კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღვთისმშობლის სასწაულები

„კალიები არასოდეს დატოვებენ კუნძულს, თუ არ შემოატარებთ ჩემს ხატს გარშემო მთელ კუნძულს“

ხმელთაშუა ზღვაში კიკლადის კუნძულებს შორის განსაკუთრებით გამორჩეულია კუნძული სიფნოსი. კუნძულს სახელი გაუთქვა განუმეორებელი სილამზაის პეიზაჟმა და უდიდესმა სიწმიდემ – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის, „ოქროს წყაროს“ სახელობის ტაძარმა, რომელიც საყოველთაო თაყვანისცემის ადგილია.

ტაძარი აღმართულია კონცხზე, რომელსაც ყოველი მხრიდან გამუდმებით ეხლება ქარი. მთელი ეს ადგილი გარემოსილია ლეგენდებითა და თქმულებებით. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში დაბრძანებულია სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, პირდაპირ ყურეში, ტალღებზე იპოვეს.

ზეციური დედოფლის წმიდა ხატს, „ოქროს წყაროს“ მიაწერენ მრავალ სასწაულს, რომელიც აღასრულა როგორც ცალკეული ადამიანებისთვის, ისე მთელი კუნძულისთვის.

სიფნოსის მკვიდრნი მრავალი წლის განმავლობაში გაწამებულნი იყვნენ კალიების შემოსევით. მწერების წინააღმდეგ ყველა საშუალება გამოიყენეს: მოწამლული ქატო, ნავთი, ცეცხლმტყორცნები, მაგრამ უშედეგოდ, მხოლოდ ღვთისმშობლის დახმარებით შეძლეს კალიების განდევნა.

1929 წელს ერთ ღვთისმოსავ გლეხის ქალს – მარია სავალუს ღვთისმშობელმა ძილში განუცხადა, თუ როგორ გადაურჩებოდნენ იმ უბედურებას, რასაც კალიების შემოსევა უქადდათ.

ერთ საღამოს საქსოვით ხელში მეზობელთან ვიჯექი, ჩვენი საუბარი კალიებს შეეხო, რომლებიც ირგვლივ ყველაფერს ნთქავდნენ. მე ვთქვი: „ჩვენი ძალებით ვერაფერს გავხდებით, მხოლოდ ღვთის შემწეობის იმედი უნდა გვქონდეს“. რამდენიმე დღის შემდეგ სიზმარში ვიხილე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი „ოქროს წყარო“. მან სახელოზე მომკიდა ხელი, შემანჯღრია და მითხრა: „ყურადღებით მომისმინე და გადაეცი ხალხს ის, რასაც ახლა გეტყვი: კალიები არასოდეს დატოვებენ კუნძულს, თუ თქვენ არ გამოიტანთ ტაძრიდან ჩემს ხატს და არ შემოატარებთ გარშემო მთელ კუნძულს. შემდეგ კი ლიტურღია და წყლის კურთხევა უნდა ჩატარდეს. მან მაღლა აწია ხელები და მთელი ჩემი სახლი და მასთან ერთად ყველაფერი გარშემო განათდა.

სამღვდელოებამ ყურად იყო მარია სავალუს ნაამბობი, რამდენიმე დღეში ჩატარდა ლიტანიობა, „ოქროს წყარო“ თრთოლვით და მოწიწებით შემოატარეს ყველა სოფელში. მეორე დღეს სიფნოსზე კალიას ვეღარ იპოვიდით, კუნძულის აღმოსავლეთი სანაპირო კი მოფენილი იყო მკვდარი კალიებით, რომლებიც ტალღებმა გამორიყა.

საოცარი მოვლენები

1959 წლის 4 აპრილს, შუაღამით, კუნძულ კიფირაზე მდებარე „ახალ მონასტერში“ უეცრად ზარებმა მხიარულად დაიწყეს რეკვა. ისინი თავისით რეკავდნენ, ხოლო ტაძრიდან ამ დროს თვალისმომჭრელი ნათება გამოდიოდა. მონასტერში სასწაულმოქმედი ხატის წინ საკმაოდ ხშირად თავისით იწყებს ქანაობას ლამპრები. აგრეთვე, იმის მიუხედავად, რომ მონაზვნები გალობენ „ანალოღიასთან“, ტაძრის საკურთხევლიდან ზოგჯერ ნაბიჯების ხმა, ხმაური და ფსალმუნების გულის ამაჩუყებელი გალობა მოისმის. როგორც მონაზვნები მოწმობენ, ძირითადად, ღვთისმშობლის დაუჯდომლის გალობა ისმის...

„ბოლო ჟამის სასწაულები“

скачать dle 11.3