არადა, ამ მოდელის თუნდაც ერთი ვარიანტი შეიცავს ბევრ ქვევარიანტს, როგორიცაა: მაგალითად, ამორტიზატორების სირბილისა და სიუხეშის კოეფიციენტი. ვარიანტების ცვლასთან ერთად, იცვლება როგორც ძრავას სიმძლავრე, ასევე, მანევრირება და რა თქმა უნდა, კომფორტის დეტალები სალონში. ამ ტიპის ავტომობილი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, შეიძლება, ას კილომეტრზე ხუთ-ექვს ლიტრ საწვავს მოიხმარდეს (სწორედ ასეთ მოდელებს იყენებენ ტაქსებად გერმანიაში) და შეიძლება ყოველ ას კილომეტრზე ოცი ლიტრიც დასჭირდეს. (AMG-ის ტიუნინგით შესრულებულ მოდელებს).

კითხვა: მაინტერესებს „ნისან X ტრიალი”, 2.2 დიზელის ძრავით. როგორი ზოგადი მონაცემები აქვს ამ ავტომობილს, რას მეტყვით ძრავასთან დაკავშირებით და ზოგადად, როგორია ის ჩვენს პირობებში?

პასუხი: „ნისანის” ეს მოდელი საკმაოდ მორგებულია ჩვენს პირობებს, არ საჭიროებს ხშირ სერვისს და თავისი კლასის სხვა მოდელებთან შედარებით კარგი მანევრირება აქვს. რაც შეეხება ძრავას, ამ ტიპის ძრავით აღჭურვილი ეს მოდელები ძალიან პოპულარულია და ყველაზე დიდი მოთხოვნა მასზე ინგლისშია, სადაც მომხმარებელი ჩვენზე გაცილებით პრეტენზიულია. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ის, ეგრეთ წოდებული, „გამომდგარი” ძრავაა. 

კითხვა: ჩემს ავტომობილს მოულოდნელად მოაკლდა სიმძლავრე და მოუმატა საწვავის წვას. შევცვალე საწვავის ფილტრი, მაგრამ ამან საქმეს არ უშველა. რა შეიძლება იყოს კიდევ ამის მიზეზი?

პასუხი: ხშირია ისეთი შემთხვევა, ბენზინის ფილტრს გამოცვლი, მაგრამ თქვენს პრობლემას ეს უკვე აღარ შველის. შესაძლოა, ფილტრის შეცვლაა დაგვიანებული, ან ჭუჭყი თუ წყალი მოხვდა ავზში; ანდა, უბრალოდ, ტუმბოს, როგორც დეტალს, ცვეთის რესურსი ამოეწურა, ან, თავიდანვე არ იყო კარგი ხარისხის და თვითონ „ნასოსი” ვერ ქმნის სათანადო წნევას. ამის გადამოწმება ძალიან იოლად ხდება. ნებისმიერ ხელოსანს, რომელიც ინჟექტორებს წმენდს, აქვს ხელსაწყო, რომლითაც გასინჯავს – მიეწოდება თუ არა სისტემას ბენზინი სათანადო წნევით. თუ დაზიანებულია, „ნასოსის” აღდგენა შესაძლებელია და არც მისი გამოცვლაა დიდი პრობლემა, სხვადასხვა მოდელის „ნასოსიც” მიდის ერთმანეთზე. მთავარია, მოერგოს და წარმადობა ჰყოფნიდეს, ანუ იგივენაირ წნევას ქმნიდეს და გამტარობაც იდენტური ჰქონდეს. როგორც ორიგინალ ტუმბოს, ისე ახალსაც აწერია ეს ყველაფერი. აგრეთვე, შეიძლება, დაზიანებული იყოს, ეგრეთ წოდებული, „აბრატნი კლაპანი”, რომელიც „ნასოსიდან” გამოსულ წნევას არეგულირებს და განსაზღვრავს, თუ რამდენი დატოვოს ძრავის სექტორში და რაც ზედმეტია, უკანვე, ავზში აბრუნებს. არის შანსი, რომ ეს სარქველი, ეგრეთ წოდებული „კლაპანი” დაზიანდეს, რის გამოც ის ნაკლებ წნევას ტოვებს სისტემაში და უფრო მეტს უკან აბრუნებს. არც ამის გაგებაა ძალიან რთული. იგივე ხელოსანი იოლად შეამოწმებს, არის თუ არა სისტემაში დარჩენილი საჭირო წნევა, ან საერთოდ, ეს დეტალი – „აბრატნი კლაპანი”, მუშაობს თუ არა. 

კითხვა: მინდა, შევიძინო, ავტომობილი „ჰონდა ფიტი”, 2002 წლის, იაპონური წარმოების, 1.3-იანი ძრავითა და გადაცემათა ვარიატორული კოლოფით. მინდა, საჭის გადატანა, მაგრამ ხელოსანმა მითხრა, კონდიციონერს ექნება პრობლემებიო. შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს? ზოგადად, რას მეტყვით ვარიატორთან დაკავშირებით და ამ მანქანის შესახებ?

პასუხი: „ჰონდა ფიტი” ძალიან კარგი მანქანაა, საკმაოდ გამძლე და ეკონომიური. რაც შეეხება საჭის გადატანას, მას მექანიკურად პრობლემები არ შეექმნება, მაგრამ გადამტანი ჰერმეტულობას ვერ დაიცავს და შემოვა უფრო მეტი ხმაური. მეორე – კონდიციონერს, ნორმალური ფუნქციონირებისთვის კონკრეტული დეტალების გადაკეთება დასჭირდება, რაც ამ ტიპის ყველა ხელოსანს არ შეუძლია. შესაბამისად, როგორც მინიმუმ, თავს დაიზღვევს და გეტყვით, რომ კონდიციონერი ნორმალურად არ იმუშავებს. რაც შეეხება ვარიატორს, ეს მექანიზმი კარგია, მაგრამ თუ საქართველოში არ ცხოვრობ. ეს არის ყველაზე დინამიკური, ეკონომიური და უზუსტესი სისტემა – ყოველთვის იმ სიჩქარეს იყენებს, რომელიც კონკრეტული მომენტისთვისაა იდეალური. მაგრამ, მოვლა სჭირდება – როგორც მინიმუმ, ზეთი უნდა შეცვალოს, დაახლოებით ყოველ გავლილ ორმოცი ათას კილომეტრზე. რაც ვარიატორს სჭირდება, შესაბამისი ხარისხის ზეთი, ჩემი ინფორმაციით, აქვს „რეინოლსა” და „იამოტოს”. 

скачать dle 11.3