კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

 

გავხდე იდეალური?!

 

სტერეოტიპები ღუპავს ურთიერთობას. თუმცა, ჩვენ ამის გაცნობიერება მაინც გვიჭირს ან უნებლიეთ მივყვებით მათ და სერიოზულ შეცდომებსაც  ვუშვებთ. მაგალითად, ბევრ ქალს აქვს სურვილი, იყოს იდეალური ცოლი, მაგრამ, სანამ სტერეოტიპულ ჩარჩოზე მორგებას შეეცდებით, მაინც ჰკითხეთ ქმარს – როგორ წარმოუდგენიხართ იდეალური ცოლის როლში.

რეალურ ცხოვრებაში წყვილი ერთმანეთის ხასიათს მხოლოდ საქორწინო ბეჭდების გაცვლის შემდეგ იგებს და მათი მთავარი თავგადასავალიც მხოლოდ ამ დღიდან იწყება. ღირს კი, უარი თქვათ საკუთარ პრინციპებზე, ჩვევებსა და პატარ-პატარა სიამოვნებაზე, რათა „ქმარი-მასწავლებლის“ წინაშე „ხუთოსანი“ გახდეთ, სიყვარული მსხვერპლს მოითხოვსო – ეს ფრაზა საერთოდ დაივიწყეთ, თორემ, სამსხვერპლო ქვაზე რომ აღმოჩნდები, მერე ძალიან გვიან იქნება.

მამაკაცების უმრავლესობა ძალიან მალე ეჩვევა იმ კომფორტს, რომელსაც მას ცოლი უქმნის: სისუფთავეს, წესრიგს, გემრიელ და მრავალფეროვან კერძებს, იდეალურად დალაგებულ სახლს... ისე ეჩვევა, რომ ვეღარც კი ამჩნევს. სამაგიეროდ, ამჩნევს ცოლის დაღლილ სახეს, ჩამუქებულ უპეებს და დაუვარცხნელ თმას. ამიტომ, დაანებეთ თავი იატაკს, სარკეში ჩაიხედეთ და ის დრო, რაც იატაკის მოსახეხად უნდა დაგეხარჯათ, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას მოახმარეთ. კიდევ, რა თქმა უნდა, ქმრის ინტერესებიც უნდა გაითვალისწინოთ, მაგრამ, არასდროს დაივიწყოთ თქვენი ინტერესებიც. იდეალური სწორედ მაშინ იქნებით, როცა თავს სრულყოფილ პიროვნებად იგრძნობთ.

 

გამოიწვიე სიხარული...

 

თუ ბედნიერებისა და სიხარულისთვის მცირედი არ გყოფნით, მაშინ არც სიხარულის ფასი გცოდნიათ და არც ბედნიერების. ფსიქოლოგებში არსებობს მოსაზრება, რომ სიხარული თავად უნდა გამოიწვიო. დაიწყეთ იმით, რომ რევიზია ჩაუტარეთ საკუთარ ცხოვრებას. რა გაქვთ ისეთი, რითაც იამაყებდით. ნუ შეეცდებით აქცენტი გარეგნობაზე გააკეთოთ. სისულელეა იმაზე ფიქრი და ნერვიულობა, რა არ გაქვთ ლამაზი... სილამაზე „დეტალებშია“, მაგრამ გააჩნია, რას მოიაზრებთ ამ „დეტალებში“, ანუ, ეს ფრაზა პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გაიგოთ.

შეახსენეთ საკუთარ თავს ის უპირატესობები, რაც გაქვთ. დაფიქრდებით და მათ აუცილებლად აღმოაჩენთ. თანაც, არც ისე ცოტას. ადამიანი, რომელიც საკუთარ ხასიათსა და გარეგნობაში პლუსებს ხედავს, ხშირად არის გახარებული. სიხარული კი შობს ბედნიერებას – მისი წინა პირობაა.

ქალი ძალიან ნიჭიერი და მამაკაცზე გაცილებით მიზანდასახული არსებაა. დაფიქრდით და თავად დარწმუნდებით იმაში, რომ, თუკი ცხოვრებაში რაღაცისთვის ვერ მიგიღწევიათ, მხოლოდ იმიტომ, რომ დაგეზარათ... დააკელით პოზიტიური ძალისხმევა და სიხარული.

დიახ, სიხარული იზიდავს სიხარულს... იცხოვრეთ მხოლოდ სიხარულით და ნებისმიერი პრობლემა მოგიგვარდებათ.

 

არც ილაპარაკო

 

მამაკაცებს უყვართ თვალებით. ანუ, თუ გინდა, მათ თავი მოაწონო, უნდა იყო ჩუმად და იზრუნო გარეგნობაზე. მაგრამ, მთლად ასეც არ არის საქმე. კაცს აქვს ყურებიც, რომელიც ისეთივე მოსასმენი საშუალებაა, როგორიც ქალის შემთხვევაში. ანუ, ის შეიძლება, არ იმჩნევდეს, მაგრამ გისმენდეს. რა მოეწონება მას? – იუმორის გრძნობა, სიმსუბუქე და თავისუფლება ნებისა. მოუყევით მას თქვენ შესახებ, მაგრამ გამოიჩინეთ სიფრთხილე და წინდახედულება. ერთმანეთი აუცილებლად უნდა გაიცნოთ, მაგრამ რაღაც თქვენთვის უთუოდ დაიტოვოთ. ანუ, ყველაფრის მოყოლა, მით უმეტეს საკუთარი წარსულიდან, აუცილებელი არ არის. ჭკვიანმა ქალმა ყოველთვის იცის, რა დოზით იყოს გულახდილი. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ მამაკაცი არ ცდილობს, თავი იმაზე უკეთ წარმოაჩინოს, ვიდრე სინამდვილეშია. ეცადეთ, თქვენც და არ ილაპარაკოთ იმაზე, როგორ ხიბლავდით მამაკაცებს, როგორ იპყრობდით მათ გულს და მერე ტოვებდით. აქცენტი გააკეთეთ იმაზე, როგორი კომუნიკაბელური, თბილი და ყურადღებიანი ხართ, როგორ კარგად გამოგდით ურთიერთობები. ელაპარაკეთ თქვენს გატაცებებზე – რა გიყვართ, რა გაინტერესებთ. უწყინარი თემები შეარჩიეთ. ერთ კონკრეტულ საკითხზე რომ ისაუბრებთ, გაჩუმდით და რეაქციას დაელოდეთ. მთავარია, იგრძნობოდეს სურვილი, რომ თქვენ მასთან ურთიერთობის გაგრძელება გინდათ. მამაკაცი ამას უნდა მიხვდეს, თქვენი საუბრის მანერიდან და ინტონაციიდან... ნუ დაგავიწყდებათ ღიმილიც. 


რა მინდა...

 

მაინც რა სურთ ქალებს? როგორი მამაკაცი სჭირდებათ გვერდით? მაგალითად, ევროპაში ყველა გამოკითხვამ აჩვენა, რომ იქაური ქალები კაცის გარეგნობას ყველაზე ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. სამაგიეროდ, ძალიან ინტერესდებიან მათი ფინანსური მდგომარეობით. მამაკაცური შარმი და სექსუალურობა არც ისე მნიშვნელოვანიაო, – ამტკიცებს ევროპელი ქალების უმრავლესობა. საერთოდაც, ქალების მხოლოდ 9 პროცენტი აქცევს ყურადღებას კაცის გარეგნობას, როცა მასთან ოჯახის შექმნას აპირებს. 2 პროცენტს აინტერესებს, რამდენად აკურატული და მოწესრიგებულია მამაკაცი; 3 პროცენტს კი – იცის თუ არა კერძების მომზადება. მამაკაცში ქარიზმას ქალების მხოლოდ 1 პროცენტი ეძებს.

მოდი, ვკითხოთ საკუთარ თავს, რას ველით იმ ადამიანისგან, რომელმაც ჩვენ მხარდამხარ უნდა იაროს ცხოვრების გზაზე და ჩვენი სიხარული და ტკივილები გაიზიაროს. ალბათ, ყველაზე მეტად ფასდება საიმედოობა, სიკეთე, ინტელექტი, პატიოსნება და ერთგულება. ბუნებრივია, რომ მამაკაცებში სითბოს ვეძებდეთ. სითბოს მოთხოვნილება ბუნებრივად არის  კოდირებული... მარტოობა დამღლელიც არის, მტკივნეულიც და მოსაწყენიც. მაგრამ, ფორმალური ურთიერთობაც ვერ გაგრძელდება დიდხანს. ამიტომ, თავიდანვე სწორად განსაზღვრეთ პრიორიტეტები და არჩევანი ისე გააკეთეთ...

 

скачать dle 11.3