რა მოხდა ამ დღეს
13 მაისი
1796 – ინგლისელმა ქირურგმა ედუარდ ჯენერიმ გამოიგონა ყვავილის საწინააღმდეგო აცრა.
1981 – თბილისის „დინამომ“ მოიგო თასის მფლობელთა თასი.
14 მაისი
1643 – საფრანგეთის მეფე გახდა ლუი მეთოთხმეტე, რომელიც იმ დროს მხოლოდ ოთხი წლის იყო.
1948 – უკანასკნელმა ბრიტანულმა შენაერთებმა დატოვეს პალესტინა. ებრაელთა ეროვნულმა კრებამ ისრაელის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
1988 – საბჭოთა კავშირმა დაიწყო ჯარების გამოყვანა ავღანეთიდან.
1996 – ლონდონში გაიმართა ანტონიო ბანდერასისა და მელანი გრიფიტის ქორწინების ცერემონიალი.
15 მაისი
1673 – კორნელიუს ი როზა-ბრალმა მიიღო პრემია საკუთარი მიღწევისთვის. მან გამოიყვანა შავი ტიტა.
1928 – პირველად კინოეკრანებზე გამოჩნდა „მიკი მაუსი“.
1932 – იოსებ სტალინის ბრძანებით, გამოცხადდა შემდეგი ხუთწლედი: „ხუთწლედი – ღმერთის გარეშე“.
1935 – საზეიმოდ გაიხსნა მოსკოვის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი.
1940 – ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად მაღაზიებმა, ყველამ ერთ დღეს, გასაყიდად გამოიტანა ნეილონის წინდები.
1942 – საბჭოთა კავშირმა პირველად გამოსცადა რეაქტიული თვითმფრინავი. საბჭოთა პროპაგანდა აცხადებდა, რომ ეს იყო მსოფლიოში პირველი რეაქტიული თვითმფრინავი. აღმოჩნდა რომ პირველები ამ საქმეში იყვნენ გერმანელები – 1939 წელს, შემდეგ – ინგლისელები.
16 მაისი
1898 – ავსტრალიის ქალაქ იდენს გადაუფრინა რეკორდული სიმაღლის ქარბორბალამ – 1528 მეტრი.
1920 – კათოლიკურმა ეკლესიამ წმიდანად შერაცხა ჟანა დ’არკი.
1938 – კონგოში მოკლეს მსოფლიოში უდიდესი გორილა სიმაღლით 195 სანტიმეტრი და წონაში 257 კილოგრამი.
1975 – იაპონელი უნიკო ტაბეი გახდა პირველი ქალი, რომელმაც დალაშქრა ჯომოლუნგმას მთა.
17 მაისი
1846 – ბელგიელმა ადოლფ საქსმა დააპატენტა საქსოფონი.
1963 – მონტრეტში (კალიფორნია) ჩატარდა მსოფლიოში პირველი როკ-ფესტივალი.
18 მაისი
1291 – ეგვიპტელმა მამლუქებმა აიღეს სენ ჟან დ-აკრი, ახლო აღმოსავლეთში დაეცა უკანასკნელი ჯვაროსნული სახელმწიფო.
1642 – დაარსდა ქალაქი მონრეალი (კანადა).
1721 – ესპანელი მარია კარილიო გახდა ინკვიზიციის ყველაზე ხანდაზმული მსხვერპლი. ის კოცონზე დაწვეს 96 წლის ასაკში.
1967 – „კაგებეს“ შეფი გახდა იური ანდროპოვი.
19 მაისი
1571 – დაარსდა ფილიპინების დედაქალაქი – ქალაქი მანილა.
1712 – რუსეთის დედაქალაქი მოსკოვიდან პეტერბურგს გადავიდა.
1802 – დაარსდა საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო – „საპატიო ლეგიონის ორდენი“.
1995 – ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „კერკეტი კაკალი“ ბრიუს უილისის მონაწილეობით.