კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: სად იმყოფება იმ ადამიანის სული, რომელიც გონზე არ არის და რომელი ლოცვები უნდა წავუკითხოთ ასეთ დროს?

პასუხი: იმ ადამიანის სული, რომელიც გონზე არ არის, ადამიანის სხეულშივე იმყოფება, სულის გასვლა სხეულიდან ნიშნავს ადამიანის გარდაცვალებას. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც სულს უჭირს სხეულიდან გასვლა და ადამიანი იტანჯება, მოძღვარი სპეციალურ ლოცვას კითხულობს. ჭირისუფალს კი ევალება, პირნათლად მოუაროს ავადმყოფს და ჩვეულებრივი ყოველდღიური ლოცვებით შეეწიოს.

კითხვა: როგორ უნდა აღნიშნონ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გარდაცვალების წლისთავი?

პასუხი: გარდაცვალების წლისთავი არ არის რაიმე განსაკუთრებული დღე სულისთვის. მისი აღნიშვნა ტრადიციაა, თუმცა – კარგი ტრადიცია. ამ დღეს ვლოცულობთ მიცვალებულებისთვის, მოვიხსენიებთ მათ. ზოგადად კი, ლოცვები სულს ყოველთვის ეხმარება იმქვეყნიურ ცხოვრებაში განსამტკიცებლად.

კითხვა: შეიძლება თუ არა, საკეისრო კვეთა ჩაითვალოს ცოდვად, როდესაც ქალი ბუნებრივ მშობიარობაზე უარს ამბობს მხოლოდ და მხოლოდ შიშის გამო?

პასუხი: ოპერაციული ჩარევა ეკლესიურად მიუღებელი არ არის, თუმცა, თუ ასეთი ჩარევა გამოწვეულია მართლაც მხოლოდ უსაფუძვლო შიშის გამო, უმჯობესია, ქალი ფსიქოლოგიურად მოემზადოს და არ თქვას უარი ბავშვის გაჩენის ფიზიოლოგიურ გზაზე, ანუ იმაზე, რაც უფალმა დააწესა.

კითხვა: დავკარგე წმიდა გიორგის გულსაკიდი, რომელიც ნაკურთხი იყო ჩემს სახელზე. რამეს ხომ არ ნიშნავს ეს შემთხვევა?

პასუხი: ეს ნიშნავს თქვენს დაუდევრობასა და უყურადღებობას. სხვა დროს მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ საეკლესიო სიწმიდეთა მიმართ. ცუდის მოლოდინში კი ნუ იქნებით ამ ფაქტის გამო.

скачать dle 11.3