კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აიმაღლეთ იმუნიტეტი სახლში დამზადებული პოლივიტამინური ნეყენებით

 

ვიტამინების ნაკლებობა იწვევს ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითებას, ამიტომ პოლივიტამინური ნაყენების ხალხური რეცეპტები სიმხნევეს მოგანიჭებთ, ტვინის მოქმედებას გაააქტიურებს და ტონუსს აგიმაღლებთ.

*კუნელის ნაყენი: ნახევარ ჩაის ჭიქა კუნელის ნაყოფს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი. დადგით დაახლოებით 5-6 საათით ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ კი 1 ჭიქა ნაყენში გაურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ჭამის  შემდეგ დალიეთ.

*მოცვის ნაყენი: 1/4 ჩაის ჭიქა მოცვის ფოთლებს დაასხით 3 ჭიქა ცივი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ ნახევარი საათის განმავლობაში. დალიეთ თბილი, დღეში 2-ჯერ, ჭამის შემდეგ. ეს ნაყენი პოლივიტამინების საბადოა, ასევე, კარგია ნიკრისის ქარის დროს. 

*დამამშვიდებელი ნაყენი: 4 სადილის კოვზი გვირილის ყვავილი, 4 სადილის კოვზი პიტნის ფოთოლი და 2 სადილის კოვზი ვალერიანის ძირები კარგად აურიეთ ერთმანეთში. ამ ნარევის 1 სადილის კოვზი ჩაყარეთ ჩაის ჭიქაში და შეავსეთ მდუღარე წყლით. გააჩერეთ დაახლოებით 10-15 წუთი, შემდეგ გაწურეთ და დალიეთ თითო ჭიქა, დღეში ორჯერ.

*გვირილის მკვებავი ნაყენი: 1 სადილის კოვზ გვირილის ყვავილს დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი და დადგით 20 წუთით. დაუმატეთ შაქარი და ნაღები – გემოვნებით. ეს ნაყენი ორგანიზმისთვის ერთგვარი მკვებავია, ასევე უხდება ნაწლავებს და აწესრიგებს ძილს. 

*ასკილისა და შავი მოცხარის ნაყენი: თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს ასკილის ნაყოფი და მოცხარის კენკრა. 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი და გააჩერეთ ერთი საათით თავდახურული. შემდეგ გადაწურეთ და დაატკბეთ შაქრით. დალიეთ ნახევარი ჭიქა, დღეში სამჯერ. ეს ნაყენი კარგია  გაციებისა და ინფექციური დაავადებების დროს.

*ასკილისა და ქიშმიშის ნაყენი: გაატარეთ ქიშმიში ხორცსაკეპ მანქანაში, დაასხით მდუღარე წყალი. ადუღეთ 10 წუთით და მიღებულ ნახარშს დაუმატეთ იმდენივე ასკილის ნახარში. დალიეთ ნახევარი ჭიქა დღეში რამდენჯერმე. ეს ნაყენი კარგია მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებს, რადგან ქიშმიშიც და ასკილიც გულის კუნთს ამაგრებს. 

*ასკილისა და ცირცელის ნაყენი: ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ასკილი და ცირცელი. 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ დაახლოებით ერთი საათით. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ, ნახევარი ჩაის ჭიქა.

*ავიტამინოზის დროს: აიღეთ 3-3 სადილის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი და ასკილი. დანაყეთ, დაუმატეთ 2 სადილის კოვზი მოცვი და კარგად აურიეთ. 3 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით სამი საათით, ოთახის ტემპერატურაზე. სვით დილა-საღამოს, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს ნაყენი ამდიდრებს ორგანიზმს ყველა ვიტამინითა და მიკროელემენტით.

 

როგორ დავიცვათ თავი საკვებისა და წყლის ინტოქსიკაციისგან

წყლითა და საკვებით ინტოქსიკაცია მწვავე დაავადებაა, რაც ხასიათდება გულისრევით, ღებინებით, ფაღარათით ან ნევროლოგიური სიმპტომებით. ბაქტერიული კვებითი ინტოქსიკაციის ყველაზე ხშირი გამომწვევია ოქროსფერი სტაფილოკოკებით საკვების დაბინძურება, ასევე, მისი დაბინძურება სალმონელათი, ბაციდუს ცერეუსით, კლოსტრიდიუმ პერფრინგენსით. მაგალითად, საკვები სტაფილოკოკით მაშინ ბინძურდება, თუ მისი მომზადების ან შენახვის წესი დარღვეულია. განსაკუთრებით ეს ეხება საკონდიტრო ნაწარმს, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე ინახება რამდენიმე საათით. ასეთ შემთხვევაში, ამ პროდუქტში იქმნება სტაფილოკოკის გამრავლებისთვის კარგი პირობები და ხდება ენტეროტოქსინის წარმოქმნა. სწორედ ეს არის ის ტოქსინი, რომელიც დაავადების განვითარებას იწვევს.

სტაფილოკოკური დაავადების დროს, პირველი 5-6 საათის განმავლობაში იწყება გულისრევა, მუცლის ტკივილი, ფაღარათი, ხანდახან შოკიც კი. ამ დროს ტემპერატურა ოდნავ მომატებულია. ადამიანი თავს ცუდად გრძნობს.

სალმონელა ადამიანის ორგანიზმში საკვებით ხვდება, განსაკუთრებით – კვერცხიდან, ხორციდან და ისეთი პროდუქტებიდან, რომლებიც სათანადოდ არ არის თერმულად დამუშავებული. ასეთ შემთხვევაში, ხდება მასობრივი ინფიცირება.

სალმონელათი დაბინძურებული საკვებით ინტოქსიკაცია უფრო ხშირად ბავშვებში ფიქსირდება. იწყება ღებინება, ტემპერატურის მკვეთრი მატება, საერთო სისუსტე, თავისა და მუცლის ტკივილი, კანის გამოშრობა, მუცლის შებერვა. ასევე, აღინიშნება ფაღარათი, განავალი კი თხელი, ლორწოვანი და ქაფისებურია. ამ დროს ავადმყოფს კიდურები უცივდება, ხშირია გონების დაკარგვა და კრუნჩხვაში ჩავარდნა. ეს სიმპტომები ვითარდება საკვების მიღებიდან 6-46 საათის განმავლობაში.

კლოსტრიდიუმ პერფრინგენსი ფართოდაა გავრცელებული წყალში, ნიადაგში, ადამიანისა და ცხოველის განავალში. სპორები ძალიან ადვილად მრავლდება და ინტენსიურად აბინძურებს საკვებ პროდუქტებს. ეს დაავადება ძირითადად ზაფხულში იჩენს თავს.

კლოსტრიდიებით გამოწვეული მოწამვლა იწყება საკვების მიღებიდან 6 – 12 საათის განმავლობაში. იმატებს ტემპერატურა, აღინიშნება ფაღარათი, ღებინება, მუცლის შეტევითი ხასიათის ტკივილი.

საკვებით ინტოქსიკაციის დროს უნდა მიიღოთ, რაც შეიძლება ბევრი სითხე ან გაიკეთოთ გადასხმა და ამით აინაზღაუროთ სითხის დანაკლისი. ზოგიერთ შემთხვევაში, საჭირო ხდება ანტიბიოტიკების მიღება. ამ მხრივ, პროფილაქტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, აუცილებლად უნდა დაიცვათ ზაფხულში საკვების შენახვისა და მომზადების სანიტარიული და ჰიგიენური პირობები. მოწამლული ადამიანი სრულ იზოლაციაში უნდა იყოს.

 

უცხიმო ხორცი, წითელი ღვინო და თაფლი ებრძვის წონაში მომატების რისკს

ნორმალური წონის ადამიანებში ქოლესტერინის მაღალი დონე თავისთავად ზრდის კილოგრამების მომატების რისკს. ქოლესტერინის გამოყენებაზე პასუხისმგებელია ღვიძლი. სწორედ მასში გარდაიქმნება ჭარბი ქოლესტერინი ნაღვლის მჟავად, რომელიც, ნაწლავებში მოხვედრის შემდეგ, ბუნებრივი გზით, გარეთ გამოიყოფა. ეს მექანიზმი ფერხდება, თუ ღვიძლში ქოლესტერინის გადამუშავებაზე პასუხისმგებელი ძირითადი გენი დაზიანებულია. ამ დროს ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობა, სისხლის შრატში მიმოიქცევა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ცხიმიან საკვებს აღარ მიირთმევს. აღნიშნული გენის დაზიანებისას ირღვევა ცუდი ქოლესტერინის განდევნა, კარგი კი ორგანიზმს შეუფერხებლად ტოვებს. ქოლესტერინის გენის მუშაობის შეფერხება ძირითადად ქალებში აღინიშნება. სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე მოზარდ გოგონებში დაახლოებით 10 წლის ასაკიდან ხდება გასუქების მიზეზი. რაც უფრო დაბალია გოგონა, მით მეტია რისკი. ამიტომ, ტანმორჩილ ბავშვებს მშობლებმა ხშირად უნდა შეუმოწმონ სისხლში ქოლესტერინის დონე. თუმცა, ქოლესტერინის გაკონტროლება ნებისმიერ ასაკშია საჭირო.

ხშირად ქოლესტერინის მომატების მიზეზი კვების რაციონის არასწორი შერჩევაა. ქოლესტერინის დონეზე გავლენას ახდენს ცხიმები. ნაჯერი ცხიმები ამაღლებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. ასეთი ცხიმებით მდიდარია ხორცი, ნაღების კარაქი და ყველი; ნახევრად უჯერი ცხიმები კი ამცირებს ქოლესტერინის დონეს. მას შეიცავს სოიის, მზესუმზირის, სიმინდის ზეთი, თევზი, ფრინველის მჭლე ხორცი, ზღვის პროდუქტი, უცხიმო რძის პროდუქტები. ასევე, სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს მონო-უჯერი ცხიმები. მათ შეიცავს ზეითუნისა და არაქისის ზეთი, ნიგოზი და ავოკადო. ამ პროდუქტებით მდიდარი დიეტა ძალიან სასარგებლოა.

მცენარეული საკვები ქოლესტერინს არ შეიცავს, ერთ კვერცხში კი დაახლოებით 260-270 მილიგრამი ქოლესტერინია, რაც ადამიანის დღიური ნორმაა.

უცხიმო ხორცის ჭამა სასურველია მათთვის, ვისაც ქოლესტერინისგან გათავისუფლება სურთ. ხილი და ბოსტნეული კი ქოლესტერინის ნამდვილი მტერია. ამ მხრივ ყველაზე კარგია ვაშლი. თაფლიც ქოლესტერინთან მებრძოლ იმდენივე ანტიმჟანგავს შეიცავს, რამდენსაც ვაშლი. 1 ჭიქა წყალში გახსენით 2 სადილის კოვზი თაფლი და სვით ყოველ დილით. მოერიდეთ  ყავის ხშირად სმას, რადგან მასში დუღილის დროს წარმოიქმნება ნივთიერება, რომელიც  ქოლესტერინის დონეს ამაღლებს.

ასევე, კარგია, თუ მთელი დღის განმავლობაში 1 ჭიქა წითელ ღვინოს მიირთმევთ. ფიზიკური დატვირთვის დროს კი, სისხლი ინტენსიურად გაივლის ღვიძლს და ცუდი ქოლესტერინი ნაღვლის მჟავად გარდაიქმნება. ამიტომ, ფიზიკური ვარჯიშები ამ მხრივ ძალიან სასარგებლოა.

 

კაკლის ფოთლების ნაყენი და მარილის და სოდის აბაზანა სოკოვან დაავადებას კურნავს

სოკოვანი დაავადება საკმაოდ უსიამოვნო და საშიშია. თუ სოკო ფეხის თითებზე გაჩნდა, გაიკეთეთ ცივი წყლის აბაზანა. წყალში კი ჩაყარეთ 1 სადილის კოვზი საჭმელი სოდა და მარილი. როგორც კი წყალში ფეხებს ჩადგამთ, მაშინვე იგრძნობთ შველას.

სოკოვანი დაავადების დროს, აგრეთვე, კარგია კაკლის ფოთლების ნახარში, კერძოდ, 1 მუჭა, ანუ 100 გრამი კაკლის ფოთოლი ჩაყარეთ 3 ლიტრ ადუღებულ წყალში და თავზე მჭიდროდ დაახურეთ. როცა წყალი გაგრილდება, გაიკეთეთ აბაზანები. ეს პროცედურა უნდა ჩაიტაროთ დღეში ერთხელ, საღამოს. შემდეგ კი ფეხები არ შეიმშრალოთ.

კანის ძლიერი ქავილის დროს ტანი დაიზილეთ მარილიან წყალში დასველებული ტილოთი. გარწმუნებთ, ასეთი მეთოდის გამოყენებით, ქავილი შეწყდება და შვებასაც მალევე იგრძნობთ.

 

скачать dle 11.3